3.17.1. Для спасения собственной души

Пс.6,4; 7,1.2; 11,2; 24,[11]; 30,5; 31,5; 50,2.3; 78,9; 108,21; 142,11; 1Ин.1,8-10

3.17.1. საკუთარი სულის ხსნისთვის ლოცვა

ფს.6,4; 7,1.2; 11,2; 24,[11]; 30,5; 31,5; 50,2.3; 78,9; 108,21; 142,11; 1ინ.1,8-10

ბიბლიის მუხლები

შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისთვის.

ფს. 6,4

შენზე ვარ მონდობილი . . . რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.

ფს. 7,1.2

მიხსენი უფალო.

ფს. 11,2

ფსალმუნი 24

11. შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი.

ფსალმუნი 30

5. შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო.

ფსალმუნი 31

5. ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. სელა.

ფსალმუნი 50

2. მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე.

3. რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.

ფსალმინი 78

9. დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის; გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის.

ფსალმუნი 108

21. ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,

ფსალმუნი 142

11. და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი.

1იოანე 1

8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.

9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.

10. თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

__თემაზე წერდნენ__

***

ოდეს მართალნი ნეტარებდნენ, ცოდვილთა ჰგვემდეს ცეცხლი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო.

__ დავით აღმაშენებელი __

***

ჩვენ ვევედრებით უფლის გულმოწყალებას არა იმიტომ, რომ სიმშვიდე მოგვანიჭოს ჩვენს ბიწიერებაში, არამედ იმიტომ, რომ ამ ბიწიერებისგან დაგვიხსნას.

__ ბლეზ პასკალი __