4.19.1. Приобретаем себе друзей богатством неправедным

Быт.43,11 1цар.16,19.20,, 17,18,, 25,18.27,, 2цар.16,1.2 Прит.18,16; 19,17 Екк.11,1.2 Сир.40,24 Ис.58,7.8 Матф.6,19-21; 19,21; 25,35.40.45 Лук.11,41; 12,33; 14,12-14; 16,[9].[11]; 18,22; Иак.2,5; 1Тим.6,5-11.17-19; 2Тим.1,16-18

4.19.1. შევიძინოთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით

- გავცეთ ძღვენი (მოსაკითხი) კაცთაგან კარგი თვალით შემოსახედად დაბ.43,11; 1მფ.16,19.20; 17,18; 25,18.27; 2მფ.16,1.2 იგავ.18,16

- განვიკითხოთ ღატაკი და გაჭირვებული, მოვიპატიჟოთ ვისგანაც სანაცვლოს არ მოველით, მშიერს გავუყოთ პური - რათა წინ გაგვიძღვეს ჩვენი სიმართლე და ვიყოთ ნეტარნი, შევეწიოთ და სესხი ვაძლიოთ უფალს, გავამზადოთ უცვეთი ქისები, დავიუნჯოთ ულევი საუნჯე ზეცაში იგავ.19,17 ეს.58,7.8 მათ.6,19-21; 19,21; 25,35-40.45 ლუკ.12,33; 14,12-14; 18,22

- წყალს გავატანოთ პური, რათა კვლავ მოვიძიოთ ეკლ.11,1 ლუკ.11,41

- გავცეთ ქონების ნაწილი, რადგან არ ვიცით რა მოელის ქვეყანას ეკლ.11,2

- ძმებს შევეწიოთ, მოწყალება იხსნის ზირ.40,24; 2ტიმ.1,16-18

- შევიძინოთ მეგობრები ამ ქვეყნიერებისთვის განკუთვნილი ზეციურისთვის უსარგებლო, უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გავღარიბდებით... ვიყოთ რწმენით მდიდრები ლუკ.16,[9].[11] იაკ.2,5

- უსამართლო სიმდიდრეს, მამონას ნუ დავიუნჯებთ ამ ქვეყნად. ნუ გვეგონება ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე, ნუ შეგვიპყრობს ვერცხლისმოყვარეობის მწარე ფესვი 1ტიმ.6,5-11

- ამა ქვეყნის მდიდრებსაც ნუ ექნებათ ფუჭი სიმდიდრის იმედი, ქველმოქმედებდნენ და იუნჯებდნენ ზეცაში 1ტიმ.6,17-19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 43

11. უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაფლი, საკმეველი, შტახსი, ფსტა და ნუში.

1მეფეთა 16

19. გაგზავნა საულმა მოციქულები იესესთან და დააბარა: გამომიგზავნე დავითი, შენი ვაჟი, ცხვარში რომ გყავს.

20. აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, გამოიყვანა ერთი ციკანი და გაატანა დავითს, თავის შვილს, საულთან.

1მეფეთა 17

18. ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე; მოიკითხე ძმები და მოიტანე მათი ამბავი.

1მეფეთა 25

18. არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს.

27. აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუტანია ჩემი ბატონისთვის. მიეცეს მხლებლებს, ჩემი ბატონის ფეხის კვალს რომ დაჰყვებიან.

2მეფეთა 16

1. როდესაც ცოტაზე ჩასცდა დავითი მთის წვერს, შემოხვდა მას ციბა, მეფიბოშეთის მორჩილი, წყვილი შეკაზმული სახედარითურთ, - მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი გალა ახალი ხილი და ერთი კოლოტი ღვინო.

2. უთხრა მეფემ ციბას: რისთვის გინდა ესენი? მიუგო ციბამ: სახედრები მეფის სახლისთვის სამგზავროდ, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად; ღვინო უდაბნოში დაღლილ-დაქანცულთათვის სასმელად.

იგავნი 18

16. ძღვენი კაცს გზას უფართოებს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს.

იგავნი 19

17. ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს.

ეკლესიასტე 11

1. წყალს გაატანე შენი პური, რადგან მრავალთა დღეთა შემდგომ კვლავ მოიძიებ.

2. მიეც ნაწილი ქონებისა შვიდს, რვასაც კი, რადგან არ იცი, რა უბედურება მოელის ქვეყანას.

ზირაქი 40

24. ძმები და შემწეობა - გასაჭირის ჯამს, მაგრამ მოწყალება იხსნის ორივეზე მეტად.

ესაია 58

7. რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?

8. მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება.

მათე 6

19. ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.

20. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.

21. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.

მათე 19

21. იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

მათე 25

35. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;

36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ.

37. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ?

38. როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ?

39. როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ?

40. მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.

45. მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ.

ლუკა 11

41. მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ.

ლუკა 12

33. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას.

ლუკა 14

12. ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო.

13. არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი.

14. და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას.

ლუკა 16

9. ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში.

11. თუ ამ ცრუ და უსამართლთ სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?

ლუკა 18

22. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

იაკობი 2

5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?

1ტიმოთე 6

5. გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ. 

6. თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია.

7. რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ.

8. თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.

9. ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.

10. რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.

11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;

17. მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;

18. რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,

19. და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.

2ტიმოთე 1

16. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები.

17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.

18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.

__თემაზე წერდნენ__

***

რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია.

__შოთა რუსთაველი__

***

სჯობს, რომ რაც გქონდეს, გაჰყიდო, იყიდო მოყვარენია.

__ სულხან-საბა __