1.2.105 Господин - хозяин, владелец

Быт.24,9-35 Исх.21,4-6; 1цар.30,14; 4цар.2,3-5; 1Пар.12,19 Лук.14,21 Кол.4,1; 1Тим.6,2

1.2.105 ბატონი, პატრონი

ასე ეწოდებოდათ:

- მონათმფლობელებს გამ.21,4-6

- წინასწარმეტყველებს 4მფ.2,3-5

- მეფეებს 1ნეშ.12,19

.

შეიძლება იყვნენ:

- კეთილები დაბ.24,9-35

- არაადამიანურები 1მფ.30,14

- მრისხანენი ლუკ.14,21

- მორწმუნენი 1ტიმ.6,2

- მათაც ჰყავთ ზეციერი კოლ.4,1

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

9. და ამოუდო მსახურმა ხელი, აბრაჰამს, თავის ბატონს საზარდულქვეშ და შეჰფიცა მისი თხოვნისამებრ.

10. გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.

გამოსვლა 21

4. თუ ბატონმა შერთო ცოლი და უშვა ცოლმა ძეები და ასულები, მაშინ ცოლი და ბავშვები ბატონისაა, ის კი წავიდეს მარტო.

5. ხოლო თუ ყმა იტყვის: "მიყვარს ჩემი ბატონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო”,

6. მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.

1მეფეთა 30

14. უთხრა დავითმა: "თუ გამიძღვები იმ ურდომდე?” მიუგო: "ღმერთი დაიფიცე, რომ არც მომკლავ და არც ჩემს ბატონს გადამცემ და გაგიძღვები იმ ურდომდე”.

4მეფეთა 2

3. გამოვიდნენ ბეთელში მყოფი წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს ელისეს: "იცი, რომ უფალი დღეს აიტაცებს შენს თავს ზემოთ შენს ბატონს?” უპასუხა: "მეც ვიცი, დადუმდით”.

4. უთხრა მას ელიამ: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა იერიხოში წარმავლინა”. მიუგო ელიას: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” მივიდნენ იერიხოს.

5. მიეახლნენ ელისეს იერიხოში მყოფი წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს: "იცი, რომ უფალი დღეს შენს თავს ზემოთ აიტაცებს შენს ბატონს?” უპასუხა: "ვიცი, დადუმდით”.

1ნეშტთა 12

19. მენაშესგანაც გადავიდნენ დავითისკენ, როცა ფილისტიმელებთან ერთად მოვიდა საულის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა არ დახმარებიან მათ, რადგან თათბირის შემდეგ, უკან მიაბრუნეს იგი ფილისტიმელმა დიდებულებმა ამ სიტყვებით: „თავისი ბატონის, საულის მხარეზე გადავა ჩვენდა საზიანოდ”.

ლუკა 14

21. დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: სასწრაფოდ გადი ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში და გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები მომიყვანე.

კოლასელთა 4

1. ბატონებო, სწორად და სამართლიანად მოეპყარით მონებს, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში.

1ტიმოთე 6

2. რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.