2.5.35. Хлеб ангельский

Пс. 77,[25]

2.5.35. პური ანგელოზისა

ფს. 77,24.[25] -ში იხსენიება ანგელოზთა (ძლიერთა) პურად ზეციური მანანა გამ.16,13-15 ინ.6,32.33.49.50

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 16

13. საღამოხანს მოფრინდა მწყერი და დაფარა მთელი ბანაკი; დილით კი ცვრით იყო მოფენილი მთელი ბანაკი.

14. დადნა ცვარი და აჰა, ყრია უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი, წვრილი როგორც ჭირხლია ხოლმე მიწაზე.

15. დაინახეს ისრაელიანებმა და ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ რა იყო. უთხრა მათ მოსემ: ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა.

ფსალმუნი 77

23. და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.

24. და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.

25. ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად. =2.5.35

იოანე 6

32. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს.

33. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას.

49. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ.

50. ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს.