2.1.45 Возвратить, возвращение

2.1.45 დაბრუნება, მობრუნება

ნათქვამია... შესახებ:

- სიკვდილის დაბ.3,19

- მაუწყებელი მტრედის დაბ.8,11

- ტყვეობის ქვეყანაში არდაბრუნების დაბ.24,6

- სამშობლოში დაბრუნების დაბ.31,3.13

- თანამდებობის დაბ.40,13

- შურისგების 3მფ.2,33.44

- მონანიების 2ნეშ.6,24.38

- ტყვეობიდან დაბრუნების იერ.27,16

- ღმერთთან მიბრუნების იოვ.2,12.13

- ქრისტეს მეორედ მოსვლის საქ.15,16

- ცოდვასთან დაბრუნების ებრ.6,4-6

.

ჯანმრთელობის დაბრუნების შესახებ:

- სასწაულით 4მფ.5,3-15

- წამლით 4მფ.20,7

- ლოცვით ფს.38,13

.

მატერიალურის დაბრუნების შესახებ:

- ნათხოვარის გამ.22,26

- პატრონს გზააბნეული პირუტყვი გამ.23,4

- ცოცხალი ძალის 2მფ.8,4

- წართმეული ქალაქის 4მფ.13,25; 2ნეშ.13,19

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

19. შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.

დაბადება 8

11. მობრუნდა მასთან მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო უჭირავს ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამცხრალიყო წყალი დედამიწაზე.

დაბადება 24

6. უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.

დაბადება 31

3. და უთხრა უფალმა იაკობს: "დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში და შენს ოჯახში და მე ვიქნები შენთან”.

13. მე ვარ ბეთელის ღმერთი, სადაც ზეთი სცხე სვეტს და აღთქმა დამიდე; ახლა ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას”.

დაბადება 40

13. სამი დღის შემდეგ თავს აგიწევს ფარაონი და შენს სამსახურში დაგაბრუნებს. კვლავ მიართმევ ფარაონს თავის თასს, როგორც ადრე მიართმევდი ხოლმე, როცა მისი მწდე იყავი.

გამოსვლა 22

26. თუ შენი თვისტომისგან ტანსაცმელს დაიგირავებ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე.

გამოსვლა 23

4. თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან სახედარს წააწყდები სადმე, დაუბრუნე პატრონს.

2მეფეთა 8

4. წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი. ძარღვები გადაუჭრა დავითმა საეტლე ცხენებს, მხოლოდ ასი ეტლისთვის დაიტოვა.

3მეფეთა 2

33. მიექცეს მათი სისხლი იოაბისა და მისი შთამომავლობის თავს საუკუნოდ, ხოლო დავითს, მისი შთამომავლობის სახლსა და ტახტს კი საუკუნო მშვიდობა ჰქონდეს უფლისგან”.

44. კვლავ მიუგო მეფემ შიმყის: "იცის შენმა გულმა მთელი ის ბოროტება, რაც დავითს, მამაჩემს გაუკეთე; შენივე თავზე მოაქცია უფალმა შენი უკეთურება!

4მეფეთა 5

15. დაბრუნდა ნაყამანი ღვთისკაცთან მთელი თავისი ამალით; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: "აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი; ახლა გთხოვ, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან”.

4მეფეთა 13

25. ხელიდან გამოგლიჯა იოაშ იეჰოახაზის ძემ ბენ-ჰადად ხაზაელის ძეს ქალაქები, რომლებიც ბრძოლით ჰქონდა წართმეული მისი მამისთვის, იეჰოახაზისთვის. სამჯერ დაამარცხა იგი იოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები.

4მეფეთა 20

7. თქვა ესაიამ: "აიღეთ ლეღვის ჩირი”. აიღეს, წყლულზე დაადეს და განიკურნა იგი.

2ნეშტთა 6

24. თუ შენი ხალხი, ისრაელი, მტერთან დამარცხდება, რადგან შეგცოდა, მერე კი მობრუნდება და შეაქებს შენს სახელს, ილოცებს და წყალობას გთხოვს აქ, ამ სახლში,

38. როცა მოიქცევიან მთელი გულითა და გონებით ტყვეობის ქვეყანაში, სადაც წაყვანილ იქნენ, ილოცებენ თავიანთ მიწისკენ, იმ მიწისკენ მობრუნებულნი, მათ მამებს რომ მიეცი, შენი ამორჩეული ქალაქისკენ და სახლისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,

2ნეშტთა 13

19. დაედევნა აბია იერობყამს და წაართვა ქალაქები: ბეთელი თავისი სოფლებით, იეშანა თავისი სოფლებით და ყეფრონი თავისი სოფლებით.

ფსალმუნი 38

13. თვალი ამარიდე, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.

იერემია 27

16. მღვდლებსა და მთელ ამ ხალხს ვუთხარი, ასე ამბობს-მეთქი უფალი: „ნუ ირწმუნებთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ: აჰა, მალე დაბრუნდება ბაბილონიდან უფლის ტაძრის ჭურჭელიო, რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ.

იოველი 2

12. "თუმცა, ახლაც” - ამბობს უფალი, - "დამიბრუნდით მთელი თქვენი გულით, მარხვით, ტირილითა და გლოვით;

13. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.

საქმეები 15

16. ამის შემდეგ მოვბრუნდები და ავაშენებ დავითის დამხობილ კარავს, აღვადგენ და კვლავ ავაშენებ მის ნანგრევებს,

ებრაელთა 6

4. ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ,

5. იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები,

6. და მერე დაეცნენ, ამის შემდეგ კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი ისევ ჯვარს აცვამენ ძე ღვთისას და ლანძღავენ.