3.19.11. Обет (заклинание) непринятия пищи до испольнения цели

1цар.14,24.26-32.41-45

3.19.11. საკვების არმიღების აღთქმა (დაფიცება) მიზნის მიღწევამდე

1მფ.14,[24].26-32.41-45

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 14

24. გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე. და ხალხსაც პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის.

26. შევიდა ხალხი ტყეში და, აჰა, თაფლის ღვარია, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.

27. არ ჰქონდა გაგებული იონათანს, რომ დააფიცა მამამისმა ხალხი. გაიწოდა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო მისი წვერი გოლეულში და პირთან მიიტანა ხელი, და გაუნათდა თვალები.=1.7.1.

28. მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი, წყეულიმც იყოს, ვინც პური ჭამოსო დღეს. ამიტომაც დაიქანცა ხალხი.

29. თქვა იონათანმა: გააწამა მამაჩემმა ქვეყანა. ხომ ხედავთ, თვალები გამინათდა, როგორც კი ეს თაფლი ვიგემე.

30. რა იქნებოდა, დღეს რამე ეჭამა ხალხს იმ ნადავლიდან, მტერს რომ დააგდებინა? უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მარცხი?

31. დაამარცხეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე და დაიქანცა ხალხი.

32. მივარდა ხალხი ნადავლს, გამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დახოცა ისინი მიწაზე. სისხლითურთ ჭამდა ხალხი.

41. უთხრა საულმა უფალს: ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო? დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებული იქნა.

42. თქვა საულმა: წილი გვიყარეო მე და ჩემს ძეს იონათანს. და დაკავდა იონათანი.

43. უთხრა საულმა იონათანს: გამომიტყდი, რა ჩაიდინე? გამოუტყდა იონათანი და უთხრა: ჩემი ჯოხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, ცოტაოდენი თაფლი ვიგემე. აჰა, მზადა ვარ სასიკვდილოდ.

44. თქვა საულმა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან!

45. უთხრა ხალხმა საულს: ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, რომ ერთი ღერი თმაც არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა დღეს იგი. ასე იხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.