1.1.83 Венец

Лев.8,9; 2цар.12,30 Есф.2,17; 8,15 Пс.64,11; 131,18 Пр.12,4; 16,31; 17,6; 27,24 Ис.28,5; 62,3 Иез.21,26 Матф.27,29 Ин.19,2 Иак.1,12; 1Пет.5,4; 1Кор.9,25 Флп.4,1 1Фес.2,19 2Тим.2,5; 4,8 Евр.2,7.9 Отк.19,12

1.1.83 გვირგვინი

დიდების სიმბოლო

.

გვირგვინები ედგმებოდათ:

- მღვდელმთავარს (კიდარი, მიტრა) ლევ.8,9

- მეფეებს 2მფ.12,30

- დედოფლებს ესთ.2,17

- სახელმწიფო მინისტრებს ესთ.8,15

.

გადატანითი მნიშვნელობით:

- ღმერთი თავისი ერისთვის ეს.28,5

- მიწის კურთხევა წვიმებით ფს.64,11

- ღირსეული ცოლი იგავ.12,4

- ჭაღარა იგავ.16,31

- შვილთა შვილები მოხუცთა იგავ.17,6

- ძალაუფლება იგავ.27,24

- გვირგვინის მოხდა - ძალაუფლების წართმევა ეზეკ.21,26

.

სულიერი აზრით:

- ქრისტე ფს.131,18

- განდიდებული ქრისტე ებრ.2,7.9

- ქრისტე მეორედ მოსვლისას (დიადემა) გმცხ.19,12

- ეკლესია ეს.62,3

- მორწმუნის ჯილდო 1კორ.9,25; 2ტიმ.2,5

- მსახურის ჯილდო ფლპ.4,1; 1თეს.2,19

.

ეკლის გვირგვინი დაადგეს ქრისტეს მათ.27,29 იოან.19,2

.

ქრისტიანის გვირგვინი:

- სიცოცხლის იაკ.1,12

- დიდების 1პეტ.5,4

- უხრწნელი 1კორ.9,25

- სიხარულის 1თეს.2,19

- სიმართლის 2ტიმ.4,8

.

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 8

9. და დაადგა თავზე კიდარი, და კიდარზე წინა მხრიდან მიუმაგრა ოქროს ფირფიტა – სიწმიდის დიადემა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

2მეფეთა 12

30. და აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ტალანტის წონისა, ძვირფასი ქვებით მოჭედილი, და თავზე დაიდგა. და აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.

ესთერი 2

17. და ყველა ქალზე მეტად შეიყვარა მეფემ ესთერი და მან წყალობა და მადლი ჰპოვა მის წინაშე ყველა ქალწულზე მეტად. და დაადგა მან თავზე სამეფო გვირგვინი და გაადედოფლა იგი ვაშთის ნაცვლად.

ესთერი 8

15. და მორდექაი გამოვიდა მეფისაგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო სამოსლით, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეულის მოსასხამით. შუშან-ქალაქი კი ზეიმობდა და ხარობდა.

ფსალმუნი 64

11. აკურთხებ წელიწადის გვირგვინს შენი სიკეთით, შენი ნაკვალევიდან წვეთავს პოხიერება.

ფსალმუნი 131

18. მის მტრებს სირცხვილით შევმოსავ, ხოლო მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი!

იგავნი 12

4. ღირსეული ქალი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი ხრწნაა მის ძვლებში.

იგავნი 16

31. ჭაღარა დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე მოიპოვება იგი.

იგავნი 17

6. შვილთა შვილები მოხუცთა გვირგვინია; შვილთა დიდება – მათი მშობლებია.

იგავნი 27

24. რადგან საუკუნო არა არის სიმდიდრე და მუდამ არც გვირგვინი გადადის თაობიდან თაობაზე.

ესაია 28

5. იმ დღეს, ცაბაოთ უფალი გახდება მშვენების გვირგვინი და დიდების ჯიღა თავისი ერის ნატამალისთვის.

ესაია 62

3. იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში.

ეზეკიელი 21

26. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე დოლბანდი და ჩამოიღე გვირგვინი. ასე აღარ იქნება, დამდაბლებული ამაღლდება და ამაღლებული დამდაბლდება.

მათე 27

29. დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუდეველთა!

იოანე 19

2. ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწეულით შემოსეს იგი.

იაკობი 1

12. ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ.

1პეტრე 5

4. და როცა მოვა სარქალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.

1კორინთელთა 9

25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.

ფილიპელთა 4

1. ამიტომ, ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო.

1თესალონიკელთა 2

19. ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას?

2ტიმოთე 2

5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს.

2ტიმოთე 4

8. ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი.

ებრაელთა 2

7. ოდნავ თუ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან ჰყავ

9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო.

გამოცხადება 19

12. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა.