2.14.33 Отсечь соблазняюшую члень...

***

Жесткие требования "И если правая твоя рука соблазняет тебя, отсеки ее и брось от себя, ибо лучше для тебя, чтобы погиб один из членов твоих, а не все тело твое было ввержено в геенну". (Матфея 5:30) Христос не сказал, что все должны отсечь себе правую руку, Он сказал: "Если правая твоя рука мешает тебе ходить со Мной, отсеки ее".Есть много совершенно невинных занятий и дел, но если вы собираетесь все

внимание сосредоточить на Боге, вы всем этим заниматься не сможете. Ваша правая рука -- это, может быть, самое ценное, что у вас есть, но Христос говорит, что, если она мешает вам жить по Его слову, ее нужно отсечь. Более суровых требований человечество не знало. Когда Бог полностью

изменяет человека, перерождая его, новую свою жизнь человек начинает практически калекой. Есть сотни занятий и дел, на которые вы теперь решиться не можете. Для вас и для той части мира, которая вас знает, это такие же привычные дела и занятия, как правая рука и правый глаз, и человек недуховный говорит: "А что тут плохого? Ты с ума сходишь!" Но не было еще на земле святого, которому не приходилось

начинать духовную жизнь калекой. И лучше

начать ее калекой с точки зрения человека и

прилично выглядеть в глазах Божьих, чем прилично выглядеть в глазах людских, но прихрамывать с точки зрения Бога. В самом начале Иисусу Христу Духом Своим приходится удерживать вас от великого

множества занятий и дел, в которых для всех

других ничего запретного нет, но которые вам никак на пользу не пойдут. Только

не нужно свои запреты переносить на

других и критиковать их за то, что они

делают то, чего нельзя вам. Начинаем мы

новую жизнь калеками, но чуть дальше, в 48-м стихе Христос говорит о жизни, в

которой все на своем месте, все подогнано

идеально: "Будьте совершенны, как

совершен Отец ваш Небесный" (Мф.5:48).

2.14.33 მოიკვეთე მცდუნებელი ასო...

მათ.5,29.30; 18,8.9 მარ.9,43.45.47

ბიბლიის მუხლები

მათე 5

29. თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.

30. თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.

მათე 18

8. თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.

9. თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.

მარკოზი 9

43. "თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი; გირჩევნია დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე ჩაუქრობელ ცეცხლში,

45. თუ შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი; გირჩევნია კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჩაუქრობელი ცეცხლის გეენაში იქნე ჩაგდებული,

47. თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი: გირჩევნია ცალი თვალით შეხვიდე ღმერთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაუქრობელი ცეცხლის გეენაში იქნე ჩაგდებული,

__თემაზე წერდნენ__

***

მბრძანებლობ კუჭზე? ენაც დაიმორჩილე, რადგან როცა მეორის მონა დარჩები, პირველისგან განთავისუფლება უსარგებლო არ იყოს.

__ წმ. ნილოს სინელი __

***

მკაცრი მოთხოვნით "თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე". (მათ.5:30) ქრისტეს არ უთქვია, რომ ყველამ უნდა მოიკვეთოს მარჯვენა ხელი, მან თქვა: "თუ შენი მარჯვენა ხელი გიშლის გამომყვე, მოიკვეთე". შესაძლოა თქვენთვის ბევრი რამ იყოს სრულიად უვნებელი საქმიანობა და მოქმედება, მაგრამ თუ გსურთ მთელი ყურადღება მიმართოთ ღმერთისკენ, მაშინ ყოველივეს ვერ დაუთმობთ ადგილს. თქვენი მარჯვენა ხელი შესაძლოა იყოს ყველაზე ფასეული, რაც გაგაჩნიათ, მაგრამ ქრისტე ამბობს, რომ, თუ ის ხელს უშლის თქვენს ცხოვრებას მისი სიტყვის მიხედვით, უნდა მოიკვეთო. უფრო საშინელი მოთხოვნა კაცობრიობას არ გაუგონია. ღმერთი სრულიად ცვლის კაცს, შობს ხელახლა და კაცი იწყებს თავის ახალ ცხოვრებას ფაქტიურად სახიჩარი. მერე რა არის ამაში ცუდი? თითქმის არ არსებულა დღემდე წმინდანი, რომელსაც არ დაეწყო სულიერი ცხოვრება სახიჩრობით. უკეთესია დავიწყოთ ახალი ცხოვრება სახიჩრებმა, ვიყოთ არაჩვეულებრივი კაცთა თვალში და ჩვეულებრივი ღმერთის თვალში. აქ ქრისტე თავისი სულით გვაკავებს მრავალი საქმიანობისგან და საქციელისგან, რომლებშიც არაქრისტიანებისთვის არაფერი არაა აკრძალული, მაგრამ თქვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის სულაც არ იქნება სასარგებლო. ამასთან ეს აკრძალვები სხვებზე კი არ უნდა გადავიტანოთ და ვაკრიტიკოთ, რომ ისინი აკეთებენ იმას, რაც არ შეიძლება თქვენთვის, არამედ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას სახიჩარნი, არ გვაქვს შეხება იმ ცდუნებებთან, თავისუფალნი ვართ, რადგან არ შეგვიძლია მათი აღსრულება და ნახეთ, ცოტა მოშორებით 48-ე მუხლში ქრისტე ლაპარაკობს იმ ცხოვრებაზე, რომელშიც ყოველივე თავის ადგილზე დგება და იდეალურია:

"მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა." (მათ.5:48).