3.47.25 Воскресение - ожить, вернутся к жизни

3.47.25 აღდგომა - გაცოცხლება, სიცოცხლეში დაბრუნება

სწავლება აღდგომის შესახებ:

- მოელოდნენ რწმენით იობ.19,25-27

- ძველ აღთქმაში ეს.26,19 დან.12,2.3.13

- ამტკიცებს ქრისტე იოან.5,28.29; 6,39-44

- მაგალითი: ლაზარე იოან.11,23-44

- წარმართები დასცინიან საქ.17,32

- სადუკეველები უარყოფდნენ მათ.22,23 საქ.23,6-8

- იქნა ნაუწყები მოციქულ პავლეს მიერ საქ.24,15

- შეეჭვება მასზე 1კორ.15,12

- ცრუსწავლება მის შესახებ 2ტიმ.2,18

.

აღასრულებს:

- ღმერთის ძალა მათ.22,29

- ქრისტე იოან.5,28.29

- სული წმიდა რომ.8,11

.

აღდგომის წინაპირობა:

- ერთიანობა ქრისტესთან რომ.8,11

- ღვთის ძალა 1კორ.6,14

- ქრისტეს აღდგომა 1კორ.15,12-56

.

დრო:

- უკანასკნელ დღეს იოან.6,39

- უკანასკნელი საყვირი 1კორ.15,52

- ქრისტეს მეორედ მოსვლა 1თეს.4,13-18

.

მისი განსაკუთრებულობანი:

- მსგავსნი ანგელოზებისა მათ.22,30

- უხრწნელება 1კორ.15,42

- დიდებული 1კორ.15,43

- სულიერი 1კორ.15,44

- შეცვლა 1კორ.15,51

- ქრისტეს სხეულის მსგავსად გარდაქმნა ფლპ.3,21

.

უკეთურთა აღდგომა:

- ნაწინასწარმეტყველებია დან.12,2

- აღწერილია იოან.5,28.29

- ერთდროულად მართლებთან ერთად საქ.24,15

.

ბიბლიის მუხლები

იობი 19

25. მე კი ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი და საბოლოოდ აღდგება დედამიწაზე;

26. კანიც რომ შემომეცლება, მაინც ჩემივე ხორცში ვიხილავ ღმერთს!

27. რადგან თვითონ ვიხილავ მას, ჩემი თვალები იხილავენ და არა სხვისანი. გული ჩემი გაილია ჩემში!

ესაია 26

19. გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან მათი გვამები! გამოიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში ჩაწოლილნო, რადგან ცისკრის ცვარია შენი ცვარი და მიწა აჩრდილებს დაბადებს.

დანიელი 12

2. მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი - საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი - საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის.

3. გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი - ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.

13. შენ კი წადი შენი აღსასრულისკენ და მოისვენე! და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს.

მათე 22

23. იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:

28. ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა”.

29. მიუგო იესომ მათ პასუხად: "ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.

30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში.

იოანე 5

28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას.

29. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.

იოანე 6

39. ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ის არის, რომ რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს.

40. ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს”.

იოანე 11

23. იესომ უთხრა: "აღდგება შენი ძმა”.

24. მართამ უთხრა: "ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს”.

25. იესომ უთხრა: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს!

26. ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, უკუნისამდე არ მოკვდება. გწამს ეს?”

27. უთხრა: "დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, რომელიც მოდის წუთისოფელში”.

საქმეები 17

32. მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო.

საქმეები 23

6. იცოდა პავლემ, რომ კრებულში ნაწილი სადუკეველები იყვნენ, ნაწილი კი ფარისევლები, და იყვირა სინედრიონში: "კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები”.

7. ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ჩამოვარდა, და გაიყო კრებული.

8. რადგან სადუკეველნი ამბობდნენ, არ არის აღდგომა, არც ანგელოზი და სულიო, ფარისევლები კი ორივეს აღიარებდნენ.

საქმეები 24

15. და მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.

რომაელთა 8

11. და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.

1კორინთელთა 6

14. ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.

1კორინთელთა 15

12. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღსდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არისო მკვდრეთით აღდგომა?

13. თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, ქრისტეც არ აღმდგარა.

14. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც.

15. ღმერთის ცრუმოწმენიც გამოვდექით, რადგან ვამოწმებდით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია და მაშასადამე, არც მკვდრები აღდგებიან;

16. რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა.

17. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.

18. მაშინ ისინიც დაღუპულან, რომლებმაც ქრისტეში განისვენეს.

19. და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ.

20. მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი.

21. რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომა.

22. რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.

23. თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო - ქრისტე, ხოლო შემდეგ - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.

42. ასევეა მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით.

43. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით;

44. ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.

51. აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;

52. ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.

53. ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.

54. ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი - უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით”.

55. სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?

ფილიპელთა 3

21. რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულის მსგავსად გარდაქმნის, იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც ყოველივეს თავის თავს დაუმორჩილებს.

1თესალონიკელთა 4

13. არ გვსურს, ძმებო, უცოდინარნი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, იმედი რომ არ გააჩნიათ.

14. ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად.

15. რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვისამებრ, რომ ჩვენ, ცოცხლად დარჩენილნი, უფლის მოსვლისას, განსვენებულებს ვერ დავასწრებთ.

16. ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან;

17. შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად, უფალთან ვიქნებით სამარადისოდ.

18. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.

2ტიმოთე 2

18. რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას და ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და აუკუღმართებენ ზოგიერთების რწმენას.

-----------------------

ვიქტორ მოტეზის ნახატი