1.8.31. Коснулся к сердцу Бог

Также и Саул пошел в дом свой, в Гиву; и пошли с ним храбрые, которых сердца коснулся Бог. (1Цар.10,[26]);

1.8.31. შეეხო გულს უფალი

1 მეფ. 10,[26]; 1ნეშ.29,19 ფს.15,7; 16,3 აბაკ.3,16; 2კორ.4,6 

 

ბიბლიის მუხლები

 

1მეფეთა 10

26. საულიც გაემართა თავისი სახლისკენ, გიბყაში. თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებს ღმერთი შეეხო.=1.8.31

 

1ნეშტთა 29

19. და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი სრული გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე მოვამზადე.

 

ფსალმუნი 15

7. ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.

 

ფსალმუნი 16

3. შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას. 

 

აბაკუმი 3

16. გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყო ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვავად დაესხმიან.

 

2კორინთელთა 4

6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.