2.13.14. Эпидемии - знакы последней времени

2.13.14. ეპიდემიები - ბოლო ჟამის ნიშანი

(სნეულებანი, ჟამიანობა, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი, ужасные явления, эпидемии - ბიბლიის სხვადასხვა გამოცემებში წერია,

ხოლო ჩვენს დროში მათ ეწოდებათ - მწვავე რესპირატორული სინდრომი, ღორის გრიპი, ებოლა, ფრინველის გრიპი და ახლა კორონავირუსი)

-

- უფალმა გვიწინასწარმეტყველა ეპიდემიები და ისინი ჩაწერილია ორ სახარებაში, იმ მუხლთა შორის, სადაც საუბარია ბოლო ჟამის ნიშნებზე მათ.24,7.21 ლუკ.21,11 (ამ თავებს სასურველია მთლიანად გაეცნოთ)

-

- ახალ აღთქმაში ვკითხულობთ ასევე, რომ უკანასკნელ დღეებში იქნება საშინელი ჟამი 2ტიმ.3,1

-

- როცა ამ ნიშნებს ვხედავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ახლოა ჟამი და დაწყებულია ჩვენი გამოხსნა, რომ მალე წარვსდგებით უფლის წინაშე ლუკ.21,28.36 რომ.13,11; 1კორ.10,11

-

- რომ ეს არის ჩვენი გამოცდა დან.11,35 გმცხ.3,10

-

- ნუ გვეშინია განსაცდელის და ნუ მივატოვებთ უფალს ინ.16,32

-

- ღმერთია ამ დროს ჩვენი მფარველი ფს.45,2; 90,1-3

-

- ნუ ვიქნებით ქვიანში დათესილ მარცვლებად, ჭირის დღისთვის უფესვოდ დარჩენილნი რომ ცდუნდებიან მათ.13,21

-

- ნუ ვიქნებით უმეცრები, მოვინანიოთ და შევუდგეთ ქრისტეს საქ.17,30

-

- უგუნურად ნუ მოვიქცევით ასეთი კრიზისების დროს, ღირსეულად ვიდგეთ უფლის წინაშე იობ.2,9.10 ლუკ.21,28

-

ბიბლიის მუხლები

იობი 2

9. უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!

10. მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.

ფსალმუნი 45

2. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.

ფსალმუნი 90

1. უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.

2. ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.

3. რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან.

დანიელი 11

35. ზოგიერთი გაბრძნობილთაგან გასაჭირში ჩავარდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო.

მათე 13

21. მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება.

მათე 24

7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.

21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება.

ლუკა 21

11. და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.

28. ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა.

36. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.

იოანე 16

32. აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა.

საქმე მოციქულთა 17

30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.

რომაელთა 13

11. მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.

1კორინთელთა 10

11. ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს.

2ტიმოთე 3

1. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი.

გამოცხადება 3

10. რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.

__თემაზე წერდნენ__

***

1665 წელს ლონდონში შავმა ჭირმა იფეთქა და ქალაქის მოსახლეობის მეოთხედი შეიწირა. ისევე, როგორც ახლა, მაშინაც სოციალური დისტანციის დაცვა და მკაცრი კარანტინი დაავადების გავრცელების თავიდან აცილების კარგი საშუალება გახლდათ. ქალაქის მცხოვრებთაგან, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, სოფლად გარბოდა. ეპიდემიის დროს დაიხურა სხვადასხვა დაწესებულება, მათ შორის იყო კემბრიჯის უნივერსიტეტი და მისი კუთვნილი ტრინიტი-კოლეჯიც, რომლის სტუდენტებს შორისაც იყო 23 წლის ისააკ ნიუტონი.

***

ენ გრემმა, რომელმაც 2019 წლის ოქტომბერში დაასრულა ქიმიოთერაპიის კურსი მკერდის სიმსივნის გამო, აღიარა, რომ ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დიდია რისკი ვირუსით დაინფიცირებისა, მაგრამ დასძინა: „მე უფრო მეტად კორონავირუსით გამოწვეული შიში მაღელვებს და არა თავად ვირუსი. ვხედავ, რომ ქვეყანა საყოველთაო პანიკამ მოიცვა.“

__ენ გრემი ლოტზი (ბილი გრემის შვილი)__

***

იტალიელი კათოლიკე მღვდელი, 72 წლის ჯუზეპე ბერარდელი კორონავირუსით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მრევლის მიერ მისთვის ნაყიდი სასუნთქი აპარატი თავისზე ახალგაზრდა პაციენტს დაუთმო. ამ პაციენტის ზუსტი ასაკი და მდგომარეობა უცნობია, მაგრამ სასუნთქი აპარატის დახმარებით ახალგაზრდებს გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვთ.

__მასალები ქრისტიანული არხიდანაა__

-

__ვიდეო__

გაუფრთხილდი მოყვასს

https://www.youtube.com/watch?v=78u2aMtI718

-

ბოლო ჟამის მოვლენები

https://www.youtube.com/watch?v=JWG1Ow-hLbI