3.51.23 Ушел от лица Господня

3.51.23 მოფარება უფლის სახისგან

დაბ.3,8; 4,14.[16]; 4მფ.24,20 იობ.1,12; 2,7 ფს.67,2 იერ.23,39; 52,3 ლუკ.13,27

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 3

8. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.

 

დაბადება 4

14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.

16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.

 

4მეფეთა 24

20. მრისხანებდა უფალი იერუსალიმზე და იუდაზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა ისინი თავიდან. ხოლო ციდკიაჰუ განუდგა ბაბილონის მეფეს.

 

იობი 1

12. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლისგან.

 

იობი 2

7. გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.

 

ფსალმუნი 67

2. აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან.

 

იერემია 23

39. სრულიად დაგივიწყებთ და დაგაგდებთ თქვენ და ამ ქალაქს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა მოცემული;

 

იერემია 52

3. ამიტომ უფლის რისხვა იყო იერუსალიმზე და იუდაზე იქამდე, რომ მოიშორა ისინი თავისი პირიდან. აუჯანყდა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს.

 

ლუკა 13

27. მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი.

 

__თემაზე წერდნენ__

***

3:8 ცოდვილები ყოველთვის იმალებიან უფლის სახისგან და ამის გაკეთებას კვლავაც გააგრძელებენ: `დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისგან!~ (გამოც. 6:16)

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

***

დაბ.3,8 - "მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა". ადამიანი თავისი შემოქმედის ხმას ემალება. ადამიანები საკუთარმა სინდისმა შეაწუხა, მათ ღმერთთან აღარ სურდათ ის სიახლოვე, რომელიც უწინ ბედნიერებას ჰგვრიდათ. ადამიანების სამოთხის ბაღს მიღმა დარჩენა მათ მისწრაფებებს სავსებით შეესაბამებოდა.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__