1.1.87 Песок морской

Быт.13,6; 22,17; 28,14; 32,12; 41,49 Иисн.11,4 Суд.7,12; 1цар.13,5; 2цар.17,11; 3цар.4,20.29 Иов.6,2.3; 29,18 Пс.77,27; 138,17.18 Ис.10,22; 48,19 Иер.5,22; 15,8; 33,22 Ос.1,10 Авв.1,9 Рим.9,27 Евр.11,12 Отк.20,8

1.1.87 ქვიშა ზღვისა

სიმბოლირებს:

- შთამომავლობის სიმრავლე დაბ.13,16; 22,17; 28,14; 32,12; 3მფ.4,20 ეს.10,22; 48,19 იერ.33,22 ოს.1,10 რომ.9,27 ებრ.11,12

- ხორბლის სიუხვე დაბ.41,49

- ჯარის სიმრავლე იესნ.11,4 მსაჯ.7,12; 1მფ.13,5; 2მფ.17,11 გმცხ.20,8

- გონების სიფართოვე 3მფ.4,29

- ტანჯვის სიმძიმე იობ.6,2.3

- სიცოცხლის დღეთა სიმრავლე იობ.29,18

- საკვები ხორცის სიუხვე ფს.77,27

- ღვთის ზრახვანი ჩვენს შესახებ ფს.138,17.18

- ქვრივების გამრავლება იერ.5,22; 15,8

- ტყვეები სიმრავლე აბაკ.1,9

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

16. ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.

დაბადება 22

17. ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.

დაბადება 28

14. და იქნება შენი თესლი, როგორც ქვიშა მიწისა, და განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. და იკურთხება შენით და შენი შთამომავლობით ყოველი ტომი მიწისა.

დაბადება 32

12. შენ კი ნათქვამი გაქვს: ‘სიკეთეს გიყოფ და გავხდი შენს თესლს ზღვის ქვიშასავით, რომელიც არ აღირიცხება სიმრავლის გამო.’”

დაბადება 41

49. და დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან აღარ იყო სათვალავი.

იესო ნავეს ძე 11

4. და გამოვიდნენ ისინი და მთელი ბანაკი მათთან ერთად, მრავალრიცხოვანი ხალხი, იმ ქვიშასავით უთვალავი, ზღვის ნაპირზე რომაა; ძალზე მრავალი იყო ცხენი და ეტლი.

მსაჯულნი 7

12. და მიდიანი, ყამალეკი და ყველა ძე აღმოსავლეთისა ველზე იყვნენ განლაგებულნი, კალიასავით ურიცხვნი; და მათ აქლემებს თვლა არ ჰქონდათ; იმდენი იყვნენ, როგორც ქვიშა ზღვის ნაპირას.

1მეფეთა 13

5. და ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად: ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი; ამოვიდნენ და მიქმაშში, ბეთ-ავენის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ.

2მეფეთა 17

11. ამიტომ გირჩევ: შემოიკრიბო მთელი ისრაელი, დანიდან ბეერ-შებაყამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საბრძოლველად.

3მეფეთა 4

20. ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი.

29. და მიჰმადლა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება,

იობი 6

2. "ოჰ, რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთიანად დადებულიყო სასწორზე,

3. მაშინ იგი ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა, ამიტომაც არის, რომ წინდაუხედავია ჩემი სიტყვები.

იობი 29

18. და მითქვამს: ‘ჩემს საბუდარში მოვკვდები და ქვიშასავით იმრავლებენ ჩემი დღენი.

ფსალმუნი 77

27. და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა - ფრთოსანი ფრინველი.

ფსალმუნი 138

17. რაოდენ ძვირფასია ჩემთვის შენი ზრახვანი, ღმერთო, და რაოდენ დიდია მათი რიცხვი.

18. დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ.

ესაია 10

22. თუმცა ზღვის ქვიშასავით იქნება შენი ერი, ისრაელ, მაგრამ ნატამალი დაუბრუნდება მას. გადაწყვეტილია დაქცევა - შურისმგებელი სამართლიანობა.

ესაია 48

19. ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით - შენი წიაღის ნაშიერი. არ ამოიკვეთებოდა მისი სახელი, არ გაქრებოდა ჩემს წინაშე.

იერემია 5

22. ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი.

იერემია 15

8. ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი.

იერემია 33

22. როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის - დავითის თესლს, და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან მე.

ოსია 1

10. ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო.

აბაკუმი 1

9. ერთიანად მოდის საალაფოდ, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს.

რომაელთა 9

27. ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი იმდენიც რომ იყოს, რამდენიც ქვიშაა ზღვაში, მხოლოდ ნაშთი თუ ცხონდება.

ებრაელთა 11

12. ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას.

გამოცხადება 20

8. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა,