2.1.36 Бессмертие

2.1.36 უკვდავება

საუკუნო არსებობა

-

ჩანს...

- იმაში, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად დაბ.1,26.27

- ენოქის და ელიას ატაცებით დაბ.5,24; 4მფ.2,11

- მოსეს და ელიას მოვლინებით მათ.17,3

- საუკუნო ჯილდოებსა და სასჯელებში მათ.25,32-34 ლუკ.16,22

- ქრისტეს აღთქმებით იოან.11,25.26; 14,2.3

- ქრისტეს აღდგომით 1პეტ.1,3 რომ.8,11; 1კორ.15,12

- ადამიანთა აღდგომით დან.12,2

-

გამოთქმები, რომლებიც მოწმობენ უკვდავების შესახებ:

- "ღმერთი გამომისყიდის საფლავის ხელიდან" ფს.48,15

- "დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდებოდეს ღმერთთან" ეკლ.12,7

- "ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა” მათ.22,32

- "დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” ლუკ.23,43

- "ეს არის პური, ზეციდან ჩამომავალი, რათა კაცმა შეჭამოს და არ მოკვდეს" იოან.6,50

- "ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს” იოან.8,51

- "ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში" რომ.6,23

- "მოველით ჩვენი სხეულების გამოსყიდვას" რომ.8,23

- "ვერც სიკვდილი" რომ.8,38

- "ასევეა მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით" 1კორ.15,42

- "ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს" 1კორ.15,53

- "როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი - კარავი, ღვთისგან გვაქვს შენობა ზეცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო" 2კორ.5,1

- "ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას" 2კორ.5,2

- "გახდა კი არ გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლით" 2კორ.5,4

- "გვირჩევნია განვშორდეთ სხეულს, რათა უფალთან დავბინავდეთ" 2კორ.5,8

- "უფალთან ვიქნებით სამარადისოდ" 1თეს.4,17

- "რომელსაც უპყრია უკვდავება" 1ტიმ.6,16

- "რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სინათლე მოფინა სიცოცხლეს" 2ტიმ.1,10

- "ისინი გაცოცხლდნენ" გმცხ.20,4

- "აღარ იქნება სიკვდილი" გმცხ.21,4

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

დაბადება 5

24. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.

4მეფეთა 2

11. როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.

დანიელი 12

2. მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.

მათე 17

3. და, აჰა, მოევლინენ მათ მოსე და ელია, იესოსთან მოსაუბრენი.

მათე 25

32. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან.

33. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ.

34. მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან.

ლუკა 16

22. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.

იოანე 11

25. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

26. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?

იოანე 14

2. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?

3. ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.

1პეტრე 1

3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.

რომაელთა 8

11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.

1კორინთელთა 15

12. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა?

22. რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.

-------------------------------

მიხეილ ზელენი "სულის უკვდავება"