4.15.69 Кормилица - нянька

4.15.69 ძიძა, გამზრდელი

- დაქორწინებისას რებეკას გააყოლეს თან ძიძა დებორა დაბ.24,59; 35,8

- მოსეს ძიძა მისივე დედა გახდა გამ.2,7

- მეფიბოშეთი ძიძას გაუვარდა ხელიდან და დაკოჭლდა 2მფ.4,4

- აღმზრდელი 4მფ.10,1.5

- დაიფარა სიკვდილისგან 4მფ.11,2; 2ნეშ.22,11

.

სიმბოლურად:

- გამოზრდა რიცხ.11,12

- სასჯელი გოდ.4,4

- სინაზე 1თეს.2,7

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

59. გაისტუმრეს რებეკა, მათი და, მისი ძიძა, აბრაჰამის მსახური და მისი კაცები.

დაბადება 35

8. გარდაიცვალა დებორა, რებეკას ძიძა და დაიკრძალა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა იაკობმა ამ ადგილს ალონ-ბაქუთი - გოდების მუხა.

გამოსვლა 2

7. და უთხრა ყრმის დამ ფარაონის ასულს: "წავიდე და დავუძახო შენთვის ებრაელ ძიძას, რათა მან გამოგიკვებოს ეს ყრმა?”

რიცხვნი 11

12. ნუთუ მე ვატარე მთელი ეს ხალხი მუცლით და მე ვშობე იგი, რომ მეუბნები: ატარე შენი უბით, როგორც ძიძა ატარებს ძუძუმწოვარ ჩვილს, და წაიყვანე იმ მიწაზე, რომელიც შევფიცეო მის მამებს?

2მეფეთა 4

4. კოჭლი ძე ჰყავდა იონათანს, საულის შვილს. ხუთი წლის იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან; აიყვანა იგი მისმა ძიძამ და გაიქცა; სიჩქარეში დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მეფიბოშეთი ერქვა სახელად.

4მეფეთა 10

1. სამოცდაათი ძე ჰყავდა ახაბს სამარიაში. ასეთი წერილები მისწერა იეჰუმ იზრეყელის მთავრებს, სამარიელ უხუცესებს და ახაბის ძეთა აღმზრდელთ:

4მეფეთა 11

2. მაგრამ იეჰოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიას დამ, მეფის ძეებიდან გამოარჩია იოაში, ახაზიას ძე და ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დაუმალა ღოთოლიას და ვერ მოკლეს.

2ნეშტთა 22

11. აიყვანა მეფის ასულმა იეჰოშაბათმა იოაშ ახაზიას ძე, გააპარა მეფის დასახოცად განწირული ძეებისგან და თავის ძიძასთან ერთად საძინებელში დამალა. დამალა იგი იეჰოშაბათმა, მეფე იორამის ასულმა, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლმა და ახაზიას დამ, გადაუმალა ღოთოლიას და არ მოაკვლევინა იგი.

გოდება 4

4. ძუძუმწოვართა ენა სასას მიეკრა წყურვილისგან, პურს ითხოვენ ბავშვები, მაგრამ არავინაა მიმწოდებელი.

1თესალონიკელთა 2

7. მაგრამ მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ დაჰფოფინებს.

------------------------

სურათზე: მოსეს ძიძა მისივე დედა გახდა გამ.2,7