3.12.2. Призыв воли Господа.

Мар.1,40 Лук.5,12; 22,42 Деян.18,21; 21,14 Иак.4,15 Рим.1,[10]; 15,30.3; 1Кор.4,19 флп.1,19 Кол.1,9-11; 1фес.2,18 Евр.10,7.9

3.12.2. ღვთის ნების მოხმობა

  მარ.1,40 ლუკ.5,12; 22,42 საქ.18,21; 21,14 იაკ.4,15 რომ.1,[10]; 15,30.31; 1კორ.4,19 ფლპ.1,19 კოლ.1,9-11; 1თეს.2,18 ებრ.10,7.9

ბიბლიის მუხლები

 

მარკოზი 1

40. მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

 

ლუკა 5

12. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

 

ლუკა 22

42. და ამბობდა: მამაო, თუ გნებავს, ამაცალე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი.

 

საქმე 18

21. არამედ დაემშვიდობა და უთხრა მათ: მოახლოებულ დღესასწაულზე უთუოდ იერუსალიმში უნდა ვიყოთ; თუ ღმერთმა ინება, კვლავ დავბრუნდები თქვენთანო; და ეფესოდან გაემგზავრა.

საქმე 21

14. რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება!

იაკობი 4

15. ნაცვლად იმისა, რომ გეთქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და ამასა და ამას ვიზამთო, 

რომაელთა 1

10. დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე. 

რომაელთა 15

30. თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ.

31. რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე და დავისვენო თქვენთან.

1კორინთელთა 4

19. მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას.

ფილიპელთა 1

19. რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით,

კოლასელთა 1

9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,

10. რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით,

11. ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,

1თესალონიკელთა 2

18. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ, მეტადრე, მე - პავლემ, დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, მაგრამ სატანამ დაგვაბრკოლა.

ებრაელთა 10

7. მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრუღთ შენი ნება, ღმერთო“.

8. ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო,

9. შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს.

__თემაზე წერდნენ__

***

რადგან შენს მიზნებს ვეღარ ვიაზრებ, აღუწერელო კაცთაგან ენით,

სავალნი დღენი ხამს განმისაზღვრო, ამადაც იყავ ნებაი შენი,

ვინც გამაჩინა, მან განმიჩინოს, განზრახვა მისი დე იყოს წმინდა,

ადგილი ჩემი მან მიმიჩინოს, ზედმეტი ბარგი არაფრად მინდა.

რამეთუ მწადის, დიდო გამჩენო, მოსახდენს ზურგი არ შევაქციო,

სურვილი შენი, განზრახვა შენი, მიზნები შენი – ჩემად ვაქციო.

__ მერაბ კოსტავა __