1.1.49. Исцелительные средства Библии

- для глаз Тов. 6,9; 14,2

- на абсцес 4цар.4,7 Ис.38,21

- реанимация при ударе солнца 3цар.17,21.22; 4цар.4,34.35

- успаковаюшая средство Суд.9,13 Сирах.31,28

- для желудочних заболевании 1Тим.5,23

1.1.49. განკურნების საშუალებები ბიბლიიდან

- თვალის სითეთრე, ლიბრი 8 წლის ავადობის შემდეგ თევზის ნაღველის დაპკურებით განიკურნა ტობ.6,7-9; 14,2

ტობია 6

7. უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, რა არის ეს თევზის გულ-ღვიძლი და ნაღველი?

8. უთხრა ანგელოზმა: გულ-ღვიძლი, თუკი ვინმვს ტანჯავს ეშმაკი, ან ბოროტი სული, უნდა უკმიო კაცს ან ქალს, და მეტად აღარ დაიტანჯება.

9. ნაღველი კი უნდა დააპკურო თვალებზე კაცს, ვისაც სითეთრე აქვს გადაკრული და განიკურნება.

ტობია 14

2. ორმოცდათვრამეტი წლისა იყო, როცა დაკარგა თვალისჩინი და რვა წლის მერე აეხილა თვალი. გაიღო მრავალი მოწყალება და შეემატა უფლის, ღვთის შიში და მოწიწება მისდამი.

 

***

იუდეის მეფე ხიზკიას კი წყლულზე (ალბათ აბსცესზე) ლეღვის ტყლაპი დაუდვია და განკურნებულა 4მფ.20,7

7. თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი. მოიტანეს და წყლულზე დაადეს; და განიკურნა.

ეს.38

21. თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი, წყლულზე დაადეთ და მორჩება.

 

***

ძველ აღთქმაში მკვდრის გაცოცხლების ორი შემთხვევაა, სადაც რეანიმაციული ღონისძიებების სრულ სურათს ვხედავთ. ელისე მზის დარტყმით გონდაკარგულ ბიჭს ასე აცოცხლებს 4მფ.4:

34. ზემოდან დააწვა ბავშვს, პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული.

35. ერთი გაიარ-გამოიარა სახლში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოთ. შვიდჯერ დაამცხიკვა ყმაწვილმა და გაახილა თვალი.

3მფ.17

21. სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში.

22. ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში. და გადარჩა იგი.

 

***

წინადაცვეთით,რომელიც ისრაელისა და იუდეის გარდა,ფართოდ იყო გავრცელებული ეგვიპტესა და ძველ კოლხეთში. ეს ოპერაცია დღესაც კეთდება უროლოგიურ პრაქტიკაში გართულებული ბალანიტებისა და ბალანოპოსტიტების, ფიმოზის დროს. აღნიშნული დაავადებები, სრულიად ბუნებრივიაა, რომ სამხრეთის ქვეყნებში განსაკუთრებით ყოფილიყო გავრცელებული და ტრადიციას სრულიად პრაგმატული ახსნა ჰქონდეს. თანამედროვე ისრაელ მეცნიერთა გამოკვლევით კი, თურმე წინადაცვეთილი პირების პარტნიორი ქალები გაცილებით დაბალი პროცენტით ავადდებიან საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს სიმსივნით.

 

***

ღვინო ბიბლიაში გამოიყენება ჭრილობების მოსაბანად, ტკივილდამაყუჩებლად და დამამშვიდებლად ზომიერი მიღებით.

მსაჯ.9

13. ვაზმა უთხრა: დავთმო ჩემი წვენი, ღმერთთათვის და კაცთათვის შვების მომგვრელი, და ხეებს გადავყვე?

ზირაქ.31

28. გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო.

1ტიმ.5

23. ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას.

__ნესტან ეგეტაშვილი__