4.15.32 Любовь супружеская

И ввел ее Исаак в шатер Сарры, матери своей, и взял Ревекку, и она сделалась ему женою, и он возлюбил ее; и утешился Исаак в печали по матери своей. (быт.24,67)Иаков полюбил Рахиль и сказал: я буду служить тебе семь лет за Рахиль, младшую дочь твою.

И служил Иаков за Рахиль семь лет; и они показались ему за несколько дней, потому что он любил ее. (Быт.29,18.20 )И прилепилась душа его в Дине, дочери Иакова, и он полюбил девицу и говорил по сердцу девицы. (Быт.34,3). После того полюбил он одну женщину, жившую на долине Сорек; имя ей Далида.(суд.16,4). ** суд.16,4.Но Давида полюбила другая дочь Саула, Мелхола; и когда возвестили об этом Саулу, то это было приятно ему. (1-я Цар.18,20). **И увидел Саул и узнал, что Господь с Давидом, и что Мелхола, дочь Саула, любила Давида. (1-я Цар.18,28). И полюбил царь Соломон многих чужестранных женщин, кроме дочери фараоновой, Моавитянок, Аммонитянок, Идумеянок, Сидонянок, Хеттеянок,

2 из тех народов, о которых Господь сказал сынам Израилевым: "не входите к ним, и они пусть не входят к вам, чтобы они не склонили сердца вашего к своим богам "; к ним прилепился Соломон любовью. (3цар.11,1.2) И приобрел я ее себе за пятнадцать сребренников и за хомер ячменя и полхомера ячменя (Ос.3,2)

***

Лучшее, что отец может сделать для своих детей -- это любить их мать. (Т. Хесберг).

4.15.32 ცოლქმრული სიყვარული

დაბ.24,67; 29,18.20 მსაჯ.16,4; 1მფ.1,5.8; 18,20.28; 3მფ.11,1.2 იგავ.5,18.19 ქებ.2,13.14 ოს.3,1 მათ.19,12; 1იოან.4,7; 1კორ.13,4-8 ეფ.5,25.33 კოლ.3,19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

67. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.

დაბადება 29

18. შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: "შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის”.

20. შვიდი წელი იმსახურა იაკობმა რახელისათვის და მისი სიყვარულით რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.

მსაჯულნი 16

4. ამის შემდეგ ერთი ქალი შეიყვარა სორეკის ხეობაში, სახელად დალილა.

1მეფეთა 1

5. ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.

8. და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: "რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?”

1მეფეთა 18

20. შეიყვარა დავითი მიქალმა, საულის ასულმა; აუწყეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.

28. და როცა მიხვდა საული, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულსა და მთელს ისრაელს,

3მეფეთა 11

1. ფარაონის ასულის გარდა, მრავალი უცხოტომელი ქალი უყვარდა მეფე სოლომონს: მოაბელნი, ყამონელნი, ედომელნი, ციდონელნი და ხეთელნი.

2. იმ ერებიდან, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის: "ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უსათუოდ მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ”, სოლომონი სწორედ ასეთებს მიეწება სიყვარულით.

იგავნი 5

18. კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყმაწვილის ცოლით,

19. მოსიყვარულე ფურ-ირმითა და მადლიანი ქურციკით. დაე, მისი მკერდი გარწყულებდეს ყოველთვის და მუდამ გიტაცებდეს მისი სიყვარული!

ქებათა ქება 2

13. ლეღვმა ნაყოფი გამოისხა და აყვავებული ვაზები სურნელებას აფრქვევენ. ადექი, სატრფოვ ჩემო, ჩემო მშვენიერო, და წამომყევი.

14. კლდის ფარულ ნაპრალში შეხიზნულო, ჩემო მტრედო! მაჩვენე შენი სახე, მომასმენინე შენი ხმა, რადგან ტკბილია შენი ხმა და მშვენიერია შენი სახე.

ოსია 3

1. კვლავ მითხრა უფალმა: "ახლა წადი და კვლავ შეიყვარე შენი ცოლი, თუმცა მრუშია იგი, როგორც უფალს უყვარს ისრაელის ძენი, თუმცა უცხო ღმერთებისკენ იყურებიან ისინი და ჩამიჩის კვერები უყვართ”.

მათე 19

12. უთხრა მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.

1იოანე 4

7. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი! რადგან სიყვარული ღვთისგანაა; ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.

1კორინთელთა 13

4. სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,

5. უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს,

6. არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს;

7. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს.

8. სიყვარული არასოდეს მთავრდება; წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება და ცოდნა გადაივლის.

ეფესელთა 5

25. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

33. ჰოდა ყოველ თქვენგანსაც საკუთარი თავივით უყვარდეს ცოლი; ხოლო ცოლს - მოშიშება ჰქონდეს ქმრისა.

კოლასელთა 3

19. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.

------------------------

სურათზე იაკობი და რახელი