3.9.5 Благодарение Богу

3.9.5 მადლიერება ღმერთის მიმართ

აღწერილია როგორც...

- სულიერი მსხვერპლი ფს.115,8

- უწყვეტი ეფ.1,16

- ქრისტეს სახელით ეფ.5,20

- არაიძულებითი ფლპ.1,3

- ღმერთის ნება 1თეს.5,18

- მოვალეობა 2თეს.2,13

- ზეციერი გმცხ.7,12

-

რისთვის:

- სიბრძნისთვის დან.2,23

- საკვებისთვის იოან.6,11

- ლოცვაზე პასუხისთვის იოან.11,41

- ზიარებისთვის 1კორ.11,24

- გამარჯვებისთვის 1კორ.15,57

- ხსნისთვის 2კორ.9,15

- დახსნილი სულებისთვის 1თეს.1,2

- ცხოვრების შეცვლისთვის 1თეს.2,13

-

მაგალითები:

- მართალნი ფს.139,13

- განკურნებული სამარიელი ლუკ.17,15-18

-

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 115

8. სამადლობელ მსხვერპლს შემოგწირავ და მოვუხმობ უფლის სახელს.

ფსალმუნი 139

13. დიახ, მადლობას მიაგებენ მართალნი შენს სახელს და შენი სახის წინაშე დამკვიდრდებიან გულწრფელნი.

დანიელი 2

23. გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე”.

ლუკა 17

15. ერთი მათგანი, როცა ნახა რომ განიკურნა, მობრუნდა და მაღალი ხმით განადიდებდა ღმერთს.

16. პირქვე დაემხო იესოს ფერხთით და ჰმადლობდა მას. ის კაცი სამარიელი იყო.

17. მაშინ თქვა იესომ: "ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან?

18. არავინ აღმოჩნდა, რომ მობრუნებულიყო ღმერთის სადიდებლად გარდა ამ უცხოტომელისა?”

იოანე 6

11. იესომ პურები აიღო, მადლი შესწირა და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი - იქ მსხდომთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა.

იოანე 11

41. და მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და თქვა: "მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

1კორინთელთა 11

24. მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: "მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად”.

1კორინთელთა 15

57. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

2კორინთელთა 9

15. და მადლობა ღმერთს მისი ენითაღუწერელი საჩუქრისთვის.

ეფესელთა 1

16. არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში,

ეფესელთა 5

20. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.

ფილიპელთა 1

3. მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს ყოველ თქვენს გახსენებაზე.

1თესალონიკელთა 1

2. მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისთვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში.

1თესალონიკელთა 2

13. ამიტომ, ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა - როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო.

1თესალონიკელთა 5

18. მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის, რადგან ეს არის ღმერთის ნება თქვენთვის ქრისტე იესოში.

2თესალონიკელთა 2

13. ჩვენ კი ყოველ ჟამს გვმართებს მადლიერება ღვთისადმი თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, ვინაიდან დასაბამიდან ამოგირჩიათ ღმერთმა ხსნისთვის, სულით განწმედასა და ჭეშმარიტების რწმენაში,