4.15.8. Безбрачие

1. Лучше оставатся безбрачным когда принимаем Христа своим Господом, ибо безбрачный больше о Господе думает и служит Ему Матф.19,10-12,, 1Кор.7,1.6-8.11.17.20.25-29.32-38.40

2. Но для предотврашения блуда, лучше вступит в брак 1Кор.7,2.9

3. Лжевествуюшие запрешают брак 1Тим.4,2.3

4.15.8. უქორწინებლობა

- დაუქორწინებლები, როდესაც ქრისტეს შევუდგებით, უკეთესია უქორწინოდ დარჩენა, რადგანაც დაუქოეწინებელი უფრო მეტად ფიქრობს უფალზე და ემსახურება მას მათ.19,10-12,, 1კორ.7,1.6-8.11.17.20.25-29.32-40

- მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია დაქორწინება 1კორ.7,2.9

- ცრუმეტყველნი კრძალავენ ქორწინებას 1ტიმ.4,3

- აბსოლუტური მიძღვნილობა უფლისადმი გმცხ.14,2

 

ბიბლიის მუხლები

მათე 19

10. უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს.

11. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა.

12. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს.

1კორინთელთა 7

1. ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს.

2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი.

6. თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად.

7. რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს - ასე, ზოგს - ისე.

8. დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ.

9. მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას.

11. მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.

17. არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას.

20. ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი.

25. უქორწინებელთათვის კი არ მიმიღია უფლის ბრძანება, არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული, რათა შევირაცხო სარწმუნოდ.

26. მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის.

27. ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს.

28. მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ.

29. აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი,

32. მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს.

33. ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს.

34. განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს.

35. ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს.

36. ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს.

37. ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, - დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა.

38. ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა.

39. ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ.

40. მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.

1ტიმოთე 4

3. რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.

გამოცხადება 14

4. ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.

 

__თემაზე წერდნენ__

შეცდომა<><

ერთი ახალგაზრდა ბერად აღიკვეცა. პირველ დავალებად მან მიიღო დახმარებოდა სხვა ბერებს სამონასტრო წეს-კანონებისა და ფსალმუნების გადაწერაში. ერთი კვირის შემდეგ მან შეამჩნია, რომ ყველა იწერდა ამ მასალებს წინა ხელნაწერიდან და არა ორიგინალიდან. გაკვირვებულმა მიმართა წინამძღვარს:— პადრე, ასე ხომ, თუ ვინმე შეცდომას დაუშვებს პირველ ხელნაწერში მერე მუდმივად გაიმეორებენ მას, რადგან ვერაფერს შეადარებენ! — შვილო ჩემო, — უპასუხა წინამძღვარმა, — ჩვენ ასე ვმუშაობდით ასწლეულების მანძილზე. თუმცა პრინციპში, შენი ნათქვამიც ყურადსაღებია! და იგი ამ სიტყვების მერე ჩავიდა სარდაფში, სადაც ინახებოდა ასწლეულების მანძილზე გაუხსნელი პირველწყაროები. ის კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. მისი გაუჩინარებიდან საკმაო დროის შემდეგ, როდესაც ბერმა მოინაკლისა იგი, შეშფოთებული ჩავიდა სარდაფში მის მოსაძებნად. იპოვა იგი ხბოს ტყავში ჩასმული დიდი გადაშლილი ტომის წინ ჩაჩოქილი, თავს ურტყამდა კედელს და მოთქვამდა. სისხლით და მტვრით დასვრილი სასოწარკვეთილი სახით გამოხედა.

— რა გჭირთ, მამაო? რა მოხდა? — შესძახა გაოგნებულმა ბერმა.

— Celebrate (იხარე, იზეიმე) — ამოიკვნესა წინამძღვარმა, —...დაწერილი ყოფილა სიტვა: «celebrate» და არა «celibate» (სექსუალური თავშეკავება, უქორწინებლობა)! . .