3.12.1. Молитва за успешной пути

3.12.1. გზის წარმართვისთვის ლოცვა

დაბ.24,42 მსაჯ.18,5; 3მფ.8,44 ეზრ.8,21 ფს.26,11; 30,3 საქ.21,5 რომ.1,10

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

42. და მოვედი დღეს ჭასთან და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ,

მსაჯულნი 18

5. უთხრეს: "გთხოვთ, ჰკითხე ღმერთს, გვინდა ვიცოდეთ წარმატებული იქნება თუ არა ჩვენი გზა, რომელსაც ვადგავართ?”

3მეფეთა 8

44. როცა გავა მტერთან საბრძოლველად შენი ერი, დაადგება გზას, რომელზედაც შენ დააყენებ და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე,

ეზრა 8

21. და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე და მისთვის გვეთხოვა, დაცული გზა ჩვენთვის, ჩვენი პატარებისთვის და მთელი ჩვენი ქონებისთვის,

ფსალმუნი 26

11. მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო.

ფსალმუნი 30

3. რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.

საქმეები 21

5. იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.

რომაელთა 1

10. მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,