1.8.58. Лука (евангелист)

Кол.4,14 Филим.24

1.8.58. ლუკა მახარებელი

- "საყვარელი მკურნალი" კოლ.4,14

- პავლეს ერთგული თანამგზავრი 2ტიმ.4,10

- მოკითხვა ფილიმ.1,24

 

ბიბლიის მუხლები

 

კოლასელთა 4

14. მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი.

 

2ტიმოთე 4

10. რადგანაც დემასმა მიმატოვა, შეიყვარა ეს საწუთრო და თესალონიკეში წავიდა, კრესკე - გალატეას, ტიტე - დალმაციას; ლუკაღა დარჩა ჩემთან.

 

ფილიმონი 1

24. მარკოზი, არისტარქე, დემასი და ლუკა, ჩემი თანაშემწენი.

 

__გადმოცემით__

***

ლუკას სახარების ბერძნულენოვან პროლოგში (II საუკუნე) მოცემულია მისი ბიოგრაფიული ცნობები: ლუკა წარმოშობით ანტიოქიიდან იყო, ეროვნებით სირიელი, პროფესიით ექიმი. ის მოციქულთა მოწაფე და მიმდევარი გახდა და პავლეს დაჰყვებოდა თან ამ უკანასკნელის წამებამდე. ლუკა ღვთის სამსახურში დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, უცოლშვილოდ და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

***

ლუკა მახარებელი დაიბადა სირიის ქალაქ ანტიოქიაში. ცნობილია რომ ლუკა არ ყოფილა იუდეველი. მიუხედავად მისი არაებრაული წარმოშობისა საკმაოდ კარგად იცნობდა საღმრთო რჯულს. ებრაელები იუდეველთა სარწმუნოების მიმღებ წარმართებს „კარიბჭის ხიზნებად (მწირებად)“ იწოდებოდნენ, ხოლო ამ წარმართთაგან წინადაცვეთილნი - „სიმართლის ხიზნებად“.

 

***

მოციქული ლუკა მშობლიურ ქალაქ ანტიოქიაში რომელიც განთქმული იყო როგორც განათლების კერა, ჯეროვანი აღზრდა-განათლება მიიღო სადაც დაეუფლა მკურნალობასაც. მას ასევე მიიჩნევენ როგორც უბადლო მხატვარს და ზოგადად მცოდნე ადამიანს. მას შემდეგ რაც უფლის მოძღვრებამ გალილეიდან სირიაშიც ჩააღწია, ლუკაც ჩამოვიდა და შეუერთდა ქრისტეს.

 

***

მიეწერება სახარებასთან ერთად მოციქულთა საქმეების ავტორობაც