1.4.15 Совесть и достоинство

Быт.20,4-6 Неем.5,14.15 Иов.2,3.9.10 Пс.7,9; 149,5 Пр.31,25 Екк.10,1 Пес.1,4 Ис.32,8 Иер.35,14.18.19 Дан.6,4.5 Матф.10,11 Деян.8,21; 1Кор.9,27; 2Кор.4,2; 7,2

1.4.15 სინდის-ნამუსიანობა და ღირსეულობა

ღირსეულობა - კაცის მორალური ფასეულობა

 

გამოვლინდა:

- აღთქმის აღსრულებაში იერ.35,14.18.19

- პატიოსან ქცევაში 2კორ.4,2; 7,2

 

ღირსეულობის შედეგები:

- ღირსეულობის შეგრძნება სძენს შვებას და ამხიარულებს ფს.149,5 ქებ.1,4

- ანიჭებს მომავლის იმედს იგავ.31,25

- ღირსეულს განიზრახავს ეს.32,8

- ღირსეულ საზოგადოებას ეძიებს მათ.10,11

 

უღირსობის გამომწვევია:

- სიბრიყვე ეკლ.10,1

- არასიწრფელე საქ.8,21

 

ღირსეულობის მაგალითები:

- აბიმელექი დაბ.20,4-6

- ნეემია ნეემ.5,14.15

- იობი იობ.2,3.9.10

- დავითი ფს.7,9

- დანიელი დან.6,4.5

- პავლე 1კორ.9,27

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 20

4. აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. უთხრა: უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ?

5. განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს.

6. უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს.

 

ნეემია 5

14. იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყანაში ოლქის განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე - თორმეტი წლის განმავლობაში მე ჩემს მოძმეებთან ერთად ოლქის განმგებლის პური არ მიჭამია.

15. წინანდელი ოლქის განმგებელნი, ჩემამდე რომ იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და, ორმოცი შეკელის გარდა, პურს და ღვინოსაც ართმევდნენ; ამის გარდა, მათი ნაშიერები ხალხზე ბატონობდნენ. მე კი, ღვთის შიშის გამო, ასე არ ვიქცეოდი.

 

იობი 2

3. უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი.

9. უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!

10. მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.

 

ფსალმუნი 7

9. უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.

 

ფსალმუნი 149

5. იმხიარულონ ღვთისმოსავებმა ღირსებით, სიხარულით იყიჟინონ თავიანთ სარეცლებზე.

 

იგავნი 31

25. ძალითა და ღირსებით არის შემოსილი და უღიმის მომავალს.

 

ეკლესიასტე 10

1. როგორც მკვდარი ბუზი ამყრალებს სურნელოვან ზეთს, ისე გადასწონის მცირე სიბრიყვე სიბრძნესა და ღირსებას.

 

ქებათა ქება 1

4. მიმიზიდე და ერთად გავიქცეთ. თავის შიდა ოთახებში შემიყვანა მეფემ! ვილხენთ და ვიმხიარულებთ შენით, ღვინოზე მეტად ვაქებთ შენს სიყვარულს; ღირსეულად შეგიყვარეს შენ.

 

ესაია 32

8. ღირსეული კი ღირსეულს განიზრახავს და ღირსეულ ზრახვებზე დგას.

 

იერემია 35

14. სრულდება იონადაბ რექაბის ძის ნაანდერძევი სიტყვები თავისი შთამომავლებისადმი, რომ არ დალიონ ღვინო, და დღემდე არ სვამენ, რადგან ემორჩილებიან თავიანთი წინაპრის ანდერძს. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, მაგრამ ჩემი გაგონებაც არ გინდოდათ.

18. რექაბიანთა თემს უთხრა იერემიამ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რაკი დაემორჩილეთ თქვენი წინაპრის, იონადაბის ნაანდერძევს, იცავთ მის ყოველ ნაანდერძევს და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან გიანდერძათ,

19. ამიტომაც, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არასოდეს მოაკლდეს იონადაბ რექაბის ძეს ჩემს წინაშე მდგომელი კაცი.

 

დანიელი 6

4. მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად აღზევდა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი.

5. მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ იქნა და ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.

 

მათე 10

11. რომელიმე ქალაქში ან სოფელში რომ შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ.

 

საქმეები 8

21. არა გაქვს წილი და არც ხვედრი შენ ამ სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არაწრფელია ღმრთის წინაშე.

 

1კორინთელთა 9

27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.

 

2კორინთელთა 4

2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე.

 

2კორინთელთა 7

2. შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ.

 

__თემაზე წერდნენ__

***

სინდისი ათასი მოწმეა.

__კვინტილიანე__

 

***

ექიმს ხელები სუფთა უნდა ჰქონდეს, სინდისი კი - შეუბღალავი.

__ჰიპოკრატე__

 

***

რა არის ძალა დიდსულოვან ადამიანთა?

ის, რასაც ხმალი დავკარი და არ დაზიანდა.

__გრიფიუსი__

 

***

ნამუსიც კარგი საქონელიაო.

__ქართული ანდაზა__

 

***

სინდის-ნამუსი კეტზე მაგარიაო.

__ქართული ანდაზა__

 

***

სუფთა სინდისი საუკეთესო ბალიშია.

__ფრანგული ანდაზა__

 

***

პატიოსნება ადამიანისა, ძალიან იშვიათად გარდაიცემის მემკვიდრეობით, მოდგმით, ამიტომაც იგი უნდა ამშვენებდეს მარტო იმის სახელს, ვინც მისი მქონებელია.

__დანტე__

 

***

ნამუსი ქართულად პირის-წყალი, არაბულად შჯული.

__სულხან-საბა__

 

***

სიკეთესა და ნამუსსა ვერა სჯობს ტანსაცმელია.

__ვახტანგ VI__

 

***

პატიოსნება ჩვენი გარეგანი სინდისია, სინდისი - ჩვენი შინაგანი პატიოსნება.

__შოპენჰაუერი__

 

***

მე მინდა ჩემმა სიკვდილმა ისეთი არაფერი თქვას, რაც სიცოცხლეში არ მითქვამს.

__მონტენი__

 

***

მთელს ჩემს გამწარებულ ცხოვრებაში უდიდესი ნუგეში ისაა, რომ ვერავითარი მტერი ვერ წამართმევს ჩემს სინდისს.

__ფილდინგი__

 

***

არსებობს სულირი ბედნიერების ორი სახეობა: სულის სიმშვიდე (სუფთა სინდისი) და ყოველთვის მხიარული გული. პირველი შედეგია უდანაშაულობის შეგნებისა, მეორე - ბუნების საჩუქარია.

__კანტი__

 

***

ცხოვრებაში რა უფრო იწვავს ყველაზე ნაკლებ შიშს? - მართალი სინდისი!

__ბიასი__

 

***

ცუდმედიდობა სხვისგან ქებას ეძიებს, ჭეშმარიტი სახელოვნება კი - ჩუმ მოწმობას სინდისას.

__ლამეტი__

 

***

მერწმუნეთ, რომ ამა ქვეყნის სიკეთეთა შორის მხოლოდ ერთია სანატრელი - მოხუცება და შეუმწიკვლელი სინდისი.

__შამისო__

 

***

ერთი სინდისის ხმა უფრო საამურია, ვიდრე ასი ხმა დიდებისა.

__ბუასტი__

 

***

ზნედაცემული კაცი თავის დღეში თავისუფალი არ იქნება.

__ბუასტი__

 

***

პატიოსანი იგია, რომელიც იმოდენა სიკეთეს იქმს, რამდენიც შეუძლია.

__დელილი__

 

***

მარტოოდენ ჭეშმარიტი სიმართლე შეიძლება იყოს შენი წინამძღვარი ამქვეყნად და მარტოოდენ მის კვალად მავალს არასოდეს შეგირცხვება სინდისი და პატიოსნება.

__ჩესტერფილდი__

 

***

ვიფიქროთ ორთა უმაღლესთა და უძვირფასესთა ნიჭთათვის, რომელნი აღამაღლებენ ბუნებას კაცისასა, ესე იგი სინიდისისა ანუ ნამუსისათვის და რწმენისათვის.

__გაბრიელ ეპისკოპოსი__

 

***

პატიოსან მტერთა შორის მოციქული ნამუსია.

__ილია ჭავჭავაძე__

 

***

მოვკვდები ნამუსიანად, ეგრე სიკვდილი სჯობია.

__ვაჟა-ფშაველა__

 

***

ცოცხალს კი უნდა ეხუროს ვაჟკაცსა ქუდი თავზედა.

__ვაჟა-ფშაველა__

 

***

თუ სინდისი არ გაგაჩნია, ვერც დიდი ჭკუა-გონება გაცხოვრებს.

__მაქსიმ გორკი__

 

***

კაცად კაცმა ისე უნდა გავლო სავალი, ბოლოს არსად შეგრცხვეს, და თავიდან რომ მოგიხდეს დაწყება, ისევ ის გზა ირჩიო, ისევ ის!

__ლევან გოთუა__

 

***

კაციც წყაროსავით ანკარა უნდა უყოს.

__ლევან გოთუა__

 

***

[სიცოცხლის ბოლოს, თურქეთში დატყვევებულ გიორგი სააკაძეს] თავისი პირადი სიმართლის რწმენა დაჰკარგვოდა, ხოლო სხვა საყრდენი არ გააჩნდა არასდროს.

__ლევან გოთუა__

 

***

სიმართლეს ქვეყნად პატრონი არ ჰყავს - ნამუსის გარდა!

__მუხრან მაჭავარიანი__