2.12.33 Пророчества праведности Христа

Ис.53,11 Зах.9,9 Матф.27,4.[19].24 Лук.23,41.47; 1Пет.2,22; 1Ин.2,1

2.12.33 ნაწინასწარმეტყველებია და აღიარებული ქრისტეს მართლობა

- ნაწინასწარმეტყველები ეს.53,11 ზაქ.9,9

-

აღიარებული:

- იუდა ისკარიოტელისგან მათ.27,4

- პილატეს ცოლისგან მათ.27,[19]

- პილატესგან მათ.27,24

- ავაზაკისგან ლუკ.23,41

- რომაელი ასისთავისგან ლუკ.23,47

- მოციქულებისგან 1პეტ.2,22; 1იოან.2,1

-

ბიბლიის მუხლები

ესაია 53

11. იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს.

ზაქარია 9

9. დიდად იხარე, სიონის ასულო! გამარჯვებით შემოსძახე, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და ხსნით შემოსილი; თავმდაბალია, ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.

მათე 27

4. უთხრა: "შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”. მათ კი უთხრეს: "ჩვენ რა? შენ იცი!”

19. სამსჯავროს ტახტზე რომ იჯდა, ცოლმა შეუთვალა: "არაფერი დაუშავო მაგ მართალს, ვინაიდან ბევრი ვიტანჯე დღეს სიზმრად მაგის გამო”.

24. როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: "უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”.

ლუკა 23

41. ჩვენ სამართლიანად დავისაჯეთ, ვინაიდან რასაც ვაკეთებდით, იმის საკადრისი მივიღეთ, მაგას კი ცუდი არაფერი ჩაუდენია”.

47. როცა ასისთავმა მომხდარი იხილა, ღმერთი ადიდა და თქვა: "ნამდვილად მართალი იყო ეს კაცი”.

1პეტრე 2

22. რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა დასცდენია მის ბაგეს;

1იოანე 2

1. შვილებო! ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე - მართალი იესო ქრისტე.