2.1.46 Возможное и невозможное

2.1.46 შესაძლებელი და შეუძლებელი

შესაძლებელი:

- ღმერთისთვის ყველაფერი მათ.19,26

- მორწმუნისთვის ყველაფერი მარ.9,23

- ნათლისღება რწმენაში შესულისთვის საქ.8,36.37

- ღმერთისგან მსახურების კარის გახსნა 1კორ.16,9

- სიყვარული რწმენით ძმისადმი გალ.4,15

.

შეუძლებელი:

- ჯვრის აცილება მათ.26,39

- სიკვდილს რომ ეძლია ქრისტესთვის საქ.2,24

- ცოდვების მოსპობა მსხვერპლებით ებრ.10,4

- ხსნა რწმენის გარეშე ებრ.11,6

.

დაკარგული

- არმონდომების გამო მათ.23,37

- არამზადყოფნობის გამო მათ.24,50.51

- ქვეყნიური საზრუნავების გამო ლუკ.14,18-24

- სიბრმავის გამო ლუკ.19,41.42

.

მეორე შესაძლებლობის უქონლობა

- ჯოჯოხეთში მყოფთათვის ლუკ.16,26

- შემცოდე ანგელოზებისთვის 2პეტ.2,4

- წარღვნამდელი წუთისოფლისთვის 2პეტ.2,5

- ნებსით შემცოდესთვის ჭეშმარიტების შემეცნების შემდგომ ებრ.10,26-31

- ესავის მსგავსებისთვის ებრ.12,16.17

.

ბიბლიის მუხლები

მათე 19

26. გადახედა მათ იესომ და თქვა: "კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია”.

მათე 23

37. იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.

მათე 24

50. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,

51. შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.

მათე 26

39. ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.

მარკოზი 9

23. იესომ უთხრა: "თუ შეძლებ, რომ ირწმუნო, მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია”.

ლუკა 14

18. ყველამ ერთიანად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.

19. მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.

20. მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლიაო მოსვლა.

ლუკა 16

26. გარდა ამისა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, ისე რომ, გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან მანდეთ გადმოვლენ თქვენსკენ და ვერც მანდედან აქეთ ჩვენსკენ.

ლუკა 19

41. ქალაქს რომ მიუახლოვდა და დაინახა, ატირდა მის გამო.

42. ამბობდა: "დღეს რომ მაინც გცოდნოდა, რა არის სამშვიდობო შენთვის, მაგრამ ახლა დაფარულია ეს შენს თვალთაგან.

საქმეები 2

24. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი.

საქმეები 8

36. განაგრძეს გზა და წყალს მიადგნენ. უთხრა საჭურისმა: "აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?”

37. ფილიპემ მიუგო: "თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება”. მან უპასუხა: "მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა”.

2პეტრე 2

4. რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,

5. არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე - სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;

1კორინთელთა 16

9. ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.

გალატელთა 4

15. სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! ვამოწმებ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით.

ებრაელთა 10

4. ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია.

26. ვინაიდან თუ კვლავ ნებსით ვცოდავთ მას მერე, რაც ჭეშმარიტების შემეცნება მივიღეთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვისთვის,

ებრაელთა 11

6. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;

ებრაელთა 12

16. რომ არ იყოს თქვენ შორის მრუში ან უღვთო, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა.

17. რადგან იცით, რომ ამის შემდეგ, როცა მემკვიდრეობით კურთხევის მიღება მოისურვა, უკუგდებულ იქნა, და ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას.