1.2.95 Одиночество и одинокие

1.2.95 მარტოობა და მარტოხელები

მარტოობა ადამიანებს შორის:

- წამოსძახებდნენ უცხოებში ჩასახლებულ ლოტს დაბ.19,9

- გრძნობდა დავითი ხიზნობისას ფს.141,4

- არავინაა უჩღები ძის განმკითხავი ლუკ.15,16

.

მარტოხელებს აკურთხებს ღმერთი ფს.67,6

- საუკუნოდ არ მიატოვებს ისრაელს ეს.54,1 იერ.17,6

- ყველასგან მიტოვებულს უფალი არ მიატოვებს რჯ.31,6 ფს.26,10; 2ტიმ.4,16.17

.

რჩევები მარტოხელებს:

- იმედი დასდონ უფალზე ფს.24,16

- მარტოხელა მდიდარმა ამაოებას თავი რომ აარიდოს უმჯობესია გასცეს მოწყალება ეკლ.4,8

- უკეთესია არ იყონ მარტო ეკლ.4,10.11

- მარტოობა ადამიანური განსაცდელია და იმაზე მეტად არ გამოსცდის უფალი, რამდენსაც ვერ შესძლებენ, ბოლოს კი მიიღებენ მისგან შეწევნას 1კორ.10,13

.

მარტომყოფი კაცის მდგომარეობა:

- იაკობი ლოცულობს დაბ.32,24

- იოსები ტირის დაბ.43,30.31

- ელია მდევნელთა გამო სასოწარკვეთილებაშია 3მფ.19,3-5

- ნეემია უძილო ღამით არავის უმხელს, რა ჩაუდო უფალმა გულში ნეემ.2,12.13.16

- იერემია მინდობილია უფალს იერ.15,17

- იესო ლოცულობს გეთსიმანიის ბაღში მათ.26,36.44

- ღმერთს უძღვნის თავს 1ტიმ.5,5

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19

9. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.

დაბადება 32

24. მარტო დარჩა იაკობი და განთიადამდე ერკინებოდა მას კაცი.

დაბადება 43

30. და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა.

31. პირი დაიბანა, გული გაიმაგრა, გამოვიდა და თქვა: "პური მოგვიტანეთ”.

მეორე რჯული 31

6. გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი, მოდის თქვენთან ერთად. ის არ დაგაგდებთ და არ მიგატოვებთ.“

3მეფეთა 19

3. ეს რომ გაიგო ელიამ, ადგა და გაიქცა, თავი რომ გადაერჩინა. მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და იქ დატოვა თავისი მსახური,

4. თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, მივიდა ერთ ბელეკონის ბუჩქთან და მის ქვეშ დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: "ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან არა ვარ ჩემს მამებზე უკეთესი”.

5. დაწვა და დაიძინა ბელეკონის ბუჩქის ქვეშ. და აჰა, ანგელოზი შეეხო და უთხრა: "ადექი, ჭამე”.

ნეემია 2

12. ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ჩემმა ღმერთმა გულში იერუსალიმისთვის. არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რაზეც ვიჯექი.

13. ღამიანად გავედი ხევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსა და სანაგვის კარიბჭისკენ, დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.

16. ქალაქის მთავრებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მთავრებს და არც დანარჩენი საქმის მკეთებელთ ვეუბნებოდი ჯერ რაიმეს.

ფსალმუნი 24

16. გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოსული ვარ და ბედუკუღმართი.

ფსალმუნი 26

10. რადგან მიმატოვა ჩემმა დედ-მამამ; მაგრამ უფალი მიმიღებს მე.

ფსალმუნი 67

6. ღმერთი სახლს აძლევს მარტოხელებს, კეთილდღეობაში გამოჰყავს პატიმრები, ურჩნი კი ხრიოკზე რჩებიან.

ფსალმუნი 141

4. ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე.

ეკლესიასტე 4

8. იყო კაცი მარტოხელა: არც ძე ჰყავდა, არც - ძმა, მის შრომას კი ბოლო არ უჩანდა და ვერც მისი თვალები ძღებოდა სიმდიდრით. "ვისთვის ვშრომობ და სიკეთეს რისთვისღა ვაკლებ ჩემს სულს?” - ესეც ამაოება და ავი საქმეა!

10. თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის მეგობარს, მაგრამ ვაი მარტოხელას, დაეცემა და არავინა ჰყავს წამომყენებელი.

11. დიახ, თუ ორნი დაწვებიან, თბილად იქნებიან, მარტოხელა კი როგორ გათბება?

ესაია 54

1. “იხარე, ბერწო, ვისაც არასდროს არ გიშობია, შემოსძახე სიმღერა და იმხიარულე, უტანჯველო მშობიარობით, რადგან მარტოხელას ძენი მეტნი იქნებიან, ვიდრე ქმრიანის ძენი,” - ამბობს უფალი. -

იერემია 15

17. არც მოლაყბეთა წრეში ვმჯდარვარ და არც მიმხიარულია; შენი ხელის წინაშე ვიჯექი მარტოობაში, რადგან რისხვით ამავსე.

იერემია 17

6. იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში.

მათე 26

36. მივიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: "აქ ისხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ”.

44. მიატოვა ისინი, კვლავ განშორდა და მესამედ ილოცა; ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვა.

ლუკა 15

16. და ნატრობდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა.

1კორინთელთა 10

13. არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა.

1ტიმოთე 5

5. ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.

2ტიმოთე 4

16. როცა პირველად ვიცავდი თავს, არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.

17. მე კი, უფალი ამომიდგა მხარში და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით გასრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა; და თავი დავაღწიე ლომის ხახას.