2.1.38 Послушание небесному повелению

***

Стихи 4-5. Эти стихи описывают:

I. Выход Авраама из его страны – вначале из Ура, а потом из Харрана – во исполнение Божьего повеления: «И пошел Аврам». Он был послушен небесному видению и делал то, что ему было велено, не советуясь с плотью и кровью (Гал 1:15,16). Его послушание было быстрым и неотложным, покорным и несомненным, ибо он пошел, не зная, куда идет (Евр 11:8), но зная, за Кем следует и по чьему указанию. Так Бог призвал его следовать за собою (Ис 41:2).

II. Его возраст, когда он отправился в путь: он был семидесяти пяти лет – возраст, когда люди обычно обретают покой, но раз Бог пожелал, чтобы он в таком преклонном возрасте начал новый мир – то Аврам подчинился. Это пример старого обращенного мужа.

Бытие 12 глава – Библия – Комментарии Мэтью Генри

2.1.38 მორჩილება ზეციური მოწოდებისადმი

- აბრაამის, ჩვენი რწმენის მამის მაგალითი დაბ.11,31; 12,4.5 ეს.41,2-4 ებრ.11,8

- მოწაფეები მყისვე გაჰყვნენ ქრისტეს მათ.4,20.22 მარ.1,20 ლუკ.5,5,11

- მოციქულ პავლეს მაგალითი გალ.1,15.16

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11

31. მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ.

დაბადება 12

4. წავიდა აბრამი, როგორც უფალმა უთხრა; და ლოტიც წავიდა მასთან ერთად. სამოცდათხუთმეტი წლის იყო აბრამი, ხარანიდან რომ გავიდა.

5. თან წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც მოიხვეჭეს, ყმები, რომლებიც ხარანში შეიძინეს და გაუდგნენ ქანაანის ქვეყნის გზას; და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.

ესაია 41

2. ვინ აღძრა აღმოსავლეთით იგი, ვისაც გამარჯვება ხვდება ყოველ ნაბიჯზე? მის წინაშე მიიყვანა ხალხები და მეფეები დაუმორჩილა. მან გაუცამტვერა მახვილი, ჩალასავით დაულეწა მშვილდი.

3. დაედევნება მათ, მშვიდობით ჩაივლის გზაზე, სადაც ფეხი არავის დაუდგამს.

4. ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა დასაბამით. მე ვარ უფალი - პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი.

მათე 4

20. მათაც მაშინვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.

22. მათაც მყისვე მიატოვეს ნავიც, მამაც და გაჰყვნენ მას.

მარკოზი 1

20. მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მოჯამაგირეებთან ერთად და გაჰყვნენ მას.

ლუკა 5

11. როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.

გალატელთა 1

15. ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით,

16. გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რათა წარმართებისთვის მეხარებინა იგი; მყისვე როდი ვეთათბირე ხორცსა და სისხლს.

ებრაელთა 11

8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.12,4.5. აქ აღწერილია:

I. აბრაამის გამოსვლა თავჲსი ქვეყნიდან – ჯერ ურიდან, მერე ხარანიდან – ღვთის ბრძანების აღსასრულებლად: «წავიდა აბრამი». ის დაემორჩილა ზეციურ მოწოდებას და გააკეთა ის როგორც ებრძანა, არ დაკითხვია ხორცსა და სისხლს (გალ.1:15,16). დაემორჩილა სწრაფად და გადაუდებლად, მინდობილად და შეუეჭვებლად, წავიდა, თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა (ებრ11:8), იცოდა კი ის, თუ ვის მიჰყვებოდა და ვისი მითითება იყო ეს. ასე გამოიხმო ღმერთმა იგი, რათა გაჰყოლოდა მას (ეს.41:2-4).

II. მისი ასაკი გამგზავრებისას: ის იყო 75 წლის – ასაკში, როდესაც ადამიანები ჩვეულებრივ რჩეობენ სიმშვიდეში ყოფნას, მაგრამ რადგან ღმერთმა ისურვა, რომ ის ასეთ ხანდაზმულ ასაკში წასულიყო და დაეწყო ახალი ცხოვრება – აბრაამი დაემორჩილა. ესაა მაგალითი ჭარმაგი რწმენის კაცისა.

III. გაყოლილი ჯგუფი ადამიანებისა და თან წაღებული ტვირთი.

1. მან თან გაიყოლა ცოლი და ნათესავი ლოტი, მაგრამ არა ძალდატანებით და მათი ნების წინააღმდეგ, არამედ საუბრით და ჩაგონებით. მისი ცოლი სარა, რა თქმა უნდა, გაყვებოდა, რადგან ღმერთმა შეაერთა ისინი და არაფერს შეეძლო მათი დაშორება. თუ აბრაამი მიატოვებდა ყველაფერს, რათა გაყოლოდა ღმერთს, მაშინ სარასაც უნდა მიეტოვებინა ყველაფერი, რათა გაჰყოლოდა აბრაამს, თუმცა არცერთმა არ უწყოდა სად მიდიოდნენ. მისი სახით აბრაამზე იყო მოვლენილი წყალობა – ჰყოლოდა ასეთი დამხმარე თანამგზავრი თან. გვახსოვდეს: ძლიერ სასიამოვნოა, როდესაც ცოლქმარი თანხმობით ადგანან ზეცისკენ სავალ გზას. ლოტისთვის, მისი ნათესავისთვის, აბრაამის ქცევა იქნებოდა კარგი მაგალითი.

2. მათ თან წაიღეს მთელი მოძრავი ქონება

(1) ისინი მზად იყვნენ უარი ეთქვათ ყველაფერზე, რათა ყოფილიყვნენ მთლიანად ღმერთის განმგებლობაში.

(2) მათ მოიმარაგეს ყველაფერი ღვთის სამსახურად და ოჯახების სარჩენად. თუ მიატოვებდნენ თავიანთ საბადებელს იმაზე დაყრდნობით, რომ ღმერთი აკურთხებდა აბრაამს, ასე გამოსცდიდნენ მას და არ იქნებოდნენ მინდობილი.

__ მეთიუ ჰენრი __

***

გალ.1,16 არ დაკითხვია სისხლსა და ხორცს. ეს ნიშნავს, რომ არავისთვის კაცთაგან რჩევა არ უკითხავს. პავლემ იხილა ანანია თავისი მოქცევიდან მესამე დღეს (საქ.9,10-19; 22,12-16). სიტყვა "დაკითხება", "დათათბირება" ნიშნავს რაიმე საკითხის დაყენებას განხილვაზე ვინმეს წინაშე. აშკარაა, რომ პავლეს ანანიას წინაშე არაფერი განუხილავს, ანანიას როლი შემოიფარგლა მხოლოდ უფლის მოწოდების მიტანითა და მისი მონათვლით.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარები __

***

ინგლისში 1954 წელს გარდაიცვალა ხუცესი ვუდსი. მისი მრევლიდან ცოტამ თუ ვინმემ იცოდა, რომ წარსულში მან უარი თქვა უმაღლეს პოსტზე, თუმცა მან მიაღწია ადმირალის ჩინს. 51 წლის ასაკში იგი დაემორჩილა სხვა მოწოდებას. დაამთავრა სასულიერო აკადემია და 24 წლის განმავლობაში ემსახურა ღმერთს ერთი ღარიბული რაიონის ეკლესიაში. მისი ასეთი მოქცევა აიხსნება იმით, რომ მას ახალგაზრდობაში ერთერთი სისხლისმღვრელი ბრძოლის დროს მოესმა ღვთის მოწოდება, რომელიც ვერ დაივიწყა მთელი თავისი გადარჩენილი სიცოცხლია მანძილზე.

__ იაკობ ლევენი __