3.47.24 Вознесение - восхищение

3.47.24 ამაღლება, ასვლა, აყვანა, ატაცება

სხვადასხვა მაგალითები:

- კვამლის იესნ.8,20

- ზეცაში ასვლა ფს.138,8

- ცოდვილი განდიდების მოყვარეობა ეს.14,13.14

- მთაზე ასვლა მათ.17,1 ლუკ.19,28

.

ამაღლება წმინდათა:

- ენოქის დაბ.5,24 ებრ.11,5

- ელიას 4მფ.2,11

- ქრისტიანების მეორედ მოსვლისას 1თეს.4,14-17

.

ამაღლება ქრისტესი:

- ნაწინასწარმეტყველებია ძველ აღთქმაში ფს.67,18 ეფ.4,8-10

- წინასწარ აუწყებს ქრისტე ლუკ.9,51 იოან.20,17

- საჭიროა სულიწმიდის გადმოსასვლელად იოან.16,7

- აღდგომიდან 40 დღის შემდეგ ლუკ.24,51 საქ.1,2.9-11

- ღმერთის მიერ საქ.5,31 ეფ.1,20 ფლპ.2,9

- განვლო ცა 1ტიმ.3,16 ებრ.4,14

- სადაც წინათ იყო იოან.6,62

- როგორც მრავალთა წინამძღოლი ებრ.2,10

- წმიდათათვის ადგილის მოსამზადებლად იოან.14,2

- შევიდა წმიდათა წმიდაიში ებრ.6,20; 9,12.24

- დაჯდა მამის მარჯვნივ რომ.8,34 ებრ.1,3; 8,1

- სამუდამოდ ებრ.10,12

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 5

24. ღმერთთან დადიოდა ენოქი და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა აიყვანა იგი.

იესო ნავეს ძე 8

20. უკან მოიხედეს ჰაღაის კაცებმა და დაინახეს, რომ ქალაქიდან ასული კვამლი ცას სწვდებოდა, აღარ შერჩათ გასაქცევი ძალა, არც იქით და არც აქეთ, უდაბნოსკენ გაქცეული ხალხი კი მდევრებს შემოუბრუნდა.

4მეფეთა 2

11. როცა მიდიოდნენ და საუბრობდნენ, აჰა, გამოჩნდა ცეცხლოვანი ეტლი და ცეცხლოვანი ცხენები, განაშორა ორნი ერთმანეთს და ზეცაში ავიდა ელია ქარბორბალით.

ფსალმუნი 67

18. ახვედი მაღლა, ტყვეობა დაატყვევე, ძღვენი მიიღე ადამიანთა შორის, დიახ, ურჩთა შორისაც, რათა უფალი დამკვიდრდეს იქ.

ფსალმუნი 138

8. ზეცაში ავიდე - იქ ხარ, ქვესკნელში ჩავიდე - იქაც ხარ!

ესაია 14

13. გულში ამბობდი: "ცამდე ავმაღლდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები, ჩრდილოეთის კიდეებზე.

14. ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაესს დავემსგავსები!”

მათე 17

1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე; და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.

ლუკა 9

51. მისი ამაღლების დღეები რომ მოახლოვდა, პირი იერუსალიმში ასასვლელად იბრუნა.

ლუკა 19

28. ეს თქვა და გაუდგა გზას იერუსალიმში ასასვლელად.

ლუკა 24

51. კურთხევისას განშორდა მათ და ზეცად ამაღლდა.

იოანე 6

62. მაშინ რაღა იქნება, თუ ძე კაცისას იქ აღმავალს იხილავთ, სადაც წინათ იყო?

იოანე 14

2. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა; ასე რომ არ ყოფილიყო გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ.

იოანე 16

7. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენთვის უმჯობესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ მას.

იოანე 20

17. ეუბნება მას იესო: "არ შემეხო, ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მე ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან”.

საქმეები 1

2. იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით აძლევდა დავალებებს მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია,

9. ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალთაგან.

10. მის ცად ამაღლებას რომ უყურებდნენ, აჰა, ორი კაცი წარუდგა მათ თეთრ სამოსელში.

11. უთხრეს: "გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი”.

საქმეები 2

33. ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ.

34. რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,

საქმეები 5

31. იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრად თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება.

რომაელთა 8

34. და ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და მით უმეტეს აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს კიდეც ჩვენთვის.

ეფესელთა 1

20. რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და დასვა თავის მარჯვნივ ზეცაში;

ეფესელთა 4

8. ამიტომ ამბობს: "ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვეობა და საჩუქრები უბოძა ადამიანებს”.

9. ავიდა კი რა არის, თუ არა ის, რომ იგი დედამიწის ყველაზე ღრმა მხარეებშიც ჩავიდა?

10. ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.

ფილიპელთა 2

9. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი.

1თესალონიკელთა 4

14. ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად.

15. რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვისამებრ, რომ ჩვენ, ცოცხლად დარჩენილნი, უფლის მოსვლისას, განსვენებულებს ვერ დავასწრებთ.

16. ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან;

17. შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად, უფალთან ვიქნებით სამარადისოდ.

1ტიმოთე 3

16. უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის ეს საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, რწმენით იქნა მიღებული ქვეყნიერებაზე და ამაღლდა დიდებაში.

ებრაელთა 1

3. ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.

ებრაელთა 2

10. ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი.

ებრაელთა 4

14. გვყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო, - იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ გვეპყრას ჩვენი აღსარება.

ებრაელთა 6

20. სადაც შევიდა იესო ჩვენს წინამორბედად და გახდა საუკუნო მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.

ებრაელთა 8

1. ამ ნათქვამიდან კი ესაა მთავარი: გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში.

ებრაელთა 9

12. არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდათა წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.

ებრაელთა 10

12. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისთვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ.

ებრაელთა 11

5. რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.

-----------------------

სურათზე: ენოქი წაიყვანა ღმერთმა