4.15.45 Роды

4.15.45 თაობები

- მართალი თავის თაობაში დაბ.6,9; 7,1 ფს.13,5; 71,5; 89,1; 105,31; 111,2 საქ.13,26 ფლპ.2,15

- ღმერთის სამარადისო აღთქმა იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ ამ ქვეყნად დაბ.9,12; 1ნეშ.16,15 ფს.32,11; 101,12.18; 104,8 ეს.41,4; 51,8.9 გოდ.5,19 დან.4,3.34 იოვ.2,2; 3,20 ეფ.3,5.21

- ღმერთის საუკუნო აღთქმა ჩვენი რწმენის მამის ყველა თაობისთვის, რომ აბრაამის შთამომავლობის ღმერთი იქნება, თუკი ივლიან მის გზებზე დაბ.17,7.9

.

- ღვთის მცნებების აღსრულების ვალდებულება ყველა თაობისთვის დაბ.17,12 გამ.3,15; 12,14.17.42; 27,21 ლევ.3,17; 7,36; 10,9; 17,7; 21,17; 22,3; 23,14.21.31.41; 24,3 რიცხ.10,8; 15,14.15.23.38; 18,23; 35,29

- მსხვერპლები და შესაწირავები თაობებისთვის გამ.29,42; 30,10.21.31; 40,15 იესნ.22,27.28

- სწავლება, ღვთის საქმეების მომავალი თაობებისთვის გაცნობა გამ.16,32.33; 31,13.16 რჯ.32,7 იესნ.5,7 ესთ.9,28 იობ.8,8 ფს.21,30; 44,1770,18; 72,15; 74,4.6.8; 78,13; 88,1.4; 134,13; 144,4.13; 145,10 იოვ.1,3 ლუკ.1,48 საქ.2,40; 8,33 კოლ.1,26

- მაძიებელთა თაობა ფს.23,6

- წყალობას უყოფს მის მოყვარულთა თაობებს გამ.20,6; 34,7 რიცხ.14,18 რჯ.5,10; 7,9; 4მფ.10,30; 15,12 ფს.11,7; 84,5; 118,90 ეს.34,17; 60,15; 61,4 ლუკ.1,50

.

- საკუთარი შთამომავლობის თაობების ხილვას მოსწრება დაბ.50,23 იობ.42,16 ფს.60,3; 101,24

- ერთი თაობის გარდაცვლა გამ.1,6 რიცხ.32,13 მსაჯ.2,10 მათ.24,34 მარ.13,30 ლუკ.21,32

- ამქვეყნიური დიდება არ მკვიდრდება თაობებში იგავ.27,24

- ცხოვრება დროებითია ეკლ.1,4

- წარსული თაობები საქ.14,16

- თაობების რაოდენობის შესახებ დაბ.15,16 მათ.1,17

.

- უფალი ებრძვის მის მოწინააღმდეგეთა ყველა თაობას გამ.17,16; 20,5 რჯ.1,35; 5,9; 23,2.3.8; 29,22 ფს.9,26; 48,11.19; 99,5; 108,13 ეს.13,20; 14,20 იერ.2,31; 7,29; 50,39 მათ.11,16; 12,39.41.42.45; 16,4; 17,17; 23,36 მარ.9,19 ლუკ.7,31; 9,41; 11,29-30.50.51; 17,25

- წუთისოფლის შვილები სინათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ თაობაში ლუკ.16,8

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 6

9. ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი.

დაბადება 7

1. უთხრა უფალმა ნოეს: "შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალ კაცად გიხილე ჩემს წინაშე მთელ ამ თაობაში.

დაბადება 9

12. თქვა ღმერთმა: "ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, სამარადისო აღთქმა იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ:

დაბადება 15

16. მეოთხე თაობა დაბრუნდება აქეთ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორელთა ურჯულოება”.

დაბადება 17

7. აღთქმას ვდებ ჩემსა და შენს და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები.

9. და უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "შენ და შენმა შთამომავლობამ კი ჩემი აღთქმა დაიცავით ყველა თაობაში.

12. რვა დღისამ დაიცვითოს ყოველმა თქვენმა მამრმა თაობიდან თაობამდე, სახლში შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი შთამომავალი.

დაბადება 50

23. და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე; მაქირის, მენაშეს ძის შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ.

გამოსვლა 1

6. და გარდაიცვალა იოსები, ყველა მისი ძმა და მთელი მათი თაობა;

გამოსვლა 3

15. კიდევ უთხრა ღმერთმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაჰამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ესაა საუკუნოდ ჩემი სახელი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.

გამოსვლა 12

14. დაე, იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული უფლისა თქვენს თაობებში; სამარადისო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.

17. დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.

42. მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. უნდა იდღესასწაულონ ეს ღამე ისრაელის ძეებმა თაობიდან თაობაში.

გამოსვლა 16

32. თქვა მოსემ: "ასე ბრძანა უფალმა: აავსე ღომერი მანნით, თაობიდან თაობამდე შესანახად, რათა იხილონ პური, რომლითაც გკვებავდით უდაბნოში, როცა გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან”.

33. უთხრა მოსემ აჰარონს: "აიღე ერთი ქილა და ჩადგი შიგ სავსე ღომერი მანნა და დადგი უფლის წინაშე შესანახად თაობიდან თაობამდე”.

გამოსვლა 17

16. და თქვა: რადგან დაიფიცა უფალმა, ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.

გამოსვლა 20

5. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.

6. და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.

გამოსვლა 27

21. საკრებულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ანთებული ჰქონდეთ იგი აჰარონს და მის ძეებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის საუკუნო წესი ისრაელის ძეთათვის თაობიდან თაობამდე”.

გამოსვლა 29

42. მუდმივი, სრულადდასაწველი მსხვერპლია ეს, თაობიდან თაობამდე, საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადები ხოლმე, რომ ვილაპარაკო შენთან.

გამოსვლა 30

10. აღასრულებს აჰარონი გამოსყიდვას მის რქებზე წელიწადში ერთხელ; ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლის სისხლით გამოისყიდის იგი წელიწადში ერთხელ, თაობიდან თაობამდე. წმიდათა წმიდაა იგი უფლისთვის”.

21. განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. საუკუნო წესად ჰქონდეთ მას და მის შთამომავლობას თაობიდან თაობამდე”.

31. ისრაელიანებს კი ასე უთხარი: იქნება ეს ჩემთვის წმიდა საცხები ზეთი თაობიდან თაობამდე.

გამოსვლა 31

13. "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაიცავით ჩემი შაბათები, ნიშანია იგი ჩემსა და თქვენ შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.

16. დაიცვან ისრაელის შვილებმა შაბათი და თაობიდან თაობამდე უქმობდნენ შაბათს, სამარადისოა ეს აღთქმა.

გამოსვლა 34

7. უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.

გამოსვლა 40

15. სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რათა მღვდლობა გამიწიონ და იყოს მათი ცხებულება საუკუნო მღვდლობისთვის თაობიდან თაობამდე!”

ლევიანნი 3

17. სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ; არავითარი ქონი და სისხლი არ ჭამოთ”.

ლევიანნი 7

36. როგორც ბრძანა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ესაა საუკუნო წესი მათი თაობებისთვის.

ლევიანნი 10

9. "ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ; საუკუნო წესად გექნებათ ეს თაობიდან თაობებში;

ლევიანნი 17

7. რათა კვლავ არ შესწირონ შესაწირი კერპებს, რომელთა კვალზეც მრუშობენ. საუკუნო წესად იყოს ეს მათთვის მათ თაობებში.

ლევიანნი 21

17. "ასე უთხარი აჰარონს: კაცი, რომელსაც სხეულის ნაკლი ექნება შენს შთამომავალთაგან თავის თაობებში, არ მივიდეს პურის შესაწირად თავისი ღმერთის წინაშე.

ლევიანნი 22

3. უთხარი მათ: თუ მთელი თქვენი შთამომავლობიდან, თაობიდან თაობამდე, ვინმე გაუწმიდურებული მიეახლება უფლისადმი ისრაელიანთა მიძღვნილ სიწმიდეებს, მოიკვეთება იგი ჩემგან. მე ვარ უფალი.

ლევიანნი 23

14. არც პური, არც გამომშრალი მარცვლეული, არც ახალი თავთავი არ ჭამოთ იმ დღემდე, ვიდრე მსხვერპლს არ შესწირავთ თქვენს ღმერთს; ეს მარადიული წესია თქვენს თაობებში ყოველი თქვენგანის სადგომში.

21. გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრება; არავითარი საქმე არ გააკეთოთ; მარადიული წესია ეს თაობიდან თაობამდე ყოველი თქვენგანის სადგომში.

31. არავითარი საქმე არ გააკეთოთ; მარადიული წესია ეს თქვენს თაობებში, ყოველი თქვენგანის სადგომში.

41. შვიდი დღე იზეიმეთ წელიწადში ეს დღესასწაული უფლისთვის: საუკუნო წესია ეს თქვენს თაობებში; მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი.

ლევიანნი 24

3. საკრებულო კარავში, მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ დადგას იგი აჰარონმა, უფლის წინაშე მუდმივ განათებად საღამოდან დილამდე; სამარადისო წესად იქონიეთ ეს თაობიდან თაობამდე.

რიცხვნი 10

8. აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, უნდა ჩაჰბერონ ბუკებს; და იქნება ეს მარადიულ წესად თქვენთვის თაობიდან თაობამდე.

რიცხვნი 14

18. სულგრძელია უფალი და მრავალმოწყალე, ბრალისა და დანაშაულის მიმტევებელი, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება დანაშაულს; მამათა ცოდვების მომკითხავი შვილებისგან, მესამე და მეოთხე თაობაში.

რიცხვნი 15

14. ყოველი ხიზანი თქვენ შორის და შემოკედლებული, ვინც არ უნდა იყოს, თაობიდან თაობამდე, თუ მოიტანს შესაწირს უფლისთვის საამო კეთილსურნელებად, მაშინ როგორც თქვენ გააკეთებთ, ისე გააკეთოს.

15. ერთი წესი იყოს უფლის კრებულისთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენში ცხოვრობს, სამარადისოდ თქვენი თაობებისთვის: როგორც თქვენ ხართ, ისევე იყოს ხიზანიც უფლის წინაშე.

21. პირველმოზელილი ცომიც შესწირეთ უფალს აღსავლენად, თაობიდან თაობამდე.

23. ყოველივეს, რაც გამცნოთ უფალმა მოსეს მეშვეობით იმ დღიდან, როცა გამცნოთ უფალმა და ამიერიდან თქვენს თაობებში;

38. "განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი, რომ ფოჩები გაიკეთონ სამოსლის კიდეებზე, თაობიდან თაობამდე და ცისფერი ძაფი ჩაატანონ ფოჩებში.

რიცხვნი 18

23. მხოლოდ ლევიანებმა შეასრულონ საკრებულო კარვის მსახურება და იტვირთონ მათი ცოდვები. საუკუნო წესია ეს თქვენს თაობებში; არ დაიმკვიდრონ სამკვიდრებელი ისრაელის ძეთა შორის,

რიცხვნი 32

13. აღინთო უფლის რისხვა ისრაელზე და ახეტიალა უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ შთაინთქა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.

რიცხვნი 35

29. ეს იყოს თქვენთვის რჯულის დადგენილებად თაობიდან თაობამდე, ყველა თქვენს საცხოვრებელ ადგილზე.

მეორე რჯული 1

35. "ვერავინ იხილავს ამ კაცთაგან, ამ ბოროტი თაობიდან, იმ ბარაქიან ქვეყანას, რომლის მიცემაც შევფიცე თქვენს მამებს.

მეორე რჯული 5

9. არც თაყვანი სცე მათ და არც ემსახურო, რადგან, მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი ეჭვიანი, რომელიც შვილებს მოვკითხავ მამათა ცოდვას, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში;

10. და წყალობისმყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა ათასეული თაობისთვის.

მეორე რჯული 7

9. იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,

მეორე რჯული 23

2. ვერ შევა ნაბუშარი უფლის კრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის კრებულში.

3. ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, თუნდაც მათი მეათე თაობა, უკუნისამდე ვერ შევა უფლის კრებულში,

8. ძეებს, რომლებიც მესამე თაობაში შეეძინებათ მათ, შეეძლებათ უფლის კრებულში შესვლა.

მეორე რჯული 29

22. და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი შვილები, რომლებიც გაჩნდებიან თქვენს შემდეგ და უცხოტომელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა:

მეორე რჯული 32

7. გაიხსენე ძველი დღეები, გარდასულ თაობათა წლები; ჰკითხე მამაშენს და გეტყვის; მოხუცებულთ და ისინი გეტყვიან.

იესო ნავეს ძე 5

7. ამ ურჩი თაობის ნაცვლად მათი ძენი აღზარდა; სწორედ ესენი წინადაცვითა იეშუამ, რადგან წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, იმის გამო, რომ ვერ დაცვეთდნენ გზაში.

იესო ნავეს ძე 22

27. არამედ დასტურად იქნება იგი ჩვენსა და თქვენ შორის და ჩვენს შემდგომ თაობებს შორის, რათა ჩვენც ვემსახუროთ უფალს ჩვენი სრულადდასაწველებით, მსხვერპლებით და სამშვიდობო შესაწირებით; რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა ძეებმა ჩვენს ძეებს: არა გაქვთო წილი უფალში.

28. ვთქვით: როცა ჩვენ და ჩვენს შემდგომ თაობებს ასე გვეტყვიან, მაშინ ვუპასუხებთ - ‘აჰა, უფლის სამსხვერპლოს მსგავსი, რომელიც სრულადდასაწველისა და მსხვერპლებისთვის კი არ ააგეს ჩვენმა მამებმა, არამედ მოწმობისთვის ჩვენსა და თქვენ შორის.’

მსაჯულნი 2

10. მთელი ის თაობაც შეუერთდა თავის მამა-პაპას და მათ შემდგომ მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არც უფალს იცნობდა და არც იმ საქმეებს, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისათვის.

4მეფეთა 10

30. უთხრა უფალმა იეჰუს: "რადგან ყოველივე აღასრულე ჩემ წინაშე, რაც ახაბის სახლეულზე მქონდა გულში, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ძენი ისრაელის ტახტზე”.

4მეფეთა 15

12. აი, უფლის სიტყვა, რომელიც გამოუცხადა მან იეჰუს: "მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ძენი ისრაელის ტახტზე”. ასეც მოხდა.

1ნეშტთა 16

15. გახსოვდეთ: მარადიულია აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ათასი თაობისთვის ბრძანა!

ესთერი 9

28. რათა გაეხსენებინათ ამ დღეს და ეზეიმათ თაობიდან თაობაში, ოჯახიდან ოჯახში, სამთავროდან სამთავროში და ქალაქიდან ქალაქში; ხოლო ფურიმის ეს დღეები არ დავიწყებულიყო მათ შთამომავლობაში.

იობი 8

8. აბა, ჰკითხე გარდასულ თაობას და ყურად იღე მამების სიბრძნე;

იობი 42

16. იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი; და იხილა თავისი შვილთაშვილები, ოთხი თაობა.

ფსალმუნი 9

26. ამბობს თავის გულში: "არ წავიფორხილებ, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე”.

ფსალმუნი 11

7. უფალო, შენ დაიცავ მათ, შეინახავ ამ თაობიდან უკუნისამდე.

ფსალმუნი 13

5. იქ შეკრთებიან დიდი შიშით, რადგან მართალთა თაობაშია ღმერთი.

ფსალმუნი 21

30. შთამომავლობა მოემსახურებიან მას და თაობებს მოუთხრობენ უფლის შესახებ.

ფსალმუნი 23

6. ასეთია თაობა მაძიებელთა, ვინც ეძებს შენს სახეს, ღმერთო იაკობისა!

ფსალმუნი 32

11. რჩევა უფლისა იდგება მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისი გულისა.

ფსალმუნი 44

17. თაობიდან თაობაში დავადგენ შენს სახელს გასახსენებლად, ამიტომ ხოტბას შეგასხამენ ხალხები უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნი 47

13. დააკვირდით მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.

ფსალმუნი 48

11. გულში ფიქრობენ, რომ სახლები მათი მუდმივია და საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; მამულებს თავიანთ სახელებს არქმევენ.

19. თავისი მამების თაობასთან მივა - ვერასოდეს იხილავს სინათლეს.

ფსალმუნი 60

6. დღეები გაუმრავლე მეფის სიცოცხლეს, წლები მისი იყოს თაობიდან თაობამდე.

ფსალმუნი 70

18. ჭაღარამდე, ღრმა სიბერემდე ნუ მიმატოვებ ღმერთო, ვიდრე გავუცხადებდე შენს ძლიერებას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს შეძლებას.

ფსალმუნი 71

5. შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე.

ფსალმუნი 72

15. რომ მეთქვა: მეც ასე ვილაპარაკებ-მეთქი, მაშინ ვუღალატებდი შენი შვილების თაობას.

ფსალმუნი 77

4. არ დავუმალავთ ამას მათ შვილებს, ვუამბობთ მომავალ თაობას უფლის დიდებას, მის ძლიერებას და სასწაულებს, რომელნიც მან მოიმოქმედა.

6. რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომლებიც დაიბადებიან და გადასცენ თავიანთ შვილებს.

8. არ დაემსგავსონ თავიანთი მამების ჯიუტსა და ურჩ თაობას, რომელმაც არ მოიმზადა გული და არ იყო ღვთისადმი ერთგული.

ფსალმუნი 78

13. ჩვენ კი შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი, სამუდამოდ მოგიძღვნით ხოტბას და თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას.

ფსალმუნი 84

5. ნუთუ სამუდამოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს რისხვას ჩვენზე?

ფსალმუნი 88

1. მუდამ ვუგალობებ უფლის წყალობას, თაობიდან თაობას ვაცნობებ ჩემი ბაგით შენს ერთგულებას.

4. სამუდამოდ განვამტკიცებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს.

ფსალმუნი 89

1. უფალო! შენა ხარ ჩვენი თავშესაფარი თაობიდან თაობამდე.

ფსალმუნი 94

10. ორმოც წელიწადს მაძულებდა თავს ის თაობა და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია, არ იციან ჩემი გზები.

ფსალმუნი 99

5. რადგან კარგია უფალი, საუკუნოა მისი წყალობა და თაობიდან თაობამდეა მისი ერთგულება.

ფსალმუნი 101

12. შენ კი უფალო, საუკუნოდ რჩები და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება.

18. დაიწერება ეს მომავალი თაობისთვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, შეაქებს უფალს.

24. ვუთხარი: ღმერთო ჩემო! ნუ წამიყვან სიცოცხლის შუაგზიდან; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;

ფსალმუნი 104

8. საუკუნოდ ახსოვს თავისი აღთქმა, სიტყვა, ნაბრძანები ათასი თაობისთვის.

ფსალმუნი 105

31. სიმართლედ ჩაეთვალა მას ეს თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.

ფსალმუნი 108

13. მოისპოს მისი შთამომავალობა და მომდევნო თაობაშივე წაიშალოს მისი სახელი.

ფსალმუნი 111

2. ძლიერი იქნება ქვეყანაზე შთამომავალი მისი. კურთხეულ იქნება მართალთა თაობა.

ფსალმიჯი 118

90. თაობიდან თაობამდეა შენი ერთგულება; დააფუძნე ქვეყანა და დგას.

ფსალმუნი 134

13. უფალო, მარადიულია შენი სახელი და თაობიდან თაობამდეა შენი ხსენება.

ფსალმუნი 144

4. თაობა თაობას შეუქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეს აუწყებენ.

13. შენი სამეფო მარადიული სამეფოა და შენი მმართველობა თაობიდან თაობებში ვრცელდება.

ფსალმუნი 145

10. უფალი იმეფებს უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობიდან თაობაში! ადიდეთ უფალი!

იგავნი 27

24. ვინაიდან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობაში.

ეკლესიასტე 1

4. თაობა მიდის და თაობა მოდის, დედამიწა კი რჩება საუკუნოდ.

ესაია 13

20. აღარასოდეს აშენდება იგი და აღარ იცხოვრებენ მასში თაობიდან თაობამდე; არც არაბი გაიშლის იქ კარავს და აღარც მწყემსები წამოაწვენენ იქ თავის ფარას.

ესაია 14

20. მათთან ერთად ვერ დაიმარხები, რადგან ააოხრე შენი ქვეყანა და გაჟლიტე შენი ხალხი; ბოროტმოქმედთა თაობა, ნუმც მოიხსენება საუკუნოდ.

ესაია 34

10. არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე, უკუნისამდე აედინება კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და უკუნისამდე არავინ გაივლის იქ.

17. მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი; საუკუნოდ დაიმკვიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე დამკვიდრდებიან მასში.

ესაია 41

4. ვინ ჰქმნა და აღასრულა ეს? ვინც თავიდანვე უხმობს თაობებს! მე, იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ!

ესაია 51

8. ვინაიდან ტანსაცმელივით შეჭამს მათ ჩრჩილი და მატყლივით შეჭამს მატლი, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება და ჩემმიერი ხსნა - თაობიდან თაობაში.

9. გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალით, მკლავო უფლისა, გაიღვიძე, როგორც ძველ დროს, უძველეს თაობებში! განა შენ არ დაანაკუწე რაჰაბი და განგმირე ზღვის ურჩხული?

ესაია 60

15. იმის წილ, რომ მიტოვებული და მოძულებული იყავი და არავინ იყო შენში გამვლელი, საუკუნო სიამაყედ გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში.

ესაია 61

4. კვლავ ააშენებენ უძველეს ნანგრევებს, წინანდელ ნაოხარს აღადგენენ. განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, გაუდაბურებული რომ იყო თაობიდან თაობამდე.

იერემია 2

31. თაობავ! შეიგნე უფლის სიტყვა; განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან წყვდიადის ქვეყანა? რატომ ამბობს ჩემი ხალხი: თავისუფალნი ვართ, მეტად აღარ მოვალთ შენთანო?

იერემია 7

29. შეიჭერი თმა და გადაყარე, მოტიტვლებულ სიმაღლეებზე გოდება გამართე, რადგან მოიძულა და მიატოვა უფალმა მისგან შერისხული თაობა.

იერემია 50

39. დაიბუდებენ იქ უდაბნოს არსებები ტურებთან ერთად და სირაქლემები. უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე.

გოდება 5

19. შენ კი, საუკუნოდ ხარ, უფალო, შენი ტახტი თაობიდან თაობამდეა.

დანიელი 4

3. რარიგ დიადია მისი ნიშნები და რა ძლევამოსილია მისი სასწაულები! სამეფო მისი საუკუნო სამეფოა და უფლობა მისი - თაობიდან და თაობებზე.

34. იმ დღეების დასრულების შემდეგ მე, ნაბუქოდონოსორმა, თვალები აღვაპყარ ზეცას და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და პატივი მივაგე მარად ცოცხალს, ვისი ბატონობაც საუკუნოა და მეფობა - თაობიდან თაობებში.

იოველი 1

3. ამაზე უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა - თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა - შემდეგ თაობას.

იოველი 2

2. დღე სიბნელისა და წყვდიადისა, დღე ღრუბლისა და ბურუსისა! ცისკარივით ეფინება მთებს მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსიც დასაბამიდან არ ყოფილა და არც მის შემდეგ იქნება თაობიდან თაობამდე.

იოველი 3

20. იუდა კი სამუდამოდ დარჩება და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი.

მათე 1

17. ამრიგად, მთელი მოდგმა აბრაჰამიდან დავითამდე - თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე - თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე - თოთხმეტი თაობა.

მათე 11

16. მაგრამ ვის მივამსგავსო ეს თაობა? ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც მოედანზე სხედან, სხვებს გასძახიან

მათე 12

39. მან კი უპასუხა: "ბოროტი და მრუში თაობა ეძიებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.

41. ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი.

42. სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, რადგან დედამიწის კიდიდან მოვიდა იგი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.

45. მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე ბოროტს, შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. იმ კაცისთვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც”.

მათე 16

4. ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა”. მიატოვა ისინი და წავიდა.

მათე 17

17. იესომ თქვა: "ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გითმინოთ? აქ მომიყვანეთ!”

მათე 23

36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას.

მათე 24

34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.

მარკოზი 9

19. მიუგო მათ და უთხრა: "ჰოი, ურწმუნო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ”.

მარკოზი 13

30. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ - არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ეს ყოველივე არ მოხდება.

ლუკა 1

48. რადგან მოხედა თავისი მხევლის თავმდაბლობას და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის ყოველი თაობა.

50. წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.

ლუკა 7

31. და თქვა იესომ: "ვის ვამსგავსო ეს თაობა, ვისი მსგავსნი არიან ისინი?

ლუკა 9

41. იესომ თქვა: "ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ, როდემდე ვიყო თქვენთან და გითმინოთ? აქ მომგვარე შენი ვაჟი".

ლუკა 11

29. ვინაიდან ხალხი გროვდებოდა, იწყო ლაპარაკი: "ეს თაობა ბოროტი თაობაა; ნიშანს ითხოვს, ნიშანი კი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.

30. ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ისე იქნება ამ თაობისთვის ძე კაცისა.

31. სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, რადგან ის დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად; და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.

32. ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით; და აჰა, აქ არის იონაზე დიდი”.

50. რათა ამ თაობას მოჰკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც წუთისოფლის დაფუძნებიდან დაღვრილა -

51. აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის იქნა მოკლული. გეუბნებით, ამ თაობას მოჰკითხავენ.

ლუკა 16

8. და შეაქო ბატონმა უმართლო სახლმმართველი, გონივრულად რომ მოიქცა, რადგან წუთისოფლის შვილები სინათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ თაობაში.

ლუკა 17

25. ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ თაობის მიერ.

ლუკა 21

32. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება.

საქმეები 2

40. და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: გადაირჩინეთ თავი ამ გახრწნილი თაობისგანო.

საქმეები 8

33. დამცირებაში წაერთვა სამართალი, მაგრამ ვინ განუმარტავს მის თაობას, რომ მოკვეთილ იქნა დედამიწიდან სიცოცხლე მისი. ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი”.

საქმეები 13

36. თუმცა დავითმა, რომელიც თავის თაობაში ღვთის ნებით მსახურებდა, განისვენა, თავის მამებს შეუერთდა და იხილა ხრწნილება.

საქმეები 14

16. რომელმაც წარსულ თაობებში ყველა ერი, თავის გზაზე სასიარულოდ მიუშვა,

ეფესელთა 3

5. რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადა მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით.

21. მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში და ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ფილიპელთა 2

15. რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;

კოლასელთა 1

26. ეს არის საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებისა და თაობებისგან, და ახლა გაემხილათ მის წმიდებს,

---------------------

სურათზე:

იხილა იოსებმა შთამომავლობა მესამე თაობამდე