4.18.12 Слово Божие да будеть на устах наших

Дабы закон Господень был в устах твоих /исх.13,9/

Устами моими возвещал я все суды уст Твоих.

Псалом 118,13

4.18.12 უფლის სიტყვა იყოს ჩვენს ბაგეებზე

გამ.13,[9] რჯ.30,14 იესნ.1,8 ფს.118:[13].172 ეს.59,21

- მისი სიტყვის საგანძურიდან ვმეტყველებდეთ მათ.10,27; 12,33-37 საქ.4,20

- რწმენის სიტყვა გადაგვარჩენს რომ.10,8-10

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 13

9. ნიშნად იქონიე ხელზე და გასახსენებლად თვალებს შორის, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.

მეორე რჯული 30

14. რადგან ძალიან ახლოა ეს სიტყვა შენთან; შენს ბაგეზეა იგი და შენს გულში, რათა ასრულებდე მას.

იესო ნავეს ძე 1

8. და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ - დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.

ფსალმუნი 118

13. ჩემი ბაგეებით ვაცხადებ შენი პირის ყველა სამართალს.

172. შენს სიტყვაზე იგალობებს ენა ჩემი, რადგან შენი ყველა მცნება სიმართლეა.

ესაია 59

21. მე კი, აჰა, მათთანაა ჩემი აღთქმა! ამბობს უფალი, ჩემი სული, რომელიც შენზეა და სიტყვები, რომლებიც მე ჩავდე შენს პირში, არ განდგებიან შენი პირიდან, არც შენი შთამომავლობის პირიდან, არც შენი შთამომავლობის შთამომავალთა პირიდან, ამიერიდან და უკუნისამდე! - ამბობს უფალი.

მათე 10

27. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.

მათე 12

33. ან ხეც ვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ანდა ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე მისი ნაყოფით შეიცნობა.

34. იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.

35. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.

36. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;

37. რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული”.

საქმეები 4

20. ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგვისმენია”.

რომაელთა 10

8. მაგრამ რას ამბობს იგი? "ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში”, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.

9. იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები.

10. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.