4.13.7 Благоухание Господу

Левит 8:21.А внутренности и ноги вымыл водою,и сжег Моисей всего овна на жертвеннике:это всесожжение в приятное благоухание ;это жертва Господу,как повелел Господь Моисею.

Левит 17:6.И покропит священник кровию на жертвенник Господень у входа скинии собрания,и воскурит тук в приятное благоухание Господу.

Левит 23:13.И с ним хлебного приношения две десятых части ефы пшеничной муки,смешанной с елеем,в жертву Господу,в приятное благоухание,и возлияния к нему четверть гина вина.

4.13.7 კეთილსურნელება უფლისთვის

საამო სურნელი

-

სიტყვასიტყვით... შესახებ:

- სრულადდასაწველი მსხვერპლის დაბ.8,21 ლევ.1,9; 3,5 რიცხ.29,2

- გუნდრუკის ლევ.2,2; 6,15

- მსხვერპლის ქონის ლევ.4,31 რიცხ.18,17

- საცეცხლო შესაწირავის ლევ.23,13 რიცხ.28,2

- შესაწირავი ნელსურნელების ლევ.26,31

- ნარდის ნელსაცხებელი იოან.12,3

-

გადატანით:

- უფლის ხმობილნი ეზეკ.20,41

- ქება მალ.1,11

- ქრისტიანის მსახურება რომ.12,1; 2კორ.2,15.16 ფლპ.4,18

- ქრისტეს მსხვერპლი ეფ.5,2

- წმიდათა ლოცვა გმცხ.5,8; 8,3.4

-

საკმეველი იკმევა:

- სანსხვერპლოზე გამ.30,1

- ზუსტი რეცეპტით შეზავებული გამ.30,34.35

- მღვდლის მიერ ლევ.16,12

-

რჯულის საწინააღმდეგო კმევა:

- იკრძალება პირადად საყნოსად გამოყენება გამ.30,37.38

- მკაცრად ისჯება ლევ.10,1.2; 2ნეშ.26,18-21

- წარმართთა პრაქტიკაშიც არის ეს.65,3

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 8

21. და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: „აღარ დავწყევლი კვლავ მიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვეა მისი გულისწადილი მიდრეკილი ბოროტებისაკენ. და მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას ისე, როგორც გავაკეთე.

გამოსვლა 30

1. "გააკეთე სამსხვერპლო კეთილსურნელების საკმევად. აკაციის ხისგან გააკეთე იგი.

34. უთხრა უფალმა მოსეს: "აიღე სურნელებანი - შტახსი, ონიქსი, ქელბანა და კეთილსურნელებანი წმიდა გუნდრუკთან ერთად. თითოეული თანაბარი წონის იყოს.

35. და დაამზადე მისგან საკმევლის ნაზავი, მენელსაცხებლის ოსტატობით, მარილით შეზავებული, ხალასი და წმიდა.

37. თქვენთვის ნუ გაიკეთებთ საკმეველს ასეთივე ნაზავით: წმიდად შეინახეთ იგი უფლისთვის.

38. ვინც დაიმზადებს მის მსგავსს საყნოსად, მოიკვეთოს თავისი ერისგან”.

ლევიანნი 1

9. და შიგნეული და კანჭები მისი წყლით გამორეცხოს; და დააკმიოს მღვდელმა ყოველივე სამსხვერპლოზე: ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისათვის.

ლევიანნი 2

2. და მიუტანოს იგი აარონის ძეთ – მღვდლებს, და აიღოს იქიდან სავსე პეშვი წმინდა ფქვილისგან ზეთითურთ მთელი მისი გუნდრუკით, და დააკმიოს მღვდელმა მისი მოსაგონარი სამსხვერპლოზე საცეცხლოდ, კეთილსურნელებად უფლისათვის.

ლევიანნი 3

5. აარონის ძეთ დააკმიონ იგი სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც შეშებზეა, ცეცხლზე, საცეცხლო შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის.

ლევიანნი 4

31. აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლს და დაწვას იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის. გამითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას.

ლევიანნი 6

15. და აიღოს მისგან პეშვით წმიდა პურის ფქვილის ძღვენისგან და მისი ზეთისგან, და მთელი გუნდრუკი, რომელიც პურეულის ძღვენზეა, და დააკმიოს სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად მის მოსაგონრად უფლის წინაშე.

ლევიანნი 10

1. აიღეს ნადაბმა და აბიჰუმ, აჰარონის ძეებმა, თავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, დაადეს ზედ საკმეველი და უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე, რაც არ იყო ნაბრძანები.

2. გამოვიდა ცეცხლი უფლისგან, შთანთქა ისინი და დაიხოცნენ უფლის წინაშე.

ლევიანნი 16

12. აიღოს სამსხვერპლოდან, რომელიც უფლის წინაშეა, ნაკვერცხლებით სავსე საცეცხლური და წმიდა, დაფხვნილი, კეთილსურნელოვანი საკმევლით სავსე პეშვი და შეიტანოს კრეტსაბმელის მიღმა;

ლევიანნი 23

13. და მასთან ძღვენი პურეულისა: ეფის ორი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან, ზეთში შერეული, საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და მისი საღვრელი ჰინის მეოთხედი ღვინო.

ლევიანნი 26

31. გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს, ავაოხრებ თქვენს საწმიდრებს და არ ვიყნოსავ თქვენს კეთილსურნელებას.

რიცხვნი 18

17. მაგრამ პირველმოგებული ძროხისა, ან პირველმოგებული ცხვრისა, ან პირველმოგებული თხისა არ გამოისყიდო: ისინი წმიდები არიან. მათი სისხლი მოაპკურე სამსხვერპლოზე და მათი ქონი აკმიე სრულადდასაწველ კეთილსურნელებად უფლისათვის.

რიცხვნი 28

2. „უბრძანე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘ჩემი შესაწირავი, ჩემი პური საცეცხლო მსხვერპლისთვის, ჩემი კეთილსურნელება დაიცავით, რათა შემომწიროთ თავის დროზე’.

რიცხვნი 29

2. და შესწირეთ სრულადდასაწველი კეთილსურნელებად უფლისათვის, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი,

საღი.

2ნეშტთა 26

18. გადაეღობნენ მეფე ყუზიას და უთხრეს: „შენ არ გეკუთვნის, ყუზია, უფლისთვის კმევა, არამედ მღვდლებს, აჰარონის ძეთ, რომლებიც კმევისთვის არიან დადგენილნი; გადი საწმიდრიდან, რადგან უმართლოდ მოიქეცი და არ გექნება პატივი ღვთისგან”.

19. განრისხდა ყუზია, ხელში კანდელი ეპყრა საკმევლად; აჰა, მღვდლებზე განრისხებისას კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.

20. მიუბრუნდნენ მას ყაზარია მღვდელმთავარი და ყოველი მღვდელი და, აჰა, მთელი შუბლი კეთროვანი აქვს. სწრაფად გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა, რადგან უფალმა დალახვრა იგი.

21. სიკვდილის დღემდე კეთროვანი იყო მეფე ყუზია და კეთროვანისთვის გამოყოფილ სახლში იჯდა, რადგან მოკვეთილ იქნა უფლის სახლიდან. მისი ძე იოთამი განაგებდა მეფის სასახლეს და განიკითხავდა ქვეყნის ხალხს.

ესაია 65

3. ხალხისკენ, რომელიც გამუდმებით მიწვევს! ჩემს თვალწინ, ბაღებში მსხვერპლის მიმტანი და აგურებზე მკმეველი,

ეზეკიელი 20

41. საყნოსავ კეთილსურნელებად შეგიწყნარებთ თქვენ, როდესაც გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაიფანტეთ, და წმიდად გამოვცხადდები თქვენში ხალხების თვალწინ.

მალაქია 1

11. რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე; საკმეველს დაუკმევენ ჩემს სახელს ყოველ ადგილზე და წმიდა მსხვერპლს მომართმევენ, რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში - ამბობს ცაბაოთ უფალი.

იოანე 12

3. მარიამმა ერთი ლიტრი სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი აიღო, ფეხებზე სცხო იესოს და საკუთარი თმით შეუმშრალა; ნელსაცხებლის სურნელით აივსო სახლი.

რომაელთა 12

1. ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.

2კორინთელთა 2

15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.

16. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი?

ეფესელთა 5

2. იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.

ფილიპელთა 4

18. მივიღე ყოველივე და უხვად მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტოსისგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი.

გამოცხადება 5

8. და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა.

გამოცხადება 8

3. მოვიდა სხვა ანგელოზი და სამსხვერპლოსთან დადგა; ოქროს საცეცხლური ეჭირა, და მიეცა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ;

4. და ანგელოზის ხელით ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ღვთის წინაშე.

5. აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი სამსხვერპლოს ცეცხლით და ჩამოაგდო დედამიწაზე; და შეიქმნა ქუხილი და გრგვინვა, ელვა და მიწისძვრა.