3.15.13. Молитва для исцеления

Чис.12,13

3.15.13. განკურნებისთვის ლოცვა

რიცხ. 12,[13] მარ.16,17.18 იაკ.5,14.[15]; 1კორ.12,28.30

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 12

13. შეჰღაღადა მოსემ უფალს: ღმერთო, განკურნე, გევედრები.

მარკოზი 16

17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ.

18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.

იაკობი 5

14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით.

15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.

1კორინთელთა 12

28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.

30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი?

__თემაზე წერდნენ__

***

სხეული ისე ვერ განიკურნება, თუ ჯერ სული არ განიკურნა.

__სოკრატე__

***

სულის სალმობის განკურნვა უფრო დიდი მადლია, ვიდრე ხორცის სნეულებისა.

__სოკრატე__