1.9.10. Фатализм, вера в судьбу, предопределения

Думают, что от человека ничего не зависит и спасутся только те, которых выбрал Бог. Фаталисты становятся пасивными, теряют благодать. А Бог дал человеку свободу выбора между добром и злом, между жизнью и смертью - Втор.28,1.11-15 Ин.3,16

Если ты, когда перейдете за Иордан, будешь слушать гласа Господа Бога твоего, тщательно исполнять все заповеди Его, которые заповедую тебе сегодня, то Господь Бог твой поставит тебя выше всех народов земли;(Втор.28,1);

11 И даст тебе Господь изобилие во всех благах, в плоде чрева твоего, и в плоде скота твоего, и в плоде полей твоих на земле, которую Господь клялся отцам твоим дать тебе.

12 Откроет тебе Господь добрую сокровищницу Свою, небо, чтоб оно давало дождь земле твоей во время свое, и чтобы благословлять все дела рук твоих: и будешь давать взаймы многим народам, а сам не будешь брать взаймы.

13 Сделает тебя Господь главою, а не хвостом, и будешь только на высоте, а не будешь внизу, если будешь повиноваться заповедям Господа Бога твоего, которые заповедую тебе сегодня хранить и исполнять,

14 и не отступишь от всех слов, которые заповедую вам сегодня, ни направо ни налево, чтобы пойти вслед иных богов и служить им.

15 Если же не будешь слушать гласа Господа Бога твоего и не будешь стараться исполнять все заповеди Его и постановления Его, которые я заповедую тебе сегодня, то придут на тебя все проклятия сии и постигнут тебя.  Втор. 28, 11-15);

 Ибо так возлюбил Бог мир, что отдал Сына Своего Единородного, дабы всякий верующий в Него, не погиб, но имел жизнь вечную. (Ин.3,16);

 

 

1.9.10. ფატალიზმის, ბედისწერის რწმენა უშლით ხელს რწმენის მიღებაში

- ფატალიზმი - ბედისწერის, წინასწარდასაზღვრულის, განჩინებულის რწმენაა. ამბობენ, რაც მოსახდენია, მოხდება, ან ვისაც როდის გვიწერია, მაშინ მოვკვდებით. მიაჩნიათ, რომ კაცზე არაფერია დამოკიდებული და მხოლოდ ისინი მიიღებენ ხსნას, ვინც ღმერთმა აირჩია. ხდებიან პასიურები, ხელიდან უშვებენ ღვთის მადლს. ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება სიკეთესა და ბოროტს შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის რჯ. 28,1.11-15; ინ. 3.16

 

- ფატალიზმი დაბრკოლებას ქმნის ღმერთსა და ადამიანს შორის. თუ ვინმეს სწამს, რომ ის ბედის უმწეო მსხვერპლია, გაუჭირდება იგრძნოს მონანიების აუცილებლობა. თუ ვინმე არ ინანიებს, ეს „ღვთის ნება“ არ არის საქ.3,19; 17,30; 2პეტ.3,9 გმცხ.9,20.21

 

- ფატალიზმი ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას ახშობს ეკლ.12,13

 

- ჩვენ გვწამს, რომ ღმერთმა თავისი წინაგანგებულებით ერთნი ცხონებისათვის აირჩია, მეორენი კი წარსაწყმედელად. მაგრამ არა იმიტომ, რომ უფალმა მოისურვა ერთნი გაამართლოს, მეორენი კი უმიზეზოდ განსაჯოს: ეს წარმოუდგენელია უფლის ბუნებისათვის, „რომელსაც სურს, რომ ყველა კაცი ცხონდეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას.“ I ტიმ. 2,4

 

- ღმერთი წინასწარ აცხადებს მომავალს და სრულდება მისი განზრახვა ეს.46,10; 55,11 იერ.29,11 აბაკ.2,3 ინ.13,1 რომ.8,28-30; 1კორ.2,7-9

 

- მაგრამ, ვინაიდან უფალმა განჭვრიტა, რომ ერთნი კეთილად გამოიყენებენ თავიანთ თავისუფალ ნებას, მეორენი კი - ბოროტად, ამიტომ ჭვრეტით უწყის მათი ხვედრი რჯ.28,1.11-15 ფს.36,37 იგავ.16,3; 22,8 იერ.17,10 ლუკ.11,50 ინ.3,16 რომ.6,23; 8,29 გალ.6,7 ეფ.2,10; 1თეს.5,9

 

- მან ამოგვირჩია რათა წმიდანი ვყოფილიყავით ეფ.1,4

 

- წინასწარ არ არის განსაზღვრული ვინ რას აირჩევს. არჩევანს ყველა პირადად აკეთებს - „მომსმენმა (დამმოწმებელმა) თქვას: მოდი!“ გმცხ.22,20

 

- არ ისმინეს იერ.7,24-26

 

- ზოგის მამაც ეშმაკია ინ.8,44

 

- ბედისწერას არ უნდა დავაბრალოთ, რაც იუდას დაემართა, დაწერილია რომ იესომ თავიდანვე (პირობითადაა ნათქვამი, სინამდვილეში იმ დროიდან) იცოდა, როცა გამომჟღავნდა იუდას ორგულობის ნიშნები ინ.6,64; 13,2

 

- ზოგი სიტყვასიტყვით იგებს, რომ უფალმა გაუსასტიკა გული ფარაონს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იგი მერყეობს, იცვლება მისი მდგომარეობა გარემოების მიხედვით, სასჯელის მოწევისას გაგიშვებთო და გადავლისას არ უშვებს. გულის გასასტიკება უფლისგან კი არაა, არამედ მისი შინაგანი მდგომარეობით თუ მდრეკილებებითაა განპირობებული გამ.10,27

 

- ღმერთს არ განუსაზღვრავს იაკობისა და ესავის ბედი, ის, თუ როგორ განვითარდებოდა მათი ცხოვრების მოვლენები დაბ.25,23.31-33 რომ.9,11-13

 

- ღმერთს რომ წინასწარ სცოდნოდა, აბრაამი რომ გაიმეტებდა თავის ძეს მსხვერპლად, ხომ არ გამოსცდიდა და არ ეტყოდა შემდგომ, მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარო დაბ.22,12

 

- ღმერთი ბევრგან ინანიებს უკვე აღსრულებულ საქმეებს, რითაც ჩანს, რომ წინასწარ არ იცოდა რას აირჩევდნენ დაბ.6,6; 1მფ.15,11.35 იოვ.2,14 იონ.3,10

 

- ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის არის ქრისტეს ძმაც, დაც და დედაც მარ.3,35

 

- არ წაიბორძიკებს ის, ვინც ღვთის მოწოდებას ასრულებს, აქედან გამოდის, რომ მარტო რჩეულობა არ კმარა, ჩვენგან მცდელობაცაა საჭირო 2პეტ.1,10

 

- იესო ქრისტე გამოდიოდა ფატალისტური აზრების წინააღმდეგ. სილოამის ტრაგედია დროსა და შემთხვევას მიაკუთვნა და არა ღვთის ჩარევას, ანუ წინასწარ არ იყო განსაზღვრული ეკლ.9,11 ლუკ.13,4.5

 

- ღმერთი არ იწვევს უბედურებებს. „ღვთის ცეცხლის ჩამოვარდნა“ ებრაული გამოთქმაა და ხშირ შემთხვევაში მეხს ნიშნავს იობ.1,16

 

- უბედურებაზე პასუხისმგებელი სატანაა იობ.1,7-12

 

- ბოროტის წლები შემცირდება, ამიტომ შეგიძლია არჩევანი გააკეთო, ირწმუნო უფალი და "ბედი გაიკეთო" რჯ.30,19.20 ფს.55,13; 90,10 იგავ.10,27 ეკლ.7,17; 9,11

 

__თემაზე წერდნენ__

***

ადამიანებს ჩვევად აქვთ, რომ საკუთარ უბედურებაში, ბედი დაადანაშაულონ, ღმერთი, და ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ არა საკუთარი თავი.

__ პლატონი __

 

***

ბრძენი თავად ქმნის თავის ბედს.

__ ტიტუს მაკციუს პლავტუსი __

 

***

ბედი ჩვენ არაფერს გვაძლევს მუდმივი მოხმარებისთვის.

__ ლუციუს ანიუს სენეკა (უმცროსი) __

 

***

მხნედ უნდა გადაიტანოთ ყველაფერი, რადგან იმას რასაც თქვენ შემთხვევითობად მიიჩნევთ, სინამდვილეში, კანონზომიერად ხდება!

__ ლუციუს ანიუს სენეკა (უმცროსი) __

 

***

იმიტომ კი არ სრულდება უცილობლად ყველაფერი, რომ უფალმა ეს ყოველივე წინასწარ განჭვრიტა, არამედ ყველაფერი იმიტომ განჭვრიტა, რომ ასეც მოხდებოდა.

__ წმ.იოანე დამასკელი __

 

***

უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი ყოველივეს წინასწარ ჭვრეტს, მაგრამ ყველაფერს წინასწარ არ განსაზღვრავს. უფალი ჭვრეტს იმასაც, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ მას წინასწარ არ განსაზღვრავს, რათა არ შეზღუდოს ადამიანის თავისუფალი ნება. თუმცა კი უფალს სძაგს ცოდვა და არ სურს, რომ იყოს ბოროტება, მაგრამ უფლის ბუნებაში არაა ძალადობა. იგი არ გვაიძულებს სიკეთის ქმნას. ყოვლადსახიერი უფალი, წინასწარი განჭვრეტით, წინასწარ საზღვრავს მხოლოდ იმას, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული. უფალი წინაგანგებულებით საზღვრავს ადამიანების იმქვეყნიურ ხვედრს, მაგრამ განსაზღვრავს არა უბრალო გადაწყვეტილებით, არამედ ყოვლადსახიერებითა და სამართლიანობით, ადამიანის დამსახურებათა წინასწარი განჭვრეტით.

__ წმ.იოანე დამასკელი __

 

***

ნურვინ ამტკიცებს, თითქოს ამის მიზეზი წინასწარი განჭვრეტა იყოს: რადგან ჭვრეტას არ უქცევია ადამიანები ასეთებად, უფალმა მხოლოდ შორიდან განჭვრიტა მათი მომავალი, ვითარცა ღმერთმა. თუკი მე ვუყურებ გაშმაგებულ ცხენს, რომელმაც გადმოაგდო მხედარი და უფსკრულისკენ მიექანება და ვიტყვი - იგი ახლა უფსკრულში გადაიჩეხება მეთქი, - და მერე ასეც მოხდება, - ნუთუ მე ვაგდებ ამით ცხენს უფსკრულში? ასევეა ღმერთი, რომელიც ერთში სიკეთეს ჭვრეტს, მეორეში კი ბოროტებას - მაგრამ ამ ჭვრეტით კი არ აიძულებს ერთს აკეთოს სიკეთე, მეორეს კი - ბოროტება. თავად რომ აიძულებდეს, მაშინ უსამართლობა იქნებოდა ამ ქმედებათა გამო ერთისთვის ჯილდო, მეორესთვის კი სასჯელი განემზადებინა. მაგრამ უფალი სამართლიანია, ამიტომ იგი მოუწოდებს სიკეთისკენ და კრძალავს ბოროტებას. იგი ასევე აქებს სიკეთის მკეთებელს და სჯის მათ, ვინც საკუთარი ნებით შეიყვარა ბოროტება.

__ ნეტარი თეოდორიტე __

***

ბედის მორჩილი მონობაში მოკვდებაო.

__ ქართული ხალხური __

***

ნუ ვინ ჰგონებთ ბედისათვის, ვითარმედ არსებითი რამე იყოს, რომელსა უმეცარნი იტყვიან და მას მიაჩემებენ ნიჭსა ღმრთისასა. ბედი სახელი არს მეფეთა სიმაღლისა და გლახაკთა სიმკოდავისა (სიმდაბლისა) და ეგევითარნი. კვალად კაცი ვინმე ბოროტის ღირსი ღმერთმან შეიწყალოს და შეუცვალოს ბოროტი კეთილად ესევითართა სახელად ბედი ეწოდების.

__ სულხან-საბა __

 

***

ადამიანები — საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები არიან.

__ უილიამ შექსპირი __

 

***

გულადი ბედს ეხმარება.

__ ვერგლი პუბლი მარონი __

 

***

უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს ბედისადმი, ვიდრე თავად მისი ბედი.

__ ვილჰელმ ჰუმბოლდტი __

 

***

ბედი შემთხვევითობა არ არის, ის არჩევანის შედეგია. მას კი არ ელოდებიან, იპყრობენ.

__ უილიამ ბრაიანი __

 

***

ნებისმიერი ადამიანი თავისი ბედის შემოქმედია.

__ სალუსტრი __

 

***

ყველა ცოცხალი არსება თავად ქმნის თავის ბედს.

__ ანრი ამელი __

 

***

ჩვევას დასთესთ — ხასიათს მოიმკით, ხასიათს დასთესთ — და თქვენ ბედს მოიმკით.

__ უილიამ თეკერეი __

 

***

არცერთი ჩვენგანი, როდესაც პრობლემების გარეშე, ბედნიერად ცხოვრობს, არასოდეს ამბობს, რომ ეს ბედის დამსახურებაა, მაგრამ საკმარისია პრობლემა გაჩნდეს, მაშინვე ბედს დაადანაშაულებს.

__ ფილიტ კასკი __

 

***

ჩვენი ახირებები ბევრად უფრო უცნაურია, ვიდრე ბედის ახირება.

__ ფრანსუა დე ლაროშფუკო __

 

***

ადამიანის ბედნიერება და უბედურება, ბედზე უფრო მეტად, მის ზნეზე არის დამოკიდებული.

__ ფრანსუა დე ლაროშფუკო __

 

***

აი, ბედი რომ კარს მომადგეს, მეც ვიწამებდი, თაყვანსაცემად და სალოცავად ტაძარში სიარული ძნელი საქმე არაა, ოღონდ რაიმე ხელჩასაჭიდი იყოს! ეს იგივე ვაჭრობაა - მხოლოდ შემკვეთებთან კი არა ღმერთ[თან]. 

__ აკუტაგავა __

 

***

"ბედობა"

მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით.

1. ქრისტიანული რწმენით და პირველი ქრისტიანების ცხოვრებით ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერს მსგავსს.

2. არ არსებობს არცერთი სპეციალური, ჯადოსნური, ღვთიური და ა.შ. დღე, რომელი დღეც განსაზღვრავს მთლიან წელს. შეუძლებელია ერთ დღეში გაკეთებულმა, განცდილმა და გატარებულმა მთელი წლის განმავლობაში გამოიწვიოს მსგავსი განმეორების ეფექტი. ეს ხომ ყოველგვარ საღ აზრს ეწინააღმდეგება?

3. მსგავსი რწმენა და წარმოდგენა წინააღმდეგობაში მოდის ღმერთთან, მის პრინციპებთან, რომელიც მან დაადგინა და რომელთა მეშვეობით იმართება სამყარო.

სინამდვილეში, მომავალი დამოკიდებულია შენ ყოველდღიურ არჩევნებზე, ყოველდღიურ ნების გამოხატულებაზე.

საერთოდ, ბედი-ბედობა არ მოდის თანხმობაში ქრისტიანულ სწავლებასთან და ღმერთის მიერ ბოძებულ თავისუფალ ნებასთან.

ამიტომ, ეს ყალბია!

არ არის ნამდვილი!

უბრალოდ, თავის მოტყუება და ფუჭი ადამიანური მცდელობაა.

__ გ. დარბაიძე __