4.12.10 Накрыт нагость другого с уважением и любовью

***

9:23 покрыли наготу. Они поступили так же, как в свое время поступил Бог (3,21), и поэтому Господь благословил их обоих (ст. 26,27).

Бытие 9 глава – Библия – Женевская Библия

***

Здесь Хам назван отцом Ханаана, что подразумевает, что тот, кто сам является отцом, должен быть особо уважителен к своему отцу.

Благочестивая забота Сима и Иафета, чтобы прикрыть наготу бедного отца (ст. 23). Они не только сами не смотрели, но и побеспокоились, чтобы другие не видели, тем самым они показав пример милости, проявленной ко греху и позору другого человека. Мы не только не должны вступать в сговор с теми, кто публично возвещает о нем, но должны стараться скрыть его или, по крайней мере, сделать все, что в наших силах, как мы хотели, чтобы поступили с нами.

1. Все ошибки других нужно покрывать любовью (1Пет 4:8).

2. Кроме того, своим почтением мы должны покрывать ошибки родителей и других наставников.

Бытие 9 глава – Библия – Комментарии Мэтью Генри

***

Этим действием они не только не выразили сочувствия к поступку Хама, но и уничтожили самую его причину. И поскольку Хам обнаружил порочную наклонность и испорченное воображение, отсутствие сыновней почтительности, постольку, наоборот, Сим и Иафет дали нам назидательный пример целомудрия, стыдливости и высокой сыновней любви и почтительности к своему отцу даже и в такой исключительный момент, когда он, по-видимому, меньше всего этого заслуживал.

лица их были обращены назад, и они не видали наготы отца своего.

Мелкая, но весьма характерная деталь,доказывающая, до какой степени нравственной чуткости доходило моральное чувство двух этих достойных сынов Ноя.

Бытие 9 глава – Библия – Комментарии Лопухина

4.12.10 სხვისი სიშიშვლის დაფარვა პატივისცემითა და სიყვარულით

ადამისა და ევას სიშიშვლის დაფარვაზე იზრუნა ღმერთმა დაბ.3,21

-

მამის სიშიშვლე დაფარეს სემმა და იაფეთმა დაბ.9,23

-

პატივი ვცეთ მშობლებს, ასაკოვან ადამიანებს, ხელისუფალს, კეთილმსახურ ხუცესს, საძმოს და საერთოდ ყველას - მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა გამ.20,12 ლევ.19,32 ზირ.3,1-17; 1პეტ.2,17; 4,8 რომ.13,7; 1ტიმ.5,17.19

-

სხვებისადმი შეცდომების გამო დაცინვა სიბრიყვეა იგავ.14,9

-

გაჭირვებაში მყოფის მდგომარეობით სარგებლობა კი დანაშაულია აბდ.1,12.13

-

გონივრიული იქნება სიწმინდით შევაგონოთ შემცოდებელი გალ.6,1; 1ტიმ.5,1.2

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

21. გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა.

დაბადება 9

23. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.

გამოსვლა 20

12. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.

ლევიანნი 19

32. ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი!

იგავნი 14

9. ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის.

ზირაქი 3

1. მე, მამას, მისმინეთ, შვილებო, და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ.

2. რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა ძეთა ზედა.

3. მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება

4. და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედის მადიდებელი.

5. მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილ იქნება.

6. მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს.

7. როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს.

8. საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე.

9. რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის.

10. ნუ განდიდდები მამაშენის უპატიობით, რადგან შენთვის პატივი არ იქნება მამის შეურაცხყოფა.

11. რადგან დიდება კაცისა მამის პატივისცემაა და სირცხვილია შვილებისათვის შეურაცხყოფილი დედა.

12. შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში.

13. თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას,

14. რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები.

15. შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები.

16. მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისაგან.

17. შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს.

აბდია 1

12. არ უნდა გეცქირა შენი ძმის დღისთვის, მისი შავი დღისთვის; არ უნდა გეხარა იუდაელებზე მათი დაღუპვის დღეს, ჭირის დღეს არ უნდა გეტრაბახა.

13. არ უნდა შესულიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მისი დაღუპვის დღეს, არ უნდა გეცქირა მისი უბედურებისთვის მისი დაღუპვის დღეს, ხელი არ უნდა გეხლო მისი ქონებისთვის მისი დაღუპვის დღეს.

1პეტრე 2

17. პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს.

1პეტრე 4

8. უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს.

რომაელთა 13

7. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.

გალატელთა 6

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.

1ტიმოთე 5

1. ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი - როგორც ძმებს,

2. დედაბრებს - როგორც დედებს, ქალწულებს - როგორც დებს, მთელი სიწმიდით.

17. ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ.

19. ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.9:23 დაფარეს სიშიშვლე. ისინი მოიქცნენ ისევე, როგორც ედემის ბაღში მოიქცა ღმერთი (3,21), და ამიტომაც აკურთხა უფალმა ორივე (მუხლ. 26,27).

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

***

დაბ.9,22. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.

აქ ქამი იწოდება ქანაანის მამად, რაც ნიშნავს, რომ ის, ვინც თვითონაც მამაა, უნდა იყოს განსაკუთრებით პატივისმცემელი საკუთარი მამისა.

სემისა და იაფეტის კეთილშობილური მზრუნველობა, რომ დაეფარათ საბრალო მამის სიშიშვლე (მუხლ. 23). მათ არა მარტო თვით არ დაუნახავთ, ასევე იზრუნეს, რომ არც სხვებს დაენახათ, ამით მათ აჩვენეს მაგალითი მოწყალეობისა, სხვა ადამიანისგან გამოვლენილი ცოდვისა და სირცხვილის მიმართ. ჩვენ არა მხოლოდ არ უნდა შევიდეთ სხვების საუბარში, ვინც ასაჯაროებს მას, არამედ უნდა შევეცადოთ დაფარვას ან, უკიდურეს შემთხვევაში, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია, როგორც ჩვენ გვსურდა მოგვქცეოდნენ, ისე მოვექცეთ მათაც.

1. სხვისი შეცდომები უნდა დავფაროთ სიყვარულით (1პეტ.4:8).

2. ჩვენი პატივისცემით უნდა ვფარავდეთ როგორც მშობლების, ასევე სხვა ზემდგომთა შეცდომებს.

__ მეთიუ ჰენრი __

***

დაბ.9,23. ამ მოქმედებით არა მხოლოდ არ გამოუხატავთ თანაგრძნობა ქამის საქციელისადმი, არამედ იმავდროულად გაანადგურეს თვით სამხილიც. სემმა და იაფეტმა მოგვცეს კეთილგონიერების მაგალითი, პატივისცემისა და მორიდებულობისა ამ უჩვეულო მომენტში, რადგან მამა არ იმსახურებდა ასეთ მოპყრობას.

მათი სახეები უკან იყო მიბრუბებული, რათა არ დაენახათ.

წვრილმანი, მაგრამ ძლიერ დამახასიათებელი დეტალი, მამტკიცებელი ნოეს ამ ორი ძის ზნეობრივად გაწონასწორებული ხასიათისა.

__ ლოპუხინი __

--------------------------------

კარლო სარაჩენის ნახატი