3.27.11. Не просим гибел врагов, а - спасение

Лук.9,54.55

3.27.11. არ ითხოვოთ მტრების დაღუპვა, არამედ - ხსნა

იობ.26,4; 31,29.30 მათ.5,43.44; 26,51.52 ლუკ.6,27-29; 9,[54.55]; 23,34; 1პეტ.3,9 რომ.12,19-21

ბიბლიის მუხლები

იობი 26

4. ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?

იობი 31

29. თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და მეზეიმოს მის ცუდ ამბავზე!

30. არ ჩავადენინე ცოდვა ჩემს ენას, რომ წყევლით მოესწრაფა მისთვის სიცოცხლე.

მათე 5

43.44. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’ მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.

მათე 26

51. და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.

52. მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება.

ლუკა 6

27-29. ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენს შეურაცხმყოფელთათვის. ვინც ლოყაში გაგარტყამს, მეორეც მიუშვირე. ვინც მოსასხამს გართმევს, პერანგსაც ნუ დაუკავებ.

ლუკა 9

54. ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია.

55. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ.

ლუკა 23

34. იესო ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.” და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით.

1პეტრე 3

9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.

რომაელთა 12

19-21. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, რადგან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ – ამბობს უფალი. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. რადგან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ კეთილით სძლიე ბოროტს.