4.15.35 Хорошая жена

4.15.35 კარგი ცოლი

დაბ.24,[44] იგავ.12,4; 14,1; 18,22; 19,14; 31,10-12.30 ეს.32,8; 1პეტ.3,2.3; 1ტიმ.2,9.10 ტიტ.2,5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

44. და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა ჩემს ბატონიშვილს გაუმზადა.’

იგავნი 12

4. გამრჯე ქალი გვირგვინია თავისი ქმრისა, შემარცხვენელი კი – როგორც ხრწნა მის ძვლებში.

იგავნი 14

1. ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი ანგრევს მას საკუთარი ხელით.

იგავნი 18

22. ვინც კარგი ცოლი ჰპოვა, მან სიკეთე ჰპოვა და უფლისაგან მადლი მოიხვეჭა.

იგავნი 19

14. სახლი და ქონება მამათა მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისაგანაა.

იგავნი 31

10. ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი.

11. მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება.

12. მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს და არა ბოროტებას.

30. მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი.

ესაია 32

8. ღირსეული კი ღირსეულს განიზრახავს და ღირსეულ ზრახვებზე დგას.

1პეტრე 3

2. იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას.

3. თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგნობა: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა,

1ტიმოთე 2

9. ასევე დედაკაცებიც, შესაფერისი სამოსლით, მორცხვობით და თავშეკავებით შემკულნი; არა ნაწნავებითა და ოქროთი ან მარგალიტებითა და ძვირფასი ტანსაცმლით,

10. არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს.

ტიტე 2

5. კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.

__თემაზე წერდნენ__

***

კარგ ცოლთან მწუხარება ნახევრდება, სიხარული – ორკეცდება.

__ ქართული ხალხური __

***

ცოლი ყოველთვის უნდა უჭერდეს მხარს ქმარს. ნეკნი არ ჩანს და იგი ფარავს გულს, მისი ქმრის საიდუმლოთა შესახებ არ უნდა იცოდეს ვინმემ. თუ ცოლი უყვება სხვებს ქმართან რაზეც საუბრობს, მათი ქორწინება ხიფათის წინაშე დგება. ქმარი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ცოლს შეუძლია ენდოს, ასევე პირიქით.

__ ბობ იანდიანი __

***

ღმერთს არ გამოუღია ევა ადამის ტერფისგან, იმიტომ რომ ევა არ იყო განსაზღვრული მონად; არ გამოუღია ადამის თავის ქალისგან, იმიტომ რომ იგი არ უნდა მბრძანებლობდეს ქმარზე. იგი უნდა იყოს მის გვერდით როგორც თანაბარი ღმერთის წინაშე, უყვარდეს იგი, მხარს უჭერდეს და იღწვოდეს მასთან ერთად, განიხილოს საერთო პრობლემები და გამოხატოს თავისი აზრი, თვლიდეს მას თავის დამცველად და უზრუნველმყოფად, იყოს უახლოესი მეგობარი და შეყვარებული.

__ ბობ იანდიანი __