2.16.3. Вечные муки

Енох.1,18 Ис.66,24 Матф.8,12,, 25,30.46 Отк.14,11,, 20,10

2.16.3. ჯოჯოხეთი - საუკუნო სატანჯველის ადგილი

აღწერილია, როგორც

- საუკუნო ცეცხლი მათ.25,41

- საუკუნო სატანჯველი, სასჯელი, მატლი, კბილთა ღრჭენა, წამება ენოქი.5,5 ეს.66,24 მათ.8,12,, 25,30.46 გმცხ.14,11,, 20,10

- წყვდიადი, გარესკნელის ბნელი მათ.8,12

- საუკუნო წარწყმედა 2თეს.1,9

- ცეცხლის ტბა გმცხ.19,20

.

გამზადებულია...

- ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის მათ.25,41

- შემცოდე ანგელოზებისთვის 2პეტ.2,4

- მხეცისა და ცრუ წინასწარმეტყველისთვის გმცხ.19,20

- მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთათვის გმცხ.14,11

- უკეთურთათვის გმცხ.21,8

- ურჩთათვის რომ.2,8.9

- სახარების უარმყოფელთათვის მათ.10,15

- თვალთმაქცთათვის მათ.23,14

.

სასჯელი აღწერილია, როგორც

- სხეულებრივი მათ.5,29.30

- სულიერი მათ.10,28

.

მასში მოხვედრილებს

- გააჩნიათ მეხსიერება ლუკ.16,23.25

- ითხოვენ შველას ლუკ.16,24

- არ შეუძლიათ დაემალონ ღმერთს ფს.138,8

.

ბიბლიის მუხლები

ენოქის აპოკრიფული წიგნი 5

5.და ამის გამო თქვენ დაწყევლეთ თქვენი დღეები და წლები თქვენი ცხოვრებისა განადგურდება. მარადიული იქნება წყევლა და ვერ მოიპოვებთ წყალობას.

ფსალმუნი 138

8. ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!

ესაია 66

24. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის.

მათე 5

29. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

30. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

მათე 8

12. ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

მათე 10

15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.

28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.

მათე 23

14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.

მათე 25

30. ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

41. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.

46. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში.

ლუკა 16

23. ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.

24. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.

25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.

2პეტრე 2

4. რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად;

რომაელთა 2

8. ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, - გულისწყრომას და რისხვას.

9. ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.

2თესალონიკელთა 1

9. ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,

გამოცხადება 14

11. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.

გამოცხადება 19

20. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.

გამოცხადება 20

10. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე.

გამოცხადება 21

8. მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი.