1.10.22 Крестящиеся для мертвых

1.10.22 მკვდართათვის ნათელღებულნი

პავლე მოციქულის სიტყვები:

1კორინთელთა 15

[29]. თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის?

---

ან სხვა თარგმანი

29. თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის?

---

ბერკლის კომენტარი

"რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის"

ეს ფრაზა ყოველთვის არ ესმოდათ და დღემდე არც არის ბოლომდე გარკვეული. დედანთან შეჯერებით და ვარაუდებით მიდიოდნენ შემდეგ დასკვნებამდე:

1. რომ ეს ფრაზა მიმართული იყო მათ მიმართ, ვინც ინათლებოდა წამებულთა საფლავებზე იმ იდეით, რომ წმიდა ადგილზე ნათლობა უხილავ მოწმეთა გარემოცვაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა, მაგრამ სათუოოა ეს აზრი, რადგან როდესაც პავლე ამას წერდა, ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული მასობრივი დევნა და უფრო ოსტრაკიზმს მიმართავდნენ, ანუ აძევებდნენ და წამებულთა ჟამი არ იყო მოსული.

2. სთვლიან, რომ ფრაზაში იგულისხმება გარდაცვლილი ვეტერანი მსახურები რომელთა ადგილზე მოდიოდნენ ახალგაზრდები.

3. სთვლიან, რომ ინათლებოდნენ გარდაცვლილისადმი პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად

4. ყოველივე ამას შესაძლოა მართლაც ჰქონდა ადგილი ეკლესიის ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ეს ფრაზა შეიძლება განეკუთვნებოდეს ერთგვარ ჩვეულებას, რომელიც სწორია რომ გაქრა ეკლესიური პრაქტიკიდან. ადრექრისტიანულ ეკლესიაში არსებობდა ნათლობა სხვისთვის ან მაგიერ. თუ კვდებოდა კაცი, რომელიც გაქრისტიანებას აპირებდა, ჰქონდა გავლილი შესაბამისი დამოძღვრა, მის მაგიერ ინათლებოდა სხვა ადამიანი. ეს ჩვეულება წარმოშვა განსჯამ, რომ მოუნათლავი ვერ შევა სასუფეველში, რის გამოც ადამიანები ზოგჯერ ნებაყოფლობით ინათლებოდნენ გარდაცვლილის სახელით. აქ პავლე არ იწონებს და არც წინააღმდეგ ამბობს რამეს ამ პრაქტიკაზე. იგი უბრალოდ კითხულობს, იყო კი ამაში აზრი, თუ არ არის აღდგომა.

---

პოსტბიბლიურ ცხოვრებაში პავლეს ამ სიტყვებს სიტყვასიტყვით ასრულებდნენ

---

"მკვდართა სხეულებს ევქარისტია არ უნდა მიეცეთ; რადგან ამას აკეთებდნენ, აიკრძალა კიდევაც ტრულის (VI კრების 83-ე კანონით. არ უნდა ინათლებოდნენ მიცვალებულნიც, რამეთუ ამასაც აკეთებდნენ, რადგან ზოგი თვით მიცვალებულს ნათლავდა, ზოგი მიცვალებულთა მაგიერ ინათლებოდა და ამის მოქმედნი მიუთითებდნენ დიდი პავლე მოციქულის ეპისტოლეზე კორინთელთა მიმართ, სადაც ნათქვამია: "რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის?" (1 კორინთ. 15:29). მაგრამ ამ ადგილის დამმოწმებელთ და ამის გამო მიცვალებულთა მომნათვლელთ არასწორად ესმოდათ მოციქულის სიტყვები; რამეთუ მოციქული ლაპარაკობს არა მიცვალებულთა ან მიცვალებულთათვის ნათლობაზე, არამედ, მოსანათლავნი, შეიმეცნებენ რა ძალას ჩვენი ნათლისღებისა, ამასთანავე შეიმეცნებენ მიცვალებულთა აღდგომასაც და იმასაც, რომ ემბაზში შთაფლვა აღნიშნავს სიკვდილს, ხოლო აღმოსვლა (ემბაზისგან - არქიეპ. პ.) მკვდართა აღდგომას, ეუბნება კიდევაც მოციქული აღდგომისადმი დაეჭვებულთ, რომ თუ აღდგომა არ არის, რას გააკეთებენ მოსანათლავნი მიცვალებულთა აღდგომის სასოებით? რატომ ინათლებიან, როგორც მკვდართა გაცოცხლების მოიმედენი? შედეგად, ამაოდ იღვწიან მოსანათლავნი, თუ მათ ეეჭვებათ მიცვალებულთა აღდგომა, რადგან ნათლობით და შთაფლვით ემბაზის წყალში და მისგანვე აღმოსვლით ისინი იუწყებიან სიკვდილსა და აღდგომას, ხოლო სიტყვებით (ანუ აღსარებით, რწმენით - არქიეპ. პ.) ამის საწინააღმდეგოს აჩვენებენ. აი, რა აზრით არის ეს სიტყვები ნათქვამი მოციქულთან, ხოლო ისინი, ვინც ვერ გაიგო მოციქულის ნათქვამი ან მიცვალებულს ნათლავდა ან კიდევ სხვას ნათლავდნენ მიცვალებულის ნაცვლად, რასაც კრძალავს წინამდებარე კანონი"