4.18.15 Огонь Господень в человеке

***

5:14-19 Слова Иеремии были как огонь, пожирающий народ, словно дрова. Вавилонская армия придет, чтобы пожрать Иуду — уничтожить, но не до конца. Иуда служил чужим богам в земле своей, за это станет рабом в земле чужой.

Иеремия 5 глава — Библия — Комментарии МакДональда

***

5:14 Через Иеремию, над которым более всего смеялись иудеи, Господь совершит скоро Свой суд над Иерусалимом. По слову пророка, как бы от действия огня все грешники в Иерусалиме будут истреблены, — конечно, имеющими явиться в Иерусалим вавилонянами.

Иеремия 5 глава — Библия — Комментарии Лопухина

4.18.15 ღვთის სიტყვის ცეცხლი კაცში

4მფ.1,10-14 იერ.1,9.10; 5,[14]; 20,7-9; 23,[29] ოს.6,5 ზაქ.1,6 ლუკ.24,32 საქ.2,3; 2კორ.10,4.5; 2ტიმ.1,5.6 ებრ.4,12 გმცხ.11,5

.

- ღვთის ცეცხლს ბოროტად ნუ გამოიყენებთ, გახსოვდეთ ვისი სულისანი ხართ ლუკ.9,54-56

.

ბიბლიის მუხლები

4მეფეთა 1

10. მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: "თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც.

11. კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. მიუგო და უთხრა ორმოცდაათისთავმა: "ღვთისკაცო, ასე ბრძანებს მეფე, სასწრაფოდ ძირს ჩამოდიო!”

12. ელიამ უთხრა: "თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც.

13. მესამედაც მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი, მუხლებზე დავარდა ელიას წინაშე, ემუდარებოდა და ეუბნებოდა: "ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში.

14. აჰა, ცეცხლი ჩამოვარდა ციდან და შთანთქა ორი წინამორბედი ორმოცდაათისთავი, თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად; ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში!”

იერემია 1

9. გამოიწოდა ხელი უფალმა, შეეხო ჩემს ბაგეს და მითხრა: "აი, ბაგეებში ჩაგიდე ჩემი სიტყვები.

10. აჰა, დაგაყენე დღეს ხალხებსა და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრა და დაამსხვრიო, მოსპო და დაანგრიო, ააშენო და დარგო”.

იერემია 5

14. ამიტომ ასე თქვა უფალმა, მხედრობათა ღმერთმა: რადგან თქვენ ამბობდით ასეთ სიტყვას, მე ვაქცევ შენს პირში ჩემს სიტყვებს ცეცხლად, ხოლო ამ ერს – შეშად, რომელსაც ის შთანთქავს.

იერემია 20

7. შენ დამიყოლიე, უფალო, და დაგყევი; შენ ძლიერი ხარ და მძლიე; მთელი დღე დამცინიან, ყველა მე დამცინის.

8. რადგან, როგორც კი ავლაპარაკდები, ხმამაღლა ვღაღადებ: ძალადობა და ნგრევაა-მეთქი! ამის გამოა, რომ უფლის სიტყვა დამცირებად და დაცინვად გადამექცა ყოველდღე.

9. ვთქვი: "აღარ გავიხსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით”, მაგრამ სიტყვა ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლები გამიხურდა; ვეცადე დამეოკებინა, მაგრამ ვერ შევძელი.

იერემია 23

29. ჩემი სიტყვა ხომ ცეცხლივითაა, - სიტყვა უფლისა, და ჩაქუჩივით ამტვრევს კლდეს!

ოსია 6

5. ამის გამო ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვანადგურებდი ჩემი პირის სიტყვებით; შენი განკითხვა სინათლეზე გამოვა.

ზაქარია 1

6. მაგრამ ჩემი სიტყვები და დადგენილებები, ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ვუბრძანე, განა არ მოეწია თქვენს მამებს? ამიტომ მოექცნენ ისინი და თქვეს: განიზრახა ცაბაოთ უფალმა, რომ ჩვენი გზებისა და საქმეების მიხედვით მოეზღო, და მოგვიზღა კიდეც.

ლუკა 9

54. ეს რომ მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ დაინახეს, უთხრეს: "უფალო, გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა?”

55. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუჯავრდა და უთხრა: "არ იცით, ვისი სულისანი ხართ!

56. ვინაიდან, ძე კაცისა ადამიანთა სულების დასაღუპად კი არა, სახსნელად მოვიდა!” და წავიდნენ მეორე სოფელში.

ლუკა 24

32. უთხრეს ერთმანეთს: "განა არ გიზგიზებდა ჩვენში გული, როცა გველაპარაკებოდა გზაში და განგვიმარტავდა წერილებს?”

საქმეები 2

3. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე.

2კორინთელთა 10

4. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი;

5. მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.

2ტიმოთე 1

5. მახსენდება შენი წრფელი რწმენა, უწინ დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში რომ იყო დამკვიდრებული და მწამს, რომ იგი შენშიცაა;

6. ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში;

ებრაელთა 4

12. ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.

გამოცხადება 11

5. თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ის უნდა მოიკლას.