3.40.58 Держатся

3.40.58 მტკიცედ ჩავეჭიდოთ

- მივენდოთ უფალს ფს.4,5

- შეგონებას იგავ.4,13

- ღვთის აღთქმას ეს.56,6

- კეთილს 1თეს.5,21

- რწმენის კეთილ ღვაწლს 1ტიმ.6,12

- მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს 2ტიმ.1,13

- სარწმუნო სიტყვას ტიტ.1,9

- სითამამესა და სასოების სიქადულს ებრ.3,6

- ჩვენს აღსარებას ებრ.4,14

- რაც გვაქვს მოცემული გმცხ.2,25; 3,11

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 4

5. შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს.

იგავნი 4

13. ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.

ესაია 56

6. უცხოტომელთა ძეებსაც, უფალს რომ შეუერთდნენ, რათა ემსახურონ მას, უყვარდეთ უფლის სახელი და იყვნენ მისი მსახურნი; ყველას, ვინც შეუბღალავად ინახავს შაბათს და მტკიცედ ეჭიდება ჩემს აღთქმას,

1თესალონიკელთა 5

21. ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს.

1ტიმოთე 6

12. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.

2ტიმოთე 1

13. სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში.

ტიტე 1

9. სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება.

ებრაელთა 3

6. ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს.

ებრაელთა 4

14. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას.

გამოცხადება 2

25. მხოლოდ რაცა გაქვთ, ეგ იტვირთეთ ჩემს მოსვლამდე.

გამოცხადება 3

11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი.