1.9.30 Оставление своих ради Царствя

Числа 10:29-32.29И сказал Моисей Ховаву, сыну Рагуилову, Мадианитянину, родственнику Моисееву: мы отправляемся в то место, о котором Господь сказал: вам отдам его; иди с нами, мы сделаем тебе добро, ибо Господь доброе изрек об Израиле.30Но он сказал ему: не пойду; я пойду в свою землю и на свою родину.31[Моисей] же сказал: не оставляй нас, потому что ты знаешь, как располагаемся мы станом в пустыне, и будешь для нас глазом;32если пойдешь с нами, то добро, которое Господь сделает нам, мы сделаем тебе.

1.9.30 თავისიანების მიტოვება ღვთის სასუფევლის გულისთვის

უფლის მოწოდება დაბ.12,1 ფს.44,11 საქ.7,3

 

მიტოვების მიზეზები:

- უცხო ღმერთების მსახურნი არიან რჯ.13,6-8

- რათა ცოდვა არ გავამრავლოთ ეზრ.10,10

- არ იცავენ ღვთის მცნებებს რჯ.33,9

- სიცრუე დაიმკვიდრა მამა-პაპამ იერ.16,19

- სულიერად მკვდრები არიან მათ.8,21.22 ლუკ.9,59.60

- არ შევებათ უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად 2კორ.6,17

- ხორციელ ვნებათა და ზრახვათა მონა-მორჩილნი არიან ეფ.2,3

- არ უნდა გვიყვარდეს ვინმე უფალზე მეტად მათ.10,37 ლუკ.9,61.62; 14,26

- რათა შევიძინოთ იესო ქრისტე ფლპ.3,8

- რათა ასმაგად მივიღოთ საზღაური და საუკუნო სიცოცსლე დავიმკვიდროთ მათ.19,29 მარ.10,28-30 ლუკ.18,28-30 ებრ.11,26

- რადგან ზეციურ სამშობლოს ვეძებთ ებრ.11,13-16

 

მიატოვეს თავისიანები:

- აბრაამი დაბ.12,1

- ლოტი დაბ.12,4

- მოსემ უარი თქვა ფარაონის ასულის ძეობაზე ებრ.11,24-26

- უცხოტომელი ცოლები და მათი შვილები გაუშვეს ტყვეობაში ნამყოფმა ისრაელიანებმა ეზრ.10,2.3.10-12.18.19

- წინასწარმეტყველება, წარმართები რომ აღიარებენ მამა-პაპის ცოდვებს და განუდგებიან მათ გზას იერ.16,19

- მიატოვეს ახლობლები მოწაფეებმა მათ.4,22; 8,23 მარ.1,20

- ქრისტემ თავისიანები მოიყვანა მაგალითად მათ.12,46-50 მარ.3,31-35 ლუკ.8,19-21

(ახალ აღთქმაში თავისიანების მიტოვების მაგალითებს ვეღარ ვხედავთ, უფრო იმიტომ, რომ ყველა პერსონაჟი და მისიანი, ვისზეც ამახვილებს ყურადღებას წმ. წერილი, ოჯახებით ქრისტიანდებოდნენ და ერთად განადიდებდნენ ღმერთს. როგორც ჩანს იყვნენ ერთსულოვანნი, ქორწინდებოდნენ მხოლოდ რწმენით და არც გაყრას ჰქონდა იმ დროისთვის ადგილი)

 

არ მიატოვეს თავისიანები:

- რეღუელ მიდიანელმა, მოსეს ცოლის ძმამ რიცხ.10,29-32

- ხეთელი კაცი დაეხმარა ღვთის კაცებს, მაგრამ დაბრუნდა თავის ქვეყანაში მსაჯ.1,24-26

- ყორფამ, რუთის მაზლის ცოლმა რუთ.1,14-16

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 12

1. უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.

4. წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა.

 

რიცხვნი 10

29. უთხრა მოსემ ხობაბს, რეღუელ მიდიანელის, მოსეს სიმამრის ძეს: მივემართებით იმ ადგილისკენ, რომელზედაც გვითხრა უფალმა, თქვენ გაძლევთო მას. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთე უბრძანებია უფალს ისრაელზე.

30. მიუგო: ვერ წამოვალ, რადგან ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში მივდივარ.

31. უთხრა: ნუ დაგვტოვებ, რადგან შენ იცი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის.

32. თუ წამოგვყვები, თქვენც გაზიარებთ იმ სიკეთეს, რასაც მოგვმადლებს ღმერთი.

 

მეორე რჯული 13

6. თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთართ სულივითა გყავს და გეტყვის: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა,

7. იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო,

8. ნუ დაჰყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ,

 

მეორე რჯული 33

9. რომელიც ამბობს თავის დედ-მამაზე: არ მინახავს ისინი. არ ცნობს თავის ძმებს და არ იცნობს შვილებს, რადგან იცავდნენ ისინი შენს ნათქვამს და შენს აღთქმას ინახავდნენ.

 

მსაჯულნი 1

24. დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი, შეიპყრეს და უთხრეს: გვიჩვენე ქალაქში შესასვლელი და წყალობას გიზამთ.

25. უჩვენა კაცმა ქალაქში შესასვლელი. მახვილით მოსრეს ქალაქი, ხოლო ის კაცი და მთელი მისი სახლობა გაუშვეს.

26. წავიდა ის კაცი ხეთელების ქვეყანაში. ააშენა იქ ქალაქი და უწოდა ლუზი. ეს სახელი ჰქვია

მას დღემდე.

 

რუთი 1

14. კვლავ ხმამაღალი ტირილი დაიწყეს. გადაკოცნა ყორფამ დედამთილი, რუთი კი მიეკრო მას.

15. უთხრა: ხედავ, უბრუნდება შენი რძალი თავის ხალხსა და ღმერთს. მიჰყევი შენს რძალს.

16. თქვა რუთმა: ნუ მაიძულებ დაგტოვო და წავიდე შენგან, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია.

 

ეზრა 10

2. მიუგო ბექანია იეხიელის ძემ, ყელამიანთაგან, და უთხრა ეზრას: დამნშავენი ვართ ჩვენი ღმერთის წინაშე, უცხოელი ქალები რომ დავისვით ცოლად, ამ ქვეყნის ხალხთა ასულები. ახლა ერთი იმედიღა დარჩენია ისრაელს:

3. აღვუთქვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებს და მათ მონაგარს ჩემი ბატონის რჩევით და ჩვენი ღმერთის მცნებათა მოშიში ხალხის რჩევით. რჯულისამებრ იყოს.

10. ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხოელი ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ.

11. ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე, და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს.

12. ხმამაღლა მიუგო მთელმა კრებულმა: ასე იქნება, შენი ნათქვამისამებრ მოვიქცევით.

18. სამღვდელო წარმოშობის ხალხში, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, აღმოჩნდნენ: იესო იოცადაკის ძისა და მისი ძმების შთამომავალთაგან: მაყასეია, ელიაზარი, იარიბი და გედალია.

19. ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და ცოდვის გამოსასყიდად ვერძს შესწირავდნენ მსხვერპლად.

 

ფსალმუნნი 44

11. მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.

 

იერემია 16

19. უფალო, ჩემო ძალავ და ძლიერებავ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის ჟამს, შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრა ჩვენმა მამა-პაპამ, მხოლოდ არარაობა, სარგებლობა რომ არ ჰქონია.

 

მათე 4

22. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.

 

მათე 8

21. ხოლო ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.

22. ხოლო იესომ მიუგო მას: შენ მე გამომყევ, და მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა.

23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები.

 

მათე 10

37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;

 

მათე 12

46. და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მისი დედა და ძმები გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას.

47. მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და სიტყვის სათქმელად გეძებენ შენ.

48. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ვინ არის დედაჩემი? ან ვინ არიან ჩემი ძმები?

49. გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისაკენ და თქვა: აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.

50. რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი.

 

მათე 19

29. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს.

 

მარკოზი 1

20. და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას.

 

მარკოზი 3

31. მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად.

32. დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს: აჰა, დედაშენი და შენი და-ძმანი გარეთ დგანან და გკითხულობენო.

33. ხოლო იესომ მიუგო მათ: ვინ არის დედაჩემი, ან ჩემი ძმები?

34. თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა: აი, დედაჩემი და ჩემი ძმები.

35. რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც.

 

მარკოზი 10

28 დაუწყო პეტრემ ლაპარაკი: "აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით”

29. იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის,

30 და ასწილად არ მიიღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.

 

ლუკა 8

19. მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა.

20. და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.

21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.

 

ლუკა 9

59. ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევით. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.

60. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს.

61. ერთმა სხვამაც უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო.

62. მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.

 

ლუკა 14

26. თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

 

ლუკა 18

28 პეტრემ უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოგყევით”,

29. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის,

30 და არ მიიღოს მრავალგზის მეტი ამ დროში, მომავალ საუკუნეში კი - საუკუნო სიცოცხლე”.

 

საქმენი მოციქულთა 7

3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.

 

2კორინთელთა 6

17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.

 

ეფესელთა 2

3. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრახვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;

 

ფილიპელთა 3

8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,

 

ებრაელთა 11

13. რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.

14. რადგანაც ასე მეტყველნი ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.

15. ის სამშობლო რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას.

16. მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.

24. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,

25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას.

26. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.