2.2.26. Благ наш Бог

Пс.30,[20],, 117,1,, 144,7 Ин.3,16 Еф.2,10

Тысячелетиями евреи повторяли молитву: «Возблагодарите Бога всемогущего, ибо Господь благ и любовь его пребывает вовеки». Надо бы поразмыслить над этой молитвой, ибо ныне мы привыкли сомневаться как раз в этих двух утверждениях.

Янси Ф.

2.2.26. კეთილია ჩვენი ღმერთი

დახასიათებულია როგორც:

- უნივერსალური ფს.144,9

-

გამოვლინდება:

- სულიერ კურთხევებში ფს.30,20

- მატერიალურ კურთხევებში მათ.5,45 საქ.14,17

- ცოდვების პატიებაში ფს.85,5

-

წმინდანთა დამოკიდებულება ღვთის სიკეთეზე:

- გაიხარებენ მისით გამ.18,9

- ადიდებენ უფალს ფს.117,1

- ახსოვთ ისინი ფს.144,7

- გაძღებიან მისით იერ.31,14

- სწამთ, რომ შექმნილნი არიან სიკეთის ქმნისთვის ეფ.2,10

-

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 18

9. გაიხარა ითრომ ყველა იმ სიკეთით, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა იგი ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან.

ფსალმუნი 30

20. რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე.

ფსალმუნი 85

5. რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.

ფსალმუნი 117

1. ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ფსალმუნი 144

7. ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.

9. ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა.

იერემია 31

14. მღვდელთა სულებს ცხიმით დავანაყრებ და ჩემი ხალხი ჩემი სიკეთით გაძღება! ამბობს უფალი.

მათე 5

45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.

საქმეები 14

17. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.

ეფესელთა 2

10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.