3.42.7. Безделье

3.42.7 უსაქმურობის შესახებ ბიბლიაში

საქმიანობა-უსაქმურობის ანტონიმებია:

ყოჩაღი......... ზარმაცი

ბეჯითი........ მცონარა

გამრჯე.......... უდები

მუყაითი....... არხეინი

მშრომელი... მუქთამჭამელი

საქმიანი........ ფუჭი ფაციფუცა

 

მასთან დაკავშირებულია:

- მონობა იგავ.12,25

- შიმშილი იგავ.19,15

- საზრუნავები იგავ.20,4

- სიღარიბე იგავ.20,13

- დაცემა იგავ.24,30-34

 

მიზეზები:

- განურჩევლობა მსაჯ.18,9

- მძინარობა იგავ.6,9-11

- სიზარმაცე იგავ.19,24; 21,25

- ფანტასტიკური შიში იგავ.22,13

 

მისგან საფრთხილოდ და საწინააღმდეგოდ:

- დაკავება დიდი საქმით ნეემ.6,3

- დააკვირდი ჭიანჭველებს იგავ.6,6-8

- იდეალური ცოლი იგავ.31,13-31

- უფალი იოან.9,4

- მომავალი სამსჯავრო 1კორ.3,8-15

- დროის გაფრთხილება ეფ.5,16

- მოციქულები 2თეს.3,7-9

- ვინც არ მუშაობს, ნურც ჭამს 2თეს.3,10-12

- მიბაძვა წმიდანებისადმი ებრ.6,12

 

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 18

9. მიუგეს: ავდგეთ და გავილაშქროთ მათზე, რადგან ვნახეთ მათი მხარე და ძალიან კარგი იყო, თქვენ კი არაფერს ჰღონობთ. ნუღა დაბრკოლდებით, წადით და დაიმკვიდრეთ ის მხარე.

ნეემია 6

3. მოციქულები გავუგზავნე და დავაბარე: დიდ საქმეს ვაკეთებ და არ შემიძლია ჩამოსვლა. რისთვის უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ მას და თქვენთან ჩამოვალ-მეთქი?

იგავნი 6

6. მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე.

7. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი.

8. ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას.

9. როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან?

10. მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად.

11. ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება.

იგავნი 12

24. გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა.

იგავნი 19

15. სიზარმაცემ ძილქუში იცის და არხეინი კაცი იშიმშილებს.

24. ზარმაცს უბეში აქვს ხელი ჩამალული და პირთან მიტანა ეზარება.

იგავნი 20

4. ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება.

13. ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე და პურით დანაყრდები.

იგავნი 21

25. ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა.

იგავნი 22

13. ზარმაცი ამბობს: გარეთ ლომია! შუაგულ ქუჩაში ვიქნები მოკლულიო.

იგავნი 24

30. გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;

31. და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო.

32. როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:

33. ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,

34. და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.

იგავნი 31

13. ის ეძებს მატყლსა და სელს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელებით;

14. სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი პური.

15. ჯერ კიდევ ღამიანად დგება და სახლს საზრდოს აძლევს და მხევლებს - წესსა და რიგს.

16. იგი ყანაზე ფიქრობს და ყიდულობს კიდეც; საკუთარი ხელების ნაყოფით ვენახსა ჰყრის:

17. ძლიერებით ისარტყლავს წელს და მკლავს იმაგრებს.

18. გრძნობს, რომ კარგია მისი შენაძენი, მისი ლამპარი ღამით არ ჩაქრება.

19. ჯარაზე ხელს იწვდის და თითებით თითისტარი უჭირავს.

20. ღარიბისთვის ხელი გაშლილი აქვს და უპოვარს ხელს უწვდის.

21. მის სახლს თოვლის არ ეშინია, რადგან მთელი მისი სახლი ორკეცად არის შემოსილი.

22. ფარდაგებს თავად იკეთებს და იგი სელითა და ძოწეულით იმოსება.

23. მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან, როცა ქვეყნის უხუცებს შორის ზის.

24. მოსასხამებს ამზადებს და ჰყიდის, სარტყლებს მოვაჭრეებს აძლევს.

25. ძალით და მშვენებით არის მოსილი და მომავალ დღეს გაღიმებით შესცქერის.

26. პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს.

27. თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს.

28. დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი - და აქებს მას.

29. მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე ყველას.

30. მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი.

31. მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური და მისმა საქმეებმა იგი კარიბჭეებთან განადიდონ.

იოანე 9

4. ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას.

1კორინთელთა 3

8. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.

9. ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ.

10. მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს.

11. რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე.

12. ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, -

13. თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს.

14. ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის.

15. ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს.

ეფესელთა 5

16. გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.

2თესალონიკელთა 3

7. რადგანაც თქვენ თვითონ იცით, თუ როგორ უნდა მოგვბაძთთ, ვინაიდან უწესოდ როდი ვიქცეოდით თქვენს შორის.

8. არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს.

9. იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი.

10. ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს.

11. მაგრამ გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს.

12. ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.

ებრაელთა 6

12. რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.