3.12.4. Вопрос Господу

Быт.18,24; 25,22 Чис.9,8; 23,3; 27,21 Иисн.9,14 Суд.1,1.2; 6,39; 13,8.9; 18,5.6; 20,18.23.27; 1цар.8,6; 14,36; 22,3.4.10.13.15; 23,2.4.9-12; 28,6; 30,8; 2цар.5,23 Пр.3,5.6 Дан.2,18.23

.

Сыновья в утробе её стали биться, и она сказала: если так будет, то для чего мне это? И пошла вопросить Господа. (Быт. 25,22).

3.12.4. შეკითხვა უფალს

დაბ.18,24; 25,22 რიცხ.9,8; 23,3; 27,21 იესნ.9,14 მსაჯ.1,1.2; 6,39; 13,8.9; 18,5.6; 20,18.23.27; 1მფ.8,6; 14,36; 22,3.4.10.13.15; 23,2.4.9-12; 28,6; 30,8; 2მფ.5,23 იგ.3,5.6 დან.2,18.23

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

24 იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?

დაბადება 25

22. ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად.

რიცხვნი 9

8. უპასუხა მათ მოსემ: "მაცალეთ, მოვისმენ, რას ბრძანებს უფალი”.

რიცხვთა 23

3. დიდად შეეშინდა მოაბს ამ ხალხისა, რადგან ბევრნი იყვნენ და დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე.

რიცხვთა 27

21. ელეაზარ მღვდელს წარუდგება იგი და გამოიკითხავს მისგან ურიმის სამართალს უფლის წინაშე. მისი ბრძანებით გმოვლენ და მისი ბრძანებით შევლენ ის და მთელი ისრაელობა მასთან ერთად და მთელი საზოგადოება.

იესო ნავეს ძე 9

14. გამოართვეს ისრაელიანებმა საგზალი, ისე რომ არც დაკითხვიან უფლის ბაგეს.

მსაჯულთა 1

1. იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საომრად?

2. თქვა უფალმა: იუდა გავიდეს. აჰა, ხელში ჩამიგდია მისთვის ეგ მიწა.

მსაჯულთა 6

39. უთხრა გედეონმა უფალს: ნუ შემრისხავ, მინდა ამ ერთხელ კიდევ მოგმართო და ამ ერთხელ კიდევ ვსინჯო საწმისი. მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.

მსაჯულთა 13

8. ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს და უთხრა: უფალო, ერთხელ კიდევ გვეწვიოს შენგან მოვლენილი ღვთისკაცი და გვითხრას, რა ვუყოთ ყმაწვილს, რომელიც გაჩნდება.

9. უსმინა ღმერთმა მანოახს და ღვთის ანგელოზი ხელახლა მოვიდა ქალთან, როცა იგი ყანაში იყო, და მანოახი, მისი ქმარი, თან არ ახლდა.

მსაჯულთა 18

5. უთხრეს: ჰკითხე ღმერთს, გვინდა ვიცოდეთ, იღბლიანი იქნება თუ არა ჩვენი გზა, რომელსაც ვადგავართ?

6. უთხრა მღვდელმა: მშვიდობით ივლით, უფალი გიფარავთ თქვენს გზაზე, რომელსაც ადგახართ.

მსაჯულთა 20

18. ადგნენ და მივიდნენ ღვთის სახლში. ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინიანებთან საომრად? უთხრა უფალმა: პირველი იუდა გავიდეს.

23. და ავიდნენ ისრაელის ძენი, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ჰკითხეს უფალს: "ისევ გავიდეთ ჩვენს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად?” თქვა უფალმა: "გადით”.

27. ჰკითხეს ისრაელის ძეებმა უფალს, (იმ დღეებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა.

1მეფეთა 8

6. არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს.

1მეფეთა 14

36. თქვა საულმა: დავეცეთ ფილისტიმელებს ამ ღამით და გათენებამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს. უთხრეს: როგორც გენებოს, ისე მოიქეცი. თქვა მღვდელმა: მივმართოთ აქ ღმერთს.

1მეფეთა 22

3. წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი.

4. დატოვა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე დავითი ამ თავშესაფარში იმყოფებოდა.

10. რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, საგზალიც მისცა და გოლიათ ფილისტიმელის მახვილიც.

13. უთხრა საულმა: რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემს წინაშე, როგორც დღეს გამოაშკარავდა?

15. ახლა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? შორს ჩემგან! ნურაფერში ნუ დაადანაშაულებს მეფე თავის მორჩილს და მამაჩემის მთელს სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი იცის შენმა მორჩილმა, არც მცირე, არც დიდი.

1მეფეთა 23

2. დაეკითხა დავითი უფალს: თუ წავედი, დავამარცხებ ამ ფილისტიმელებს? მიუგო უფალმა დავითს: წადი და დაამარცხებ ფილისტიმელებს და იხსნი კეყილს.

4. კვლავ დაეკითხა დავითი უფალს და მიუგო მას უფალმა და უთხრა: ადექი და ჩადი კეყილში, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.

9. შეიტყო დავითმა, ავს რომ უპირებდა მას საული, და უთხრა აბიათარ მღვდელს: მოიტანე ეფოდი!

10. თქვა დავითმა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! ნამდვილად იცის შენმა მორჩილმა, რომ კეყილისკენ მოდის საული, რათა ჩემს გამო გაანადგუროს ქალაქი.

11. თუ მიმცემენ მათ ხელში კეყილელნი? თუ ჩამოვა სული, როგორც შეიტყო შენმა მორჩილმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა! გაუცხადე შენს მორჩილს! მიუგო უფალმა: ჩამოვა.

12. თქვა დავითმა: თუ მიგვცემენ კეყილელნი მე და ჩემს ხალხს საულს ხელში? თქვა უფალმა: მიგცემენ.

1მეფეთა 28

6. დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმისა და არც წინასწარმეტყველთა პირით.

1მეფეთა 30

8. დაეკითხა დავითი უფალს: დავედევნო იმ ურდოს? მივეწევი? მიუგო: დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და წაართმევ ნადავლს.

2მეფეთა 5

23. დაეკითხა დავითი უფალს. მიუგო: პირისპირ ნუ მიეჭრები. უკან მოუარე და ფიჭვნარის მხრიდან მიადექი.

იგავნი 3

5. ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.

6. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.

დანიელი 2

18. რომ ზეციერი ღმერთისთვის გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა დანიელი და მისი მეგობრები დანარჩენ ბაბილონელ ბრძენკაცებთან ერთად არ დაღუპულიყვნენ.

23. ჩემი მამა-პაპის ღმერთო, გმადლობ და გაქებ; შენ მომეცი სიბრძნე და ძალა, შენ გამომიმჟღავნე ის, რასაც გევედრებოდით; შენ გაგვიმჟღავნე მეფის ამბავი.