3.46.32 Бремя

3.46.32 ტვირთი

სიტყვასიტყვით:

- სიმძიმე ნეემ.4,17

.

გადატანით:

- ცოდვა ფს.37,4

- საზრუნავი ფს.54,22

- განაჩენი აბაკ.1,1

- ქრისტეს რჯული მათ.11,30

- ადათ-წესები ლუკ.11,46

- პასუხისმგებელი გალ.6,2.5

.

ტვირთის მზიდევი:

- ქრისტე მორწმუნეების მაგიერ ფს.54,22

.

ბიბლიის მუხლები

ნეემია 4

17. კედლის მშენებლები აშენებდნენ, მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ, ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ.

ფსალმუნი 37

4. რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან.

ფსალმუნი 54

22. მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას.

აბაკუმი 1

1. განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა.

მათე 11

30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.

ლუკა 11

46. მაგრამ მან თქვა: და თქვენც, სჯულის მოძღვარნო, ვაი, რადგან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ხალხს, ხოლო თავად ცალ თითსაც კი არ შეაშველებთ ტვირთს.

გალატელთა 6

2. ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.

5. რადგან ყველა თავის ტვირთს ატარებს.