3.15.5. Страдаюшие, молитесь

Иак.5,13

.

** Злостраждет ли

кто из вас, пусть

молится….

( Иакова 5:13)

3.15.5. ტანჯულთ განსაცდელში ილოცონ

2ნეშ.33,12.13 იობ.33,26 ფს.17,7; 49,15; 90,15; 117,5; 141,1-8 გოდ.3,55-57 ოს.6,1 იონ.2,2-11 ლუკ.22,44; 23,42 საქ.16,25.26 იაკ.5,[13]; 2კორ.12,8.9 ებრ.5,7

ბიბლიის მუხლები

2ნეშტთა 33

12. შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავისი მამა-პაპის წინაშე.

13. ილოცა მის მიმართ და მანაც შეივედრა იგი, შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში დააბრუნა. მიხვდა მენაშე, რომ ღმერთია უფალი.

იობი 33

26. ის ლოცვას აღუვლენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და სიხარულით შეხედავს მის სახეს, დაუბრუნებს მის სიმართლეს;

ფსალმუნი 17

7. გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.

ფსალმუნი 49

15. და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.

ფსალმუნი 90

15. მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.

ფსალმუნი 117

5. სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.

ფსალმუნი 141

1. მოძღვრება დავითისა, ლოცვა მისი მღვიმეში ყოფნის დროს.

2. ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები.

3. გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ.

4. როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.

5. ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე.

6. მოგიხმე, შენ, უფალო, ვთქვი: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში.

7. ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემთა მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი გახდნენ.

8. გამოიყვანე საპყრობილედან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი. გარს შემომეხვევიან მართალნი, რადგანაც კეთილს მომაგებ.

გოდება 3

55. ვუხმე შენს სახელს, უფალო, ორმოს სიღრმიდან;

56. ხომ მოგესმა ჩემი ხმა, ნუ წაუყრუებ ჩემს ხვეწნა-ვედრებას;

57. შენ ახლოს ხარ, როცა გიხმობ; ამბობ: ნუ გეშინის!

ოსია 6

1. წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.

იონა2

2. ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან.

3. თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება.

4. როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა,

5. ვთქვი: გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსება-მეთქი შენი წმიდა ტაძრის ხილვა?

6. სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა,

7. მთების ფესვებამდე ჩავედი; მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო!

8. როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.

9. ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!

10. მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!

11. უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა.

ლუკა 22

44. ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას.

ლუკა 23

42. და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში;

საქმენი მოციქულთა 16

25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.

26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს.

იაკობი 5

13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს.

2კორინთელთა 12

8. სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი.

9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

ებრაელთა 5

7. რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.