1.10.11 Алтернативные образы крещения, которые случилось в жизни святими

1.10.11 ნათლობის ალტერნატიული სახეები, რაც გადახდათ წმიდათ

__თემაზე წერდნენ__

***

წყლით ნათლობა აუცილებელია ადამიანის ხსნისთვის, მხოლოდ წმიდა მოწამეთათვისაა დაშვებული გამონაკლისი, რომელნიც საშინელ დევნილობათა ჟამს ქრისტეს რწმემისთვის საკუთარ სისხლში ინათლებიან და ამგვარად ისინი უწყლოდაც მოიპოვებენ ცათა სასუფეველს.

__ წმ. კირილე იერუსალიმელი __

 

***

და ვითარცა ვიდოდეთ ჩვენ გზასა უდაბნოსასა, დასნეულდა ფრიად ჰურიაი იგი, მოყვასი ჩვენი, და მიიწია სიკვდიდ. და ვიყვენით ჩვენ დიდსა შინა მწუხარებასა და ვერაი უწყოდეთ, რაიმცა რაი უყავთ მას. არამედ მსგავსად მოყვასთა სიყვარულისა ვერ დაუტევობდით მას, რამეთუ ყოველნივე, მსგავსად ძალისა, თითოეული ჩვენი იტვირთვიდა, და გვენება, რაითა მივაწიოთ იგი ქალაქად რომელადმდე, გინა სოფლად, რაითა არა მოკვდეს იგი უდაბნოსა ზედა.

მაშინ ჰურიაი იგი უსაზრდელობითა, სალმობისა განძვინებითა და მზისა სიცხითა, ჭირითა და მოგინებითა და წყურილითა ყოლადვე დახსნილ იქნა და სიკვდიდ მიიწია. და ვითარცა ვერღარა შესაძლებელ იყო ტვირთვაი მისი, განვწირეთ იგი მრავლითა ცრემლითა, და განვემზადენით დატევებად მისა უდაბნოსა მას და წარსვლად, რაითა არა ყოველნი მოვწყდეთ წყურილითა.

და ვითარცა დავდევით იგი ქვიშასა ზედა და ვტიროდეთ ყოველნი, გვიხილნა, რამეთუ დაუტეობდით და წარვიდოდეთ, და სული მისი მის თანაღა იყო. ხოლო გონებასა ეგო იგი უქცეველად. მაშინ იწყო ფუცებად ჩვენდა და მეტყოდა:

- მიჰხედენით ღმერთსა, დამბადებელსა ცათა და ქვეყანისასა, რომელმან მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა ხსნისათვის კაცთაისა, რომელი კვალად მოსლვად არს განშჯად ცხოველთა და მკვდართა! ნუ დამიტევებთ მოსიკვდიდ ჰურიაებასა შინა, არამედ ყავთ ჩემთვის წყალობაი და ნათელ მეცით მე, რაითა ქრისტიანეი განვიდე ამიერ სოფლით და მივიდე წინაშე ღმრთისა ნათელღებული.

მივუგეთ მას და ვარქუთ:

- მართლიად გეტყვით, ძმაო, რამეთუ არა ჯერ არს ჩვენდა საქმედ ესე, რამეთუ ჩვენ ყოველნი ერისა კაცნი ვართ და ესე საქმეი ეპისკოპოსთა და მღვდელთაი არს, და კვალად არცა წყალი მაქვს ჩვენ აქა.

მაშინ კვალად იწყო ცრემლითა ფუცებად და ვედრებად ჩვენდა და მრქვა:

- ნუ დამაკლებთ მე ამას ნიჭსა ღმრთისა მიერ მოცემულსა, ჰაი ქრისტიანენო!

მაშინ განვცვიფრდით ყოველნი და არა უწყოდეთ, რაიმცა უყავთ მას ამისთვის. მაშინ მრქვა ჩვენ ფილობანის ღმრთისა მიერითა აღძვრითა:

- აღადგინეთ და განძარცვეთ ეგე!

და შემდგომად მრავლისა შრომისა შემძლებელ ვიქმნენით განძარცვად და აღდგინებად მისა. მაშინ ფილობანის აღივსნა ორნივე პეშვნი თვისნი ქვიშითა და გარდაასხა თავსა მისსა და ესრეით იტყოდა:

- ნათელ იღებს თევდორე სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა.

და მიუგებდა თითოეული ჩვენი "ამენსა". და უწყის მხოლომან ღმერთმან, ძმანო ჩემნო, ვითარმედ მუნთქვესვე განიკურნა იგი ძალითა ქრისტეის ღმრთისა ჩვენისაითა...

__ იოანე მოსხი, სამოთხე__

 

***

პატრიარქი თეოდორე ბალსამონი სარდიკიის კრების მე-18 კანონის განმარტებაში წერს: "თუ ვინმე მოინდომებს და წმ. ათანასე დიდის დროს მომხდარ ამბავს დამიპირისპირებს - რამეთუ დაწერილია, რომ მის მიერ ბავშობისას ზღვის ქვიშაში თამაშობით მონათლულნი შეწყნარებულ იქმნენ და აგრეთვე, იმას, რაც წმ. პორფირიზე აღსრულდა, როდესაც ხუმარას მიერ მასხრობით იქნა მონათლული, და რის გამოც მოწამებრივი გვირგვინის ღირსი გახდა, რამეთუ მყისიერ იხილა ზეციდან გარდამომავალნი ნათელმოსილნი ანგელოზნი სანთლებით, რომლებიც გალობდნენ: "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს..." მე დავუპირისპირებ მას კანონიკურ განწესებას, რომელშიც ნათქვამია: "რაც კანონს ეწინააღმდეგება, ჩვენთვის მაგალითი ვერ იქნება...", რადგანაც განუხრელად ვიცავთ ღვთაებრივ და წმინდა განწესებებს" (Правила свтяаго поместнаго собора сардикийскаго. Правило 18. Правила святых поместных соборов с толкованиями. Москва 1880 г., стр. 352).

 

***

უდაბნოში ვინმე მომაკვდავი ებრაელის ქვიშით მონათვლას, დავინახავთ თუ რაში მდგომარეობდა აქ გამონაკლისობა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ქრისტეანებმა, რომელთაც წყალი არ ჰქონდათ, აღარ იცოდნენ, როგორ დაეკმაყოფილებინათ მომაკვდავი ებრაელის თხოვნა, მოენათლათ იგი სიკვდილის წინ. მაშინ, ერთ-ერთმა მათგანმა, "ვითარცა ზეგარდმო შთაგონებულმა", თქვა "ააყენეთ და გააშიშვლეთ". დიდი ვაი-ვაგლახით წამოაყენეს ავადმყოფი და გახადეს ტანისამოსი. ამის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა პეშვით აიღო ქვიშა და სამჯერ გადაუტარა თავზე ებრაელს სიტყვებით: "ინათლება მონა ღვთისა თევდორე სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა", ხოლო ჩვენ წმ. სამების თითოეული პირის მოწოდებაზე ვამბობდით: "ამენ". და მოხდა სასწაული, "იესუ ქრისტემ, ძემ ცოცხალმა ღმრთისა, განკურნა და განაძლიერა დავრდომილი..." ქ. ასკალონში მოსულებმა ყოველივე, რაც მათ უდაბნოში შეემთხვათ, ქალაქის ეპისკოპოსს, ნეტარ დიონისეს მოუთხრეს, რომელიც "განცვიფრებული დარჩა ამგვარი საკვირველი ნიშით"

 

***

წმ. ათანასე დიდის მიერ ბავშვობაში ზღვის ქვიშით (ე. ჭელიძის მიხედვით - ზღვის წყლის დასხმით) ნათლობის შემთხვევა)

 

***

ეკლესიის მიერ ნებადართულია აგრეთვე გამოუვალ მდგომარეობაში ერისკაცის მიერ მოსანათლავის წყალში სამგზის დაფლვა (მონათვლა

 

***

იმ დროს, როდესაც წმ. მღვდელმოწამე ბასილი იმალებოდა პართენონის გამოქვაბულში და ღმერთს წარმართთა მოქცევას, მაცხოვნებელი სიტყვის მიღებასა და ნათლისღებას ევედრებოდა, გარდაიცვალა იმ ქალაქის ერთ- ერთი უპირველესი კაცის შვილი. ყრმა სიზმარში გამოეცხადა თავის მშობლებს და სთხოვა, შეჰვედროდნენ არა წარმართ ღმერთებს, რომლებიც არიან "მუნჯი და უგრძნობელი ქვები", არამედ ერთ, ჭეშმარიტ ღმერთს, რის შემდეგაც ყრმის მშობლებმა მოძებნეს ეპისკოპოსი ბასილი, რომელიც, მათი ცნობით, სწორედ ამ ერთ ჭეშმარიტ და უცნობ ღმერთს ქადაგებდა და შეჰპირდნენ, თუ მოხდებოდა სასწაული, ისინიც გაქრისტიანდებოდნენ. მაშინ წმ. ბასილი ორ მღვდელმსახურთან ერთად გაემართა აკლდამისკენ, სადაც ყრმა იყო დაკრძალული, გარდაასხა მას წყალი წმიდა სამების სახელით და ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის მხილველმა მშობლებმა, რომლებიც ქალაქის არისტოკრატიას ეკუთვნოდნენ, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და თვითონაც მოინათლნენ

 

***

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მიცვალებულის, ანუ სულგაცლილი გვამის ნათლობა დაუშვებელია. გარდა ამისა, აქ იხილვება ზნეობრივი მომენტიც. სამართლიანად ამბობს ერთი მღვდელმსახური, რომ მიცვალებულის ნათლობა - ეს არის ადამიანის სინდისზე, მის ნებაზე ძალდატანება და ამგვარი ადამიანის ნათელღებულად აღიარება, მარტო ამ მომენტიდან გამომდინარეც კი მიუღებელია, რადგან "თუ მას მონათლულად ვაღიარებთ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ვაღიარებთ ერთგვარ მართლმადიდებლურ მაგიას.