3.16.9. Молитва для членов семьи

Созижди дом наш на Христе Иисусе И нашего семейства будь главой. О тех, кто дорог мне, теперь молюсь я, Чтоб каждый был, Господь, навеки Твой.

3.16.9. ახლობლებისთვის ვედრება

დაბ.25,21 მათ.15,22.23.25; 17,20

ბიბლიის მუხლები

ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა.

დაბ. 25,21

ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია. მან კი ხმა არ გასცა მას. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: გაუშვი იგი, ჩვენ რომ მოგვყვირის . . . დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანი სცა მას და უთხრა: მიშველე, უფალო!

მათ. 15.22.23.25

ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე. იგი მთვარეულია.

მათ. 17,20

__თემაზე წერდნენ__

***

მუხლებზე დაეცა და ისეთ გულმხურვალე ლოცვას მოჰყვა, რაც შეიძლება ადამიანს შთააგონოს ძვირფასი არსების განსაცდელმა.

__ ჰენრიკ სენკევიჩი __

__მამა ლოცვამ გადამირჩინა__

ამ ამბამდე, მეც ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ისევე როგორც მრავალი ჩემი თანატოლი. ერთხელ მამა გამიხდა ძალიან ცუდად. ექიმებმა მისი გადარჩენის არანაირი იმედი არ მოგვცეს. შემეშინდა, ასეთი უძლური და უსუსური არასოდეს ვყოფილვარ და . . . ეკლესიას მივაშურე. დავიწყე გულმხურვალე ლოცვები. ბევრ რამეს სხვანაირი თვალით შევხედე, ბევრი რამე ნათელი და გასაგები გახდა ჩემთვის, მიმტევებელი და მშვიდი გავხდი. მე და მამა უფლის დახმარებით ერთად ვიბრძოდით სიკვდილის წინააღმდეგ.

ერთი თვის შემდეგ ექიმების ყოველგვარი დახმარების გარეშე მამამ თანდათანობით მომჯობინება დაიწყო. ახლა იგი ჯანმრთელია, ჩემთან და დედასთან ერთად დადის ეკლესიაში, ჩვენ ბედნიერები ვართ, ვგრძნობთ უფალი ჩვენთან არის.

მინდა ჩემს ტოლებს ვურჩიო, ნებისმიერი საქმის გაკეთებამდე უფალი გაიხსენონ, მას სთხოვონ დახმარება და მერე მოკიდონ საქმეს ხელი. უფალი მათ აუცილებლად სწორ გზას დაანახვებს, ყოველივე კეთილისათვის ძალას მისცემს, ხოლო უკეთურს განაშორებს და განარიდებს.

__ 17 წლის ნინი __