4.17.5. Жизнь ради других (алтруизм)

Выражается:

1. В служении другим Быт.24,17-20 Матф.20,26-28 Ин.13,4-15,, 1Кор.9,19-22 Гал.6,2.10 Еф.4,32 Кол.3,[13] Евр.10,24

2. В справедливости 1цар.12,1-5

3. В добродетели Деян.10,38,, 20,35 Рим.15,2

4. В чувстве долга Рим.1,14

5. В любвы 2Кор.6,6 Еф.4,2,, 5,2

**

И побежал раб навстречу ей и сказал: дай мне испить немного воды из кувшина твоего.

18 Она сказала: пей, господин мой. И тотчас спустила кувшин свой на руку свою и напоила его.

19 И, когда напоила его, сказала: я стану черпать и для верблюдов твоих, пока не напьются.

20 И тотчас вылила воду из кувшина своего в поило и побежала опять к колодезю почерпнуть, и начерпала для всех верблюдов его. (Быт.24,17-20). ** И сказал Самуил всему Израилю: вот, я послушался голоса вашего во всем, что вы говорили мне, и поставил над вами царя,

2 и вот, царь ходит пред вами; а я состарился и поседел; и сыновья мои с вами; я же ходил пред вами от юности моей и до сего дня;

3 вот я; свидетельствуйте на меня пред Господом и пред помазанником Его, у кого взял я вола, у кого взял осла, кого обидел и кого притеснил, у кого взял дар и закрыл в деле его глаза мои, - и я возвращу вам.

4 И отвечали: ты не обижал нас и не притеснял нас и ничего ни у кого не взял.

5 И сказал он им: свидетель на вас Господь, и свидетель помазанник Его в сей день, что вы не нашли ничего за мною. И сказали: свидетель. (1цар.12,1-5). ** Но между вами да не будет так: а кто хочет между вами быть большим, да будет вам слугою;

27 и кто хочет между вами быть первым, да будет вам рабом;

28 так как Сын Человеческий не для того пришел, чтобы Ему служили, но чтобы послужить и отдать душу Свою для искупления многих.(Матф.20,26-28). ** встал с вечери, снял с Себя верхнюю одежду и, взяв полотенце, препоясался.

5 Потом влил воды в умывальницу и начал умывать ноги ученикам и отирать полотенцем, которым был препоясан.

6 Подходит к Симону Петру, и тот говорит Ему: Господи! Тебе ли умывать мои ноги?

7 Иисус сказал ему в ответ: что Я делаю, теперь ты не знаешь, а уразумеешь после.

8 Петр говорит Ему: не умоешь ног моих вовек. Иисус отвечал ему: если не умою тебя, не имеешь части со Мною.

9 Симон Петр говорит Ему: Господи! не только ноги мои, но и руки и голову.

10 Иисус говорит ему: омытому нужно только ноги умыть, потому что чист весь; и вы чисты, но не все.

11 Ибо знал Он предателя Своего, потому и сказал: не все вы чисты.

12 Когда же умыл им ноги и надел одежду Свою, то, возлегши опять, сказал им: знаете ли, что Я сделал вам?

13 Вы называете Меня Учителем и Господом, и правильно говорите, ибо Я точно то.

14 Итак, если Я, Господь и Учитель, умыл ноги вам, то и вы должны умывать ноги друг другу.

15 Ибо Я дал вам пример, чтобы и вы делали то же, что Я сделал вам. (Ин.13,4-15) как Бог Духом Святым и силою помазал Иисуса из Назарета, и Он ходил, благотворя и исцеляя всех, обладаемых диаволом, потому что Бог был с Ним. ( Деян.10,38). ** Во всем показал я вам, что, так трудясь, надобно поддерживать слабых и памятовать слова Господа Иисуса, ибо Он Сам сказал: "блаженнее давать, нежели принимать ". (Деян.20,35). **Я должен и Еллинам и варварам, мудрецам и невеждам. (Рим.1,14). **Каждый из нас должен угождать ближнему, во благо, к назиданию.(Рим.15,2) ** Ибо, будучи свободен от всех, я всем поработил себя, дабы больше приобрести:

20 для Иудеев я был как Иудей, чтобы приобрести Иудеев; для подзаконных был как подзаконный, чтобы приобрести подзаконных;

21 для чуждых закона - как чуждый закона, - не будучи чужд закона пред Богом, но подзаконен Христу, - чтобы приобрести чуждых закона;

22 для немощных был как немощный, чтобы приобрести немощных. Для всех я сделался всем, чтобы спасти по крайней мере некоторых. (1Кор.9,19-22). ** в чистоте, в благоразумии, в великодушии, в благости, в Духе Святом, в нелицемерной любви,(2Кор.6,6). ** Носите бремена друг друга, и таким образом исполните закон Христов. (Гал.6,2). ** Итак, доколе есть время, будем делать добро всем, а наипаче своим по вере. (Гал.6,10).**со всяким смиренномудрием и кротостью и долготерпением, снисходя друг ко другу любовью, (Еф.4,2). ** Но будьте друг ко другу добры, сострадательны, прощайте друг друга, как и Бог во Христе простил вас. (Еф.4,32). **И живите в любви, как и Христос возлюбил нас и предал Себя за нас в приношение и жертву Богу, в благоухание приятное.(Еф.5,2) **снисходя друг другу и прощая взаимно, если кто на кого имеет жалобу: как Христос простил вас, так и вы. (Кол.3,[13]).** Будем внимательны друг ко другу, поощряя к любви и добрым делам. (Евр.10,24).

4.17.5. ალტრუიზმი

(ცხოვრება სხვების კეთილღღეობისთვის)

.

გამოიხატება:

- სხვებისადმი მსახურებაში მათ.20,26-28 ლუკ.10,35; 18,22 ინ.13,14.15,, საქ.3,2-7; 24,17 გალ.6,2.10 ებრ.10,24

- სამართლიანობაში 1მფ.12,3-5 მათ.6,1-4

- კეთილის ქმნაში, ქველმოქმედებაში ეს.58,7.10 საქ.10,38,, 20,35 რომ.15,2; ეფ.4,28; 1ტიმ.6,18

- სიხარულით გაცემაში ლუკ.11,41; 12,33; 14,13; 19,6; 1კორ.16,1-3; 2კორ.9,6.7

- ხელგაშლილობაში რჯ.15,8

- მოვალეობის გრძნობაში რომ.1,14

- სიყვარულში 2კორ.6,6

.

მაგალითები:

- რებეკა დაბ.24,17-20

- მოსე გამ.32,30-32

- იობი იობ.31,16-22

- სამუელი 1მფ.12,3-5

- იონათანი 1მფ.18,1-4

- ქრისტე ინ.13,14.15 საქ.10,38 ეფ.5,2

- პავლე 1კორ.9,19-22; გალ.2,10

- ტაბითა საქ.9,36

- კორნელიოსი საქ.10,2-4

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

17. გაიქცა მისკენ მორჩილი და უთხრა: ცოტა წყალი დამალევინე შენი კოკიდან.

18. უთხრა ქალმა: დალიე ბატონო. ჩამოიღო კოკა და თავისი ხელით შეასვა წყალი.

19. შეასვა თუ არა, უთხრა: შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.

20. უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი.

გამოსვლა 32

30. მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო ვაპატიებინო თქვენთვის ეს ცოდვა.

31. დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა.

32. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.

მეორე რჯული 15

8. არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მას მისი გასაჭირისამებრ, რაც მას სჭირდება.

1მეფეთა 12

3. აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებიოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.

4. უთხრეს: არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგრივართ, არც ვინმესაგან რამე აგიღია.

5. კვლავ უთხრა მათ: უფალი იყოს მოწმე თქვენს შორის და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში. უთხრეს: მოწმე იყოს!

1მეფეთა 18

1. მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი.

2. წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ გაუშვა მამის სახლში.

3. შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი როგორც საკუთარი თავი.

4. გაიძრო იონათანმა მოსასხამი, თან რომ ჰქონდა, და მისცა დავითს; აგრეთვე შესამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.

იობი 31

16-22. თუ ოდესმე უარი მეთქვას ღატაკთა სათხოვარზე, ან ქვრივის თვალები გამეწბილებინოს, ან თუ ჩემი პურის ლუკმა მარტოს მეჭამოს და ობლისათვის არ გამეყოს, რადგან ყრმობიდანვე ისე იზრდებოდა ჩემთან, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი მას; თუ მენახოს მომაკვდავი უსამოსლოდ ან გლახაკი უმოსასხამოდ, და მის საზარდულს არ დაველოცე და არ გამთბარიყო ჩემი ცხვრის მატყლით, თუ ობოლზე ხელი აღმემართოს, როცა კარიბჭესთან ჩემს შემწეს დავინახავდი, მაშინ ბეჭს მოსწყდეს ჩემი მხარი და მკლავი იდაყვში გადამიტყდეს!

ესაია 58

7. განა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში? როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულვებელჰყოფ.

10. და მისცემ მშიერს შენს სულს და წამებულის სულს გააძღობ, მაშინ გაბრწყინდება სიბნელეში შენი ნათელი და შენი წყვდიადი შუადღესავით იქნება.

მათე 6

1-4. ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად.

მათე 20

26. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს.

27. და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.

28. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.

ლუკა 10

35. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო.

ლუკა 11

41. არამედ გაეცით მოწყალება, რაც შიგნითაა, და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ.

ლუკა 12

33. გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ ავნებს,

ლუკა 14

13. არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები.

ლუკა 18

22. ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი.”

ლუკა 19

8. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ.”

იოანე 13

14. ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს.

15. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.

საქმეები 3

2-7. იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე საპყარი. ყოველდღე მოჰყავდათ იგი და სვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემომსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა. როცა დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე, და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.” იგი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს გამორჩებოდა. უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, გაიარე!” მარჯვენაზე მოჰკიდა ხელი და წამოაყენა, და მას უცბად გაუმაგრდა ფეხები და კოჭები.

საქმეები 9

36. იყო იაფოში ერთი მოწაფე დედაკაცი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.

საქმეები 10

2-4. კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო და მთელს თავის სახლთან ერთად, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისათვის და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე. იხილა მან ჩვენებაში ცხადად, ასე, დღის მეცხრე საათზე, ღვთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: „კორნელიოს!” შეხედა მას შეშინებულმა და თქვა: „რა არის, უფალო?” მან უთხრა: „შენი ლოცვანი და მოწყალებანი ამაღლდა ღვთის წინაშე მოსახსენებლად.

38 როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან.

საქმეები 24

17. მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ხალხისათვის მოწყალებისა და შესაწირავის მოსატანად.

რომაელთა 1

14. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.

რომაელთა 15

2. ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.

1კორინთელთა 9

19. რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.

20. იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი.

21. ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი.

22. უძლურთათვის - უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი.

1 კორინთელთა 16

1-3. რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. ყოველ ერთშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს, რამდენადაც ხეირი ნახოს, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება. ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მოვავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში.

2კორინთელთა 6

6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში,

2 კორინთელთა 9

6-7. ამასთან გეტყვით, ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის. თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს.

გალატელთა 2

10. ოღონდ უნდა გვხსომებოდა ღატაკები, და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი.

გალატელთა 6

2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

10. მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.

ეფესელთა 4

28. ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად.

ეფესელთა 5

2. და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.

1ტიმოთე 6

18. რომ იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი.

ებრაელთა 10

24. ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი.

__თემაზე წერდნენ__

***

ავგუსტინეს დედა, მონიკა, როდესაც იგებდა რომ არის ორი ქალი, რომლებიც ერთმანეთს ეუმძრახებოდა, მიდიოდა ერთთან და მოუთხრობდა ყოველივე კარგს მეორის შესახებ რაც კი გაეგო. შემდეგ მიდიოდა მეორესთან და ახლა მას უყვებოდა პირველის შესახებ, ასევე ყოველივე კარგს. ამგვარად იგი ხშირად შეარიგებდა ხოლმე ერთმანეთს მოჩხუბრებს.

__ იაკობ ლევენი __