3.31.1. Сошествие Духа Святого в Ветхом Завете

Чис.11,17.[25]-29; 24,2-4 Втор.34,9 Суд.3,10; 1цар.10,5.6.10; 11,6; 19,20.23.24; 4цар.2,15; 2Пет.1,21

Двое из мужей оставались в стане; одному имя Елдад, а другому имя Модад; но и на них почил Дух, и они пророчествали в стане.

И прибежал отрок, и донес Моисею, и сказал: Елдад и Модад пророчествуют в стане

В ответ на это Иисус, сын Навин, служитель Моисея сказал: господин мой, Моисей! запрети им.

Но Моисей сказал ему: не ревнуешь ли ты за меня? о, если бы все в народе Господнем были пророками, когда бы Господь послал Духа Своего на них (Чис.11, 26-29).

 И вложил Господь слово в уста Валаамовы и сказал: возвратись к Валаку и так говори. (Чис.23,5).

И взглянул Валаам и увидел Израиля, стоявшего по коленам своим, и был на нем Дух Божий.(Чис.24,2

И Иисус, сын Навин, исполнился духа премудрости, потому что Моисей возложил на него руки свои, и повиновались ему сыны Израилевы и делали так, как повелел Господь Моисею. (Втор.34,9).

На нем был Дух Господень, и был он судьею Израиля. Он вышел на войну, и предал Господь в руки его Хусарсафема, царя Месопотамского, и преодолела рука его Хусарсафема.(Суд.3,10)

и найдет на тебя Дух Господень, и ты будешь пророчествовать с ними и сделаешься иным человеком. (1-я Царств 10,6)

Когда пришли они к холму, вот встречается им сонм пророков, и сошел на него Дух Божий, и он пророчествовал среди них. (1-я Царств 10,10).

И сошел Дух Божий на Саула, когда он услышал слова сии, и сильно воспламенился гнев его (1-я Цар.11,6).

И донесли Саулу, говоря:

вот, Давид в Навафе, в Раме. (1-я Царств 19,20);

И пошел он туда в Наваф в Раме, и на него сошел Дух Божий, и он шел и пророчествовал, доколе не пришел в Наваф в Раме.(1-я Царств 23).

И сошел Господь в облаке, и говорил с ним, и взял от Духа, который на нём, и дал семидесяти мужам старейшинам. И когда почил на них Дух, они стали пророчествовать, но потом перестали. (Чис.11,25).

 

3.31.1. სულის მოფენა ძველი აღთქმის ჟამს

- მოსეზე და მისგან 70 უხუცესსა და იესო ნავეს ძეზე რიცხ,11,17.[25]-29 რჯლ.34,9

- ღვთის ხალხის შემხედვარე ბალაამზე რიცხ.24,2-4

- ღოთენიელზე, ისრაელის მსაჯულზე მსაჯ.3,10 

- გედეონზე, ისრაელის მსაჯულზე მსაჯ.6,34

- სამუელისა და ქადაგთა გუნდისგან საულზე და მის ხალხზე 1მფ.10,5.6.10; 11,6; 19,20.23.24

- დავითზე 2მფ.23,2

- ელიაზე და მისგან ელისეზე 4მფ.2,15

- იოანე ნათლისმცემელზე და მის დედ-მამაზე ლუკ.1,15.41.67

- ყველა წინასწარმეტყველზე, რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით ეს..59,21 მიქ.3,8; 2პეტ.1,21

ბიბლიის მუხლები

 

რიცხვთა 11

17. ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ რომ არ ატარო.

25. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და ელაპარაკა მას. აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს. როცა დაადგა მათ სული, ქადაგად დაეცნენ ყოველანი, ოღონდ მცირე ხნით.

26. ორი კაცი დარჩენილიყო ბანაკში, ერთს ერქვა ელდადი, მეორეს, - მედადი. მათაც დაადგრა სული (ისინი ჩაწერილთა შორის იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან) და ისინიც დაეცნენ ქადაგად ბანაკში.

27. მოირბინა ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა მოსეს, ელდადი და მედადი ქადაგად დაეცნენო ბანაკში.

28. მიუგო იესო ნავეს ძემ, მოსეს მსახურმა, თავისი გულუბრყვილობით, და თქვა: მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!

29. უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!

რიცხვთა 24

2. გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე.

3. წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა,

4. ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგონისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან; ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.

მეორე რჯული 34

9. იესო ნავეს ძე ავსილი იყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ, და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მოსემ.

მსაჯულთა 3

10. უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.

მსაჯულნი 6

34. უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ჩაჰბერა საყვირს და შეიყარნენ აბიყეზერელნი მის დაძახილზე.

1მეფეთა 10

5. შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ.

6. ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები.

10. ავიდნენ გორაკზე და, აჰა, მოდის მისკენ ქადაგთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა.

1მეფეთა 11

6. ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.

1მეფეთა 19

20. და გაგზავნა საულმა შიკრიკნი დავითის შესაპყრობად. ნახეს: წინასწარმეტყველთა გუნდი წინასწარმეტყველებს, წინამძღვრად კი სამუელი უდგათ; და გადმოვიდა ღვთის სული საულის ხალხზე და აწინასწარმეტყველდნენ ისინიც.

23. წავიდა რამას ნაიოთისაკენ და მასზეც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაწინასწარმეტყველდა გზაში, ვიდრე მივიდოდა რამას ნაიოთში.

24. გაიძრო სამოსელი და წინასწარმეტყველებდა სამუელის წინაშე; შიშველი იწვა მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს. ამიტომაც ამბობენ: "ნუთუ გაწინასწარმეტყველდაო საულიც?” 

4მეფეთა 2

15. შორიდან დაინახეს იგი იერიხონში მყოფმა წინასწარმეტყველებმა და თქვეს: ელიას სული გადმოვიდა ელისეზე. მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს.

2პეტრე 1

21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.